კარტოფილი შესამოწმებლად შუაზე გაჭერით და ნაჭრები ერთმანეთზე წაუსვით. თუ აქაფდა, კარტოფილი ხარისხიანია.
თუ კარტოფილს ცხიმში წვავთ, უმჯობესია, თავიდან მაღალ ცეცხლზე შემოდგათ და შემდგომ თანდათან დაუწიოთ.
რძე შესამოწმებლად ჩაასხით გამჭვირვალე ქილაში, ქილის უკან ანთებული სანთელი დადგით და ქილაში გაიხედეთ. თუ სანთელი გამოჩნდა, რძე წყალნარევია.
ბოსტნეული უშუალოდ ქვაბში ჩაყრის წინ გათალეთ და დაჭერით. თუ დრო ვერ გამოზომეთ, მაშინ გათლილი კარტოფილი ცივ წყალში შეინახეთ, სხვა ბოსტნეული - თავდახურულ ჭურჭელში.
როდესაც გაზქურა ანთია, ბინაში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა საგრძნობლად იზრდება. ელექტროგამწოვი მხოლოდ ნაწილობრივ ასუფთავებს ჰაერს. უკეთესია, ვიდრე გაზი ანთია, სარკმელი ღია იყოს. უკიდურეს შემთხვევაში, სამზარეულო დღეში 2-3-ჯერ მაინც გაანიავეთ.