რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

რომელი ზედაპირით უნდა გამოვიყენოთ ალუმინის ფოლგა

ძირითადად, მიიჩნევენ, რომ შეწვისას არაპრიალა ზედაპირი შიდა მხარეს უნდა აღმოჩნდეს, ანუ ეხებოდეს პროდუქტს. თუმცა რამდენად სწორია ეს? დღეს ჩვენ გაგიმხელთ, რა უთხრა აინშტაინმა თავის მზარეულს...

მაინც, რატომ აქვს ფოლგას განსხვავებული ზედაპირები?

ამას სპეციალურად არ აკეთებენ და ეს ტექნოლოგიური პროცესის შედეგია.

ალუმინი ლითონის მძიმე ლილვაკების გადატარებით დაჰყავთ თხელ ფირფიტებამდე, ისევე როგორც ცომს ვაბრტყელებთ გასაბრტყელებელი ჯოხით. ის ზედაპირი კი, რომელსაც ლილვაკები ეხება, პრიალა გამოდის.

ფოლგის რომელი ზედაპირი უნდა ეხებოდეს პროდუქტს?

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ საკითხში შეგვიძლია, საკუთარი გემოვნებით ვიმოქმედოთ, რადგან ამ ზედაპირებს შორის ფუნქციური განსხვავება არ არსებობს. ეს საკითხი პრინციპულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ალუმინის ფოლგის ცალი, არაპრიალა მხარე, აღნიშნულია ნონ-სტიცკ-ით, ანუ ანტიდამწვრობის ნიშნით.

ამ დროს სწორედ ამ ზედაპირზე უნდა დადოთ პროდუქტი და ისე გადაახვიოთ.

დაბოლოს, გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ჰერმეტულად არის გადახვეული პროდუქტი, რადგან, თუ ჰაერი შეიპარა, სითბური პროცესი შენელდება და შესაბამისად, კერძის მომზადების დრო გაიზრდება.

* * *

გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადების ერთ-ერთი მეთოდი ორთქლზე მოხარშვაა. ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ და უნიკალურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ, მოამზადოთ საკვები ცხიმის გარეშე.

1. ალუმინის ფოლგისგან გააკეთეთ 3-4 საშუალო ზომის ბურთულა.

2. ჩაალაგეთ ბურთულები ღრმა ტაფაში ან ქვაბში.

3. თეფშზე მოათავსეთ სასურველი პროდუქტი (ამ შემთხვევაში თევზი), მოაყარეთ მარილი და სუნელები გემოვნებით და თეფში ალუმინის ბურთულებზე დადგით.

4. ჩაასხით ტაფაში იმდენი წყალი, რომ ბურთულები ნახევრად დაფაროს. დააფარეთ ტაფას თავსახური და 7-10 წუთით ცეცხლზე დადგით. გაითვალისწინეთ, რომ კერძის მომზადების დრო პროდუქტზეა დამოკიდებული. ორთქლზე ხორცის მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, კატლეტის მომზადებას კი – ცოტა ნაკლები.

5. ფრთხილად ამოიღეთ თეფში ტაფიდან და კერძი გემრიელად მიირთვით.

ოდესმე დაფიქრებულხარ, რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს სხვადასხვა ფერი? თითოეული ფერს თავისი დატვირთვა აქვს

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ღრუბლის ზედა ნაწილზე, შედარებით უხეშ თავზე, რომელსაც სკოჩ-ბრაიტი ჰქვია.

სკოჩ-ბრაიტის მიხედვით შესაძლებელია გაარჩიოთ, კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი ღრუბელი და რისი გახეხვა შეიძლება მისით. კერძოდ კი, ფერების მიხედვით შეგვიძლია მისი სიუხეშის ხარისხი განვასხვაოთ. ფერები კი ყვითლიდან შავის ჩათვლით მერყეობს.

როდესაც ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ვყიდულობთ ჩვეულებრივ მაღაზიაში, ან ყოველთვის ერთ ბრენდს ვირჩევთ, ან იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე იაფია.

თუმცა არჩევა სწორად უნდა ვიცოდეთ. შეიძლება თავად ღრუბლის ფერი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა მისი უხეში თავი, ანუ სკოჩ-ბრაიტი, უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელია.

ყველაზე უხეში არის შავი. მისით შესაძლებელია ზედაპირებიდან ჭვარტლიც კი მოაშორო. თუმცა ის არ გამოგადგებათ დელიკატური წმენდისთვის და შეიძლება ზოგიერთი ნივთი დაფხაჭნოს კიდეც.

ძირითადად, ჭურჭლისთვის განკუთვნილ ღრუბლებს მწვანე სკოჩ-ბრაიტი აქვთ, თუმცა ხანდახან წითელიც გვხვდება.

ლურჯი ზედაპირის მქონე ღრუბლით ჯამებისა და ქვაბების გახეხვა შეიძლება.

რაც შეეხება ვარდისფერ და ყვითელ სკოჩ-ბრაიტებს, ისინი ყველაზე დელიკატური რეცხვისთვისაა განკუთვნილი და შეგიძლიათ მისით ღვინის ნაზი, ფეხიანი ბოკლები გარეცხოთ.

აქვე რჩევა: ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებზე უამრავი ბაქტერია ბინადრობს, ამიტომაც მათი გამოცვლა ყოველ 2 კვირაშია რეკომენდებული.

ნუ იჩქარებთ ნარჩენების გადაყრას, მათ შეუძლიათ კარგი სამსახური გაგიწიოთ...

1. ლიმონი დასაჭრელი დაფის დეზინფექციისთვის

ბევრი დიასახლისი ლიმონს არომატიზატორის ფუნქციითაც იყენებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ზედაპირების დეზინფექციასაც შესანიშნავად აკეთებს. დასაჭრელ დაფას უსიამოვნო სუნს მოაშორებთ, თუ ჯერ მარილს დააყრით, შემდეგ კი გაჭრილი ლიმონით კარგად გაასუფთავებთ. მარილი მართლაც კარგად ასუფთავებს, ლიმონი კი ბაქტერიებს ხოცავს და სუნს ანეიტრალებს. ისღა დაგრჩენიათ, დაფა კარგად გარეცხოთ წყლის ჭავლით და გაამშრალოთ.

2. ხახვი გრილის გასაწმენდად

როგორც კი ბარბექიუ გამზადდება, დასვრილი გრილი შეგიძლიათ იოლად გაწმინდოთ შუაზე გაჭრილი ხახვით. წამოაცვით ხახვი გრძელტარიან ჩანგალზე და გაწმინდეთ გრილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია ბუნებაში, ასე გრილს სუფთად შეინახავთ და ხელახალი გამოყენებისას მისი გახეხვა აღარ დაგჭირდებათ.

3. კარტოფილი და სახეხი

ყველის გახეხვა ერთი წუთის საქმეა – აი, სახეხის გარეცხვა კი არც ისე იოლია. ამიტომაც გირჩევთ, ყველის გახეხვის შემდეგ სახეხზე კარტოფილის პატარა ნაჭერი გახეხოთ – ის იდეალურად გაასუფთავებს სახეხს.

4. როგორ გავასუფთაოთ ყავის საფქვავი?

თუ ყავას სახლში ფქვავთ, ცალსახაა, რომ საფქვავის გასუფთავების პრობლემაც გექნებათ. მისი გარეცხვა არ შეიძლება, არადა ყავის ნარჩენები მექანიზმში ხვდება და ის უკვე ცუდად მუშაობს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, სცადეთ ყავის საფქვავში ცოტაოდენი ბრინჯის დაფქვა. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი და რამდენჯერმე ჩართეთ-გამორთეთ. შემდეგ ნარჩენები გადმოყარეთ და საფქვავი იდეალურად გასუფთავდება.

5. როგორ მოვაგროვოთ დამსხვრეული მინა

რას იზამ, შუშის დამსხვრევა სასიამოვნო არ არის. მსხვილ ნამსხვრევებს ხელითაც უპრობლემოდ მოაგროვებთ, აი, წვრილების კი ცოტა რთულია. თანაც ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხელი არ გაიჭრათ. გამოსავალი არსებობს – სცადეთ, ეს უწვრილესი ნამსხვრევები პურის ნაჭრით „აკრიფოთ“... და რამდენიმე წამში უსაფრთხოდ მოასუფთავებთ იქაურობას.

6. რა მოვუხერხოთ ბანანის ქერქს?

რა დანიშნულება აღარ მოუძებნეს დიასახლისებმა ბანანის ქერქს. ერთ-ერთია ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა! გაწმინდეთ ფეხსაცმელი ბანანის ქერქის შიდა მხრიდან და შემდეგ ნაჭრით გააპრიალეთ. დაგვიჯერეთ, სპეციალურ საშუალებებზე არანაკლებ მოქმედებს.