დამჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გაცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ - ცივში.
კამა და ოხრახუში გამოცოცხლდება, თუ ცოტაოდენი ძმრით გაზავებულ წყალში მოათავსებთ.
სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შემდეგ მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გახეხავთ.
თუ მჭიდროდ დახურულ საპურეში ცოტა მარილს მოათავსებთ, პურს ობი აღარ მიეკარება.
მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.
როდესაც კარტოფილს ხარშავთ კანიანად, კანი ხშირად სკდება. ეს რომ არ მოხდეს, წყალში რამდენიმე წვეთი ძმარი ჩაამატეთ.
ძეხვის გადანაჭერზე სტაფილოს ან ლიმონის ნაჭერს თუ მოათავსებთ, ის დიდხანს არ გაფუჭდება.
მაგარი ხორცის ნაჭრის ძმარში ჩალბობის შემთხვევაში ის რბილდება.
ტოლმა რომ ქვაბის ძირზე არ მიიწვას, ვიდრე მოსახარშად ჩაალაგებთ, ქვაბში ჩადეთ მის სახურავზე უფრო პატარა თავსახური და ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფინეთ, ხოლო ამ ფოთლებზე ტოლმა დაალაგეთ.
კოტლეტი, თევზი, ხორცი ან ბლინი ტაფას რომ არ მიეკრას, გახურებული ტაფა უმი კვერცხის ცილით გაწმინდეთ.
გემრიელი, რძიანი ფაფის მოსამზადებლად წყალში უნდა მოხარშოთ მარცვლეული (ბრინჯი, ხორბალი) ან ბურღულეული, შემდეგ დაამატოთ ადუღებული რძე და ხარშვა გააგრძელოთ.
ერბოკვერცხი ფუმფულა რომ გამოვიდეს, 1 ჭიქა კვერცხს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად ათქვიფეთ.
კვერცხის ცილა უფრო სწრაფად რომ აითქვიფოს, თქვეფის დაწყებამდე მაცივარში უნდა გააცივოთ და როდესაც გამოიღებთ, ცოტა მარილი ან რამდენიმე წვეთი ლიმონი დაამატოთ, კვერცხის გულს კი პირიქით - სითბო და შაქარი უყვარს.
იმისათვის, რომ ხორცს შეწვის შემდეგ ოქროსფერი ქერქი ჰქონდეს, შეწვამდე თაფლი უნდა წაუსვათ.
შემწვარი ღვიძლი რბილი იქნება, თუ შეწვის წინ შაქარს მოაყრით.
კვერცხი ხარშვის დროს რომ არ დასკდეს, მოხარშვის წინ ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.
ღია ქვაბში იკარგება ვიტამინების 20%, ხოლო დახურულში ხარშვისას - მხოლოდ 5%.
ლიმონიდან მეტი წვენი რომ გამოწუროთ, გაჭრის წინ მოათავსეთ 5 წუთით ცხელ წყალში.
ნუ გადაყრით ტკბილი წიწაკის თესლს მისი მომზადების დროს, მოაგროვეთ და გააშრეთ, ზამთარში ეს თესლი შეგიძლიათ სადილის მომზადებისას გამოიყენოთ. თესლი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე წიწაკა და კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს.
რძე ხარშვის დროს ქვაბის ფსკერს რომ არ მიეწვას, ქვაბს რძის ჩასხმამდე ცივი წყალი უნდა მოავლოთ.
ბოსტნეული უნდა გარეცხოთ და დაჭრათ უშუალოდ კერის მომზადების წინ.
სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.
ბოსტნეული მაღალ ცეცხლზე უნდა მოხარშოთ და მარილი ბოლოს დაამატოთ.
მოხარშული ბრინჯი ფანტია რომ იყოს, მოხარშვის წინ 30 წუთით ცივ წყალში უნდა დაალბოთ.
მარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.
ბრინჯი მოხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე ცოტა უნდა მოხალოთ, მაგრამ ზომაში აღარ გაიზრდება.
მოხარშული ბრინჯი ან მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეწებოს, წყალში ცოტა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი უნდა დაამატოთ.
თუ გინდათ მოხარშული ბოსტნეული გემრიელი იყოს, ის წყალში ადუღების შემდეგ უნდა მოათავსოთ, ხოლო თუ გინდათ, რომ ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ ხარშვა ცივ წყალში უნდა დაიწყოთ.
გახსნილი ტომატი ქილაში რომ არ ამჟავდეს და ზედაპირზე ობი არ მოეკიდოს, სუფრის მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით.
რძე გაცხელებისას რომ არ გადმოვიდეს, ერთი ნატეხი შაქარი უნდა ჩააგდოთ და ყოველ 3წთ-ში ერთხელ მოურიოთ.
მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.
თუ ყინულის გამოყენებას კოქტეილისთვის აპირებთ, ყინულის თითოეულ ფორმაში ალუბლის კომპოტის ან მურაბის თითო კენკრა მოათავსეთ, დაასხით წყალი და საყინულეში მოათავსეთ. ყინულის ასეთი კუბები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
თუ ხორცის სალესი მანქანის დანები დაჩლუნგდა, ორცხობილა გაატარეთ მანქანაში, შედეგად დანები გაილესება და საფანელს მიიღებთ კოტლეტისთვის.
თუ თერმოსში “უცხო” სუნი გაჩნდა - ჩაყარეთ მასში 2 კოვზი ბრინჯი, დაასხით წყალი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ეს წყალი გადაღვარეთ და ცხელი წყლით გამოავლეთ.
გაზქურაზე ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად ლაქაზე საკვები სოდა მოაყარეთ და ნიშადურის სპირტიანი (რამდენიმე წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში) წყლით გაწმინდეთ.
სამზარეულოში თუ კერძის მომზადების შემდეგ სუნი დარჩა, ტაფაზე ცოტა ძმარი დაასხით და ცეცხლზე იქამდე გააჩერეთ, ვიდრე ძმარი არ აორთქლდება.