ბუნებრივი საშუალებები სამზარეულოსა და ტექნიკის გასასუფთავებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

20 საუკეთესო შინაური საშუალება სამზარეულოსა და ტექნიკის გასასუფთავებლად

1. ღუმელის გაწმენდა ძალიან გაგიადვილდებათ, თუ ნიშადურის სპირტს გამოიყენებთ. საჭიროა, გახურებულ ღუმელში ცეცხლგამძლე თასებით შედგათ წყალი და ნიშადურის სპირტი (თითო-თითო ჭიქა). ამ პროცედურის შემდეგ ნებისმიერი ჭუჭყი ადვილად მოსცილდება.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასარეცხად ერთი ჭიქა ძმარი მოათავსეთ აპარატში და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა მიუთითეთ.

3. შხაპის ყურმილი იპრიალებს და წყალსაც კარგად გაატარებს, თუ ღამით ძმრით სავსე პოლიეთილენის პარკში შეფუთავთ.

4. მიმწვარი ტაფა კარგად გაირეცხება, თუ ძმარს ჩაასხამთ და წამოადუღებთ. თუ ძალიან მიმწვარია, შეგიძლიათ ძმარს სოდაც დაუმატოთ.

5. ბლენდერის გასარეცხად საჭიროა, რომ გაავსოთ წყლით, რომელშიც სარეცხი საშუალება იქნება დამატებული და ჩართოთ. ერთ წუთში ბლენდერი თავად გაირეცხება.

6. თუ ერთ ჭიქა ძმარში 4 აბ ალკაზელცერს (მედიკამენტი, იყიდება აფთიაქებში) გახსნით, მიიღებთ გაჭედილი მილის საწმენდ საშუალებას.

7. ვერცხლის ნაკეთობები კარგად იწმინდება მარილითა და სოდით გაჯერებული თბილი წყლით.

8. ცხიმიან ლაქებს ცარცი წაუსვით, გააჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეთ.

9. პლინტუსები და მტვრიანი კუთხეები ანტისეპტიკური ნივთიერებებით დამუშავებული სველი ხელსახოცებით გაწმინდეთ. ასე უფრო ნაკლებად გამტვერიანდება.

10. სამზარეულოს ღრუბელზე მიკრობები განადგურდება თუ ცოტა ხნით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ.

11. შინაური ცხოველების ბეწვისგან ხალიჩებს ყველაზე კარგად რეზინისბოლოიანი ნიჩაბი გაწმენდს.

12. ლეიბის გასასუფთავებლად სანამში არაყი ან სპირტი ჩაასხით და ზედაპირზე მოასხურეთ. ლეიბს ახლის იერი მიეცემა.

13. ყავის საფქვავი რომ კარგად გაიწმინდოს, მასში ბრინჯი დაფქვით.

14. სველი ფეხსაცმელები უფრო მალე გაშრება, თუ მასში გაზეთების გარდა, ბრინჯის თითო პატარა ტომარას მოათავსებთ.

15. ხალიჩიდან ლაქა რომ ამოიყვანოთ, დაასველეთ ძმრით და სუფთა ტილო გადააფარეთ. შემდეგ რამდენიმე წუთით ცხელი უთო დაადეთ.

16. წვრილი შუშის ნამსხვრევებს იატაკიდან პურის გულით აკრეფთ.

17. ტყავის ავეჯის მოვლის საუკეთესო საშუალება ფეხსაცმლის საცხია. მთავარია, ფერი სწორად შეარჩიოთ.

18. სავენტილაციო გისოსები ყველაზე კარგად ძმრიანი ტილოთი იწმინდება.

19. კერამიკის ზედაპირს ყველაზე კარგად ლიმონი და გრეიპფრუტი წმენდს. გაჭრილ ლიმონს ცოტა მარილი მოაყარეთ და აბაზანის ან ხელსაბანის ნიჟარები ისე გაწმინდეთ. ამ პროცედურისთვის გამოწურული ლიმონიც გამოდგება.

20. გრილს სველი ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და მთელ ჭუჭყს შეიწოვს.

ეს მარტივი ბუნებრივი საშუალებები საყოფაცხოვრებო ქიმიას შეგიცვლით

საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების უმრავლესობა, რომელიც დღეს დახლებზეა გამოტანილი, საკმაოდ საზიანოა ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ისინი კარგად ასუფთავებენ სხვადასხვა ნივთს თუ ოთახს, მაგრამ ყველა დიასახლისს სურს, ამგვარ საშუალებებში რაც შეიძლება ნაკლები იყოს მავნე ნივთიერებები. განსაკუთრებით, თუ სახლში პატარა ბავშვია, რომელსაც უყვარს ყველაფრის გასინჯვა. გთავაზობთ საუკეთესო საშუალებებს, რომლებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ ძვირადღირებული და მავნე საყოფაცხოვრებო ქიმია.

ძმარი

მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ზედაპირიდან ნადების მოსაცილებლად. ძმრის დამატება შეიძლება ასევე წყალში ფანჯრების წმენდის, რეცხვის დროს.

საჭმელი სოდა

შესანიშნავად წმენდს და აპრიალებს ზედაპირებს. პრაქტიკულად ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდა შეიძლება სოდით.

ციტრუსების კანი (ლიმონი, ფორთოხალი ან გრეი­პფრუტი)

მათი დახმარებით მარტივად გაათეთრებთ და მოაშორებთ უსიამოვნო სუნს სამზარეულოს ჭურჭელს, ნიჟარას, სამზარეულოს ფიცრებს. ციტრუსების კანის გამოყენება შეიძლება ჰაერის გასაწმენდადაც.

ფუტკრის ცვილი

ეს იდეალური საშუალებაა ავეჯისა და იატაკების გასაპრიალებლად.

წყალბადის ზეჟანგი

გამოიყენება დეზინფექციისთვის, სამოსიდან ლაქების მოსაშორებლად, ასევე ობის მოსაცილებლად.

სარეცხის საპონი (72%-იანი)

ცნობილია მისი ბევრი სასარგებლო თვისება, ასევე კარგია ძალიან დაბინძურებული სარეცხის გასარეცხად, ბაქტერიების მოსაკლავად.

პემზის ქვა

ის იოლად აცლის ჟანგიან ნადებს. შეიძლება მისი გახეხვა და სკრაბივით გამოყენება. დანაყილი პემზის დამატება შეიძლება თვითნაკეთ საპონშიც. ასევე კარგად წმენდს ის აბურძგნულ ქსოვილს.

ეთერზეთები

ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის, ჩაის ხის ეთერზეთები კარგია უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად და ოთახის დეზინფექციისთვის.

მარილი

მარილს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და სოდასავით შეუძლია გახეხვა. შეიძლება მისი გამოყენება დეზინფექციისთვის და ზედაპირების გასასუფთავებლად.