რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

ლიმონი შეუცვლელია ყოფა-ცხოვრებაში

ლიმონი არა მხოლოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ის შეუცვლელია ყოფა-ცხოვრებაში. ბევრი ასე იყენებს ამ ციტრუსს: ლიმონის წვენს ურევენ მარილში და ეს ნარევი გადააქვთ ტანსაცმელზე, რომელიც ფლომასტრით არის დასვრილი, წმენდენ, შემდეგ რეცხავენ ჩვეულებრივი წესით. ლაქები ქრება!

  • ხილით სავსე ლარნაკში ჩადეთ ლიმონი, ის დაეხმარება ხილს დიდხანს შეინარჩუნოს იერი;
  • ხილი დროზე ადრე არ გაფუჭდება, ხოლო თუ ლიმონს უმწიფარ ბანანებს გვერდით მიუდებთ, ისინი სწრაფად დამწიფდება;
  • იმისათვის, რომ გაქრეს უსიამოვნო სუნი მიკროტალღოვან ღუმელში, რამდენიმე ულუფა ლიმონი ჩადეთ წყლიან ფინჯანში, 2წთ-ით შედეთ ღუმელში და ჩართეთ მთელი სიმძლავრით. შემდეგ ეს ლიმონიანი წყალი გააცივეთ და შედგით მაცივარში, იქაც გრილ და სასიამოვნო სუნს მოაფრქვევს;
  • მაიონეზიანი სალათა და ვინეგრეტი განსაკუთრებულ გემოს შეიძენს, თუ სუფრასთან მიტანამდე რამდენიმე ხნით ადრე მასში ჩადებთ ლიმონის ქერქს.

როგორ უნდა ბრწყინავდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამზარეულოში ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

მიქსერი

მიქსერის დანებს ნაწილობრივ ეკვრის ხოლმე სხვადასხვა პროდუქტის ნაწილაკები, რომელთა მოცილებაც ხანდახან ძალიან რთულდება. მათ მოსაცილებლად მოწყობილობის რეზერვუარში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ მცირეოდენი სარეცხი საშუალების სითხე. ჩართეთ აგრეგატი მაქსიმალურ სიჩქარეზე - სწრაფი ბრუნვის დახმარებით დანებს მოსცილდება მიმხმარი ნადები.

მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმლის შიგნითა ნაწილების გასაწმენდად არ არის საჭირო ქიმიური საშუალებების გამოყენება. ღუმელში შედგით ჭურჭელი, რომელშიც იქნება წყალი ლიმონის წვენით და 10 წუთით ჩართეთ საშუალო ტემპერატურაზე.

ელექტროქურა

მეტალოფაიფურის ზედაპირის მქონე ელექტროქურის გაწმენდა მიმწვარი ლაქებისაგან საკმაოდ რთულია. დაასხით ლაქებს ლიმონის წვენი და დატოვეთ რამდენიმე ხანი. შემდეგ გაწმინდეთ ცხელი წყლით - ლაქები თითქოს არც ყოფილა!

ტოსტერი

თუ ტოსტერს არ აქვს მოძრავი ნაწილი ნამცეცებისათვის, ნუ შეშინდებით, რომ ისინი მექანიზმის შიგნით მოხვდებიან. მოწყობილობის გასაწმენდად სამჯერ ჩართეთ ხელსაწყო მაქსიმალურ რეჟიმზე და მზადაა, ნამცეცები დაიწვება. თქვენ ისღა დაგრჩებათ, გადმოაბრუნოთ ხელსაწყო და გადმოყაროთ მიმწვარი.

ვაფლის ხელსაწყო

ვაფლის ხელსაწყოს შიგნით მიკრული ნამცეცების მოშორება ადვილად შეიძლება. დაელოდეთ, სანამ მეტალის ნაწილები გაგრილდება და დაასხით ზედაპირზე მცირე რაოდენობით საპნიანი წყალი და გაწმინდეთ კბილის ჯაგრისით.

გაზქურა

გაზქურის მოსახსნელი დეტალები და სადგამები დაალბეთ ცხელ წყალში, დაამატეთ სარეცხი საშუალება, შემდეგ გაასუფთავეთ ღრუბლით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხვნილი ან გასაწმენდი გელი.