ნამცხვარი ვაშლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნამცხვარი ვაშლით

ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსამდე. ათქვიფეთ ნაღების კარაქი, მარილი, შაქარი და შაქრიანი ვანილი, სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხი. ფქვილი გაცერით გამაფხვიერებელთან ერთად და თანდათანობით შეურიეთ კვერცხიან მასას. ასევე შეათქვიფეთ ნაღები. 26 სმ-იანი დიამეტრის დასაშლელ ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩადეთ ცომი და გაასწორეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ, სათითაოდ გაჭერით ოთხად და ამოუღეთ გული. მოასხით ლიმონის წვენი, დააწყვეთ ცომზე და შედგით ღუმელში 12 წუთით.

ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი და ვანილის სოუსი. ნამცხვარი ღუმლიდან გამოიღეთ და მოასხით ეს ნარევი, შემდეგ ისევ შედგით ღუმელში და აცხვეთ იმავე ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში.

ღუმლიდან გამოღებული ნამცხვარი გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ექიმის კომენტარი

ნამცხვარი მსუბუქი და გემრიელია. ვაშლი მას ვიტამინებითა და რკინით ამდიდრებს. მიირთვით საუზმეზე, ფინჯან ჩაისთან ერთად, ან შუადღისას, დესერტად. შეგიძლიათ, ერთი ჭიქა ცივი წვენიც დააყოლოთ. საღამოს ნამცხვრის ჭამას კი ერიდეთ - მიღებული კალორიების დახარჯვას ვერ მოასწრებთ, ზედმეტი წონა კი გარეგნობასაც ვნებს და ჯანმრთელობასაც.

 

ზეთში ჩაწყობილი ბოსტნეული

4 ქილისთვის საჭიროა: 500 გ ბადრიჯანი, თითო ცალი წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 კგ ყაბაყი, 500 მლ მცენარეული ზეთი, 4 კბილი ნიორი, თითო კონა სხვადასხვა მწვანილი,

შავი პილპილი.

ყაბაყი და ბადრიჯანი გარეცხეთ, თხელ რგოლებად დაჭერით და მოზრდილ ტაფაზე ულუფა-ულუფად შეწვით.

ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და დაჭერით ზოლებად. ნიორი გაფცქვენით, დაჭერით თხლად და ოდნავ შებრაწეთ ბულგარულ წიწაკასთან ერთად. მწვანილი გაარჩიეთ, გარეცხეთ, გააშრეთ, მსხვილად დაჭერით და დაამატეთ ბულგარულ წიწაკას. შეურიეთ ყაბაყი და ბადრიჯანიც. ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოურიეთ და ჩააწყვეთ ქილებში. კარგად რომ გაცივდება, მოასხით იმდენი ზეთი, რომ მთლიანად დაიფაროს და მაშინვე დაახურეთ თავზე.

ექიმის კომენტარი

ზეთში ჩაწყობილი ბოსტნეული მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე მიტანის წინ ნუ გააცხელებთ - ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება და კერძი კვებით ღირებულებას დაკარგავს. შეგიძლიათ, შეურიოთ მოხარშული ბრინჯი - ასეთ შემთხვევაში კერძი უფრო ჰაეროვანი გამოვა. ძალიან უხდება მჭადი.