რჩევები დიასახლისებს - 12 პრობლემა, რომლებსაც თმის ფენით მოაგვარებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს - 12 პრობლემა, რომლებსაც თმის ფენით მოაგვარებთ

2. დაიღალეთ გასაბერი ლეიბის ბერვით? ამ შემთხვევაშიც თმის ფენი დაგეხმარებათ. აიღეთ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი, მოაჭერით ძირი და ე.წ. სკოჩით მიამაგრეთ ფენს. ასეთი მოწყობილობით ლეიბის გაბერვა არავითარი პრობლემა არ არის;

3. პლასტირის აცლა საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ფენით ამ პრობლემის აცილებაც შეიძლება.

რამდენიმე წუთით მიუშვირეთ თმის საშრობი პლასტირს და სრულიად უმტკივნეულოდ ააძრობთ;

4. მნიშვნელოვანი დოკუმენტები ფოსტით თუ გაგიგზავნიათ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს, როცა დოკუმენტის ერთ-ერთი ფურცელი მაგიდაზე რჩება. კონვერტი კი უკვე დალუქულია. შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ, ფოსტაში გაქცევა და ახალი მარკის ყიდვა აღარ მოგიწევთ. დალუქული კონვერტის გასახსნელად საკმარისია, თმის საშრობიდან ცხელი ჰაერი ორი წუთის განმავლობაში წებოვანი ლენტისკენ მიმართოთ;

5. სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშმის მოწყობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა დილით საყვარელ ხალიჩაზე სანთლის ლაქების ხილვა ნამდვილად არ გესიამოვნებათ;

ამ პრობლემასაც თმის საშრობით გაუმკლავდებით. ცხელი ჰაერის ჭავლი დალაქავებული ადგილისკენ მიმართეთ, თან გამდნარი სანთელი ქაღალდის ხელსახოცით წმინდეთ. საბოლოოდ, სანთლის ლაქა ხელსახოცზე დარჩება, ხალიჩაზე კი სანთლის კვალსაც ვერ აღმოაჩენთ;

6. უთო გაგიფუჭდათ და დაჭმუჭნილი ტანსაცმლის დაუთოებას ვერ ახერხებთ? ტანსაცმელი ოდნავ დანამეთ და თმის საშრობით გააშრეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით;

7. ჩანთაში ცუდად ჩაგდებული პლასტმასისჩარჩოიანი სათვალე ზოგჯერ დეფორმირდება, თუმცა თმის საშრობი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. ცხელი ჰაერის ჭავლი სათვალის პლასტმასის ნაწილებისაკენ მიმართეთ და დეფორმირებული ადგილები ხელით გაასწორეთ;

8. თუ ცხობისას ნამცხვრის ძირი მიგეწვათ და ფორმიდან მის ამოღებას ვერ ახერხებთ, გააცხელეთ ყალიბის ძირი თმის საშრობის საშუალებით და პრობლემა მარტივად მოგვარდება;

9. თუ ნამცხვარს შოკოლადის მინანქარი სქლად და არათანაბრად ადევს, ცხელი ჰაერის დახმარებით დაადნეთ. მინანქრის ზედაპირი გლუვი და თანაბარი გახდება;

10. თუ აბაზანის სარკე დაორთქლილია და ლაქებით დაიფარა, თმის საშრობი მოიუშვირეთ და ლაქები წუთში გაქრება;

11. როცა გეჩქარებათ, შეგიძლიათ ფრჩხილებზე ლაქი თმის საშრობით გააშროთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჰაერი ცხელი არ უნდა იყოს.

12. ალბათ, ვერ იფიქრებდით, რომ თმის საშრობის დახმარებით კედლებიდან ბავშვების “შემოქმედებითი საქმიანობის” წაშლაც შეიძლება. გააცხელეთ ფენით კედლის დახატული ნაწილები და სუფთა ტილოს დახმარებით გაწმინდეთ.

სახლში ყველაფრის შენახვა არ შეიძლება

ალბათ, ყველამ არ იცის, რომ სახლში ყველაფრის შენახვა არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ენერგეტიკა მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში იბუდებს. დღესვე დაიწყეთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და დაუყოვნებლივ გადაყარეთ ყველა ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას აბინძურებს.

გადაყარეთ დაბზარული ჭურჭელი. თეფში და ჯამი ოჯახის სიმბოლოა, მასზე გაჩენილი ბზარები კი შესაძლოა ოჯახის წევრთა ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებზე მიანიშნებდეს. გაბზარული ჭურჭელი არღვევს საკვების ენერგეტიკას და შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი გახდეს. ბევრი დიასახლისი ახალ და ლამაზ ჭურჭელს კარადის თაროებზე, გამოსაჩენ ადგილებზე აწყობს, ყოველდღიურად კი დაზიანებული ჭურჭლით სარგებლობს. ასეთ დიასახლისებს არ უნდა უკვირდეთ, რატომ ავადდებიან ოჯახის წევრები და რატომ არ ლაგდება მათი ცხოვრება. ჭურჭელზე გაჩენილი ბზარები მისი მფლობელის ცხოვრებაზე აისახება. თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ნათელი გახდეს, გამოალაგეთ კარადებიდან ძვირფასი ჭურჭელი და ყოველდღიურად იხმარეთ, ხოლო დაბზარული ჭურჭელი, როგორც უნდა მოგწონდეთ, გადაყარეთ.

გადაყარეთ დახეული ჩუსტები. გირჩევთ, დროულად მოაშოროთ სახლიდან ძველი, დახეული ჩუსტები, რადგან ისინი უარყოფით ენერგიას იზიდავენ. ასევე არასასურველია ძველი, დახეული ტანსაცმლის შენახვა. დაახარისხეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი პრინციპით - გამოიყენებთ თუ არა მომავალში, შემდეგ კი უსარგებლო ნივთები თავიდან მოიცილეთ. თუ შეამჩნევთ, რომ კარადა ძველი და უსარგებლო ტანსაცმლით გაივსო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდით მათგან.

ნუ გააჩერებთ მოკლული ცხოველების ნარჩენებსა და სურათებს.

არასასურველია შინ მოკლული ცხოველის რქების, ტყავებისა და ფიტულების შენახვა. გახსოვდეთ, რომ წამებით მოკლული ცხოველების ნარჩენები უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია.

ნახატებმა, რომლებზეც გარეული მხეცებია ასახული, შეიძლება სახლში ნერვული ატმოსფერო შექმნას.

ნურც დამტვრეულ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და გაბზარულ სარკეს გააჩერებთ შინ.