თევზის მარინადი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თევზის მარინადი

 100 გ ტომატ-პასტა, 1 ლიმონის წვენი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ბაჰრის 7 მარცვალი, 2 ცალი მიხაკი, შაქრის ფხვნილი.

 თევზი გაწმინდეთ, გარეცხეთ, გამოაცალეთ ძვლები, მოაჭერით თავი და ამოაცალეთ ლაყუჩები. თავსა და ძვლებს დაასხით 500 მლ წყალი და მოხარშეთ. მზა ბულიონი გაფილტრეთ.

ფილე მსხვილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში.

სტაფილო და ნიახურის ძირი გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული მოხრაკეთ ზეთში, დაამატეთ ტომატ-პასტა და 20 წუთის განმავლობაში შუშეთ, დროდადრო ურიეთ. შემდეგ დაამატეთ 250 მლ ბულიონი, ბაჰრი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი და 10 წუთს ადუღეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. თევზის ნაჭრები გადმოიღეთ სასალათეში, მოასხით მარინადი, დაახურეთ თავზე და მთელი ღამით შედგით მაცივარში.

ექიმის კომენტარი

მარინადში ჩაწყობილი თევზი შესანიშნავი მეორე კერძია. ის ძალიან გემრიელია, თანაც ზაფხულის პაპანაქებაში ცივი გეამებათ. რაც შეეხება თევზის სასარგებლო თვისებებს, შეგახსენებთ, რომ მასში ზომიერად არის ცილები, ნახშირწყლები, უხვად - მინერალური მარილები და ვიტამინები, ცხოველურ ცხიმს კი თითქმის არ შეიცავს და არც იმდენად კალორიულია, რომ გასუქების შეგეშინდეთ. შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ნაჭერი თეთრი პური და ხილის ახალგამოწურული წვენი.

 

შნიცელი ქამა სოკოთი ფლორენციულად

4 ულუფა,

თითოეული - 340 კკალ

ცილები - 39 გ,

ცხიმები - 19 გ,

ნახშირწყლები - 2 გ

საჭიროა: 2 თავი ხახვი, 250 გ ქამა სოკო, 4 ცალი ხბოს ხორცის თხელი შნიცელი, 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ცალი პომიდორი, 150 გ ყველი, 1 სუფრის კოვზი ბაჰრი, რეჰანის ფოთლები,

მარილი, შავი პილპილი.

ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ. სოკო გაარჩიეთ, გარეცხეთ, გააშრეთ და ძალიან წვრილად დაკეპეთ. ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და ოდნავ დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და ბაჰრი.

გააცხელეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით შნიცელი ორივე მხრიდან (თითო მხარეს - თითო წუთის განმავლობაში). საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ შნიცელი.

ტაფაზე დარჩენილ ცხიმში მოხრაკეთ ხახვი და სოკო, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაამატეთ ხორცს.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. პომიდვრები გარეცხეთ და დაჭერით. დაჭერით ყველიც. პომიდვრისა და ყველის ნაჭრები მოაწყვეთ ხორცს და 12-15 წუთით შედგით ღუმელში შუა დონეზე.

სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ რეჰანის ფოთლებით.

ექიმის კონტარი

გირჩევთ, ეს უგემრიელესი კერძი სადილზე, მეორე კერძად (ბოსტნეულის წვნიანის შემდეგ) მიირთვათ. ის ზომიერად კალორიულია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ნაჭერი თეთრი პური, დესერტისგან თავის შეკავება კი არ გაწყენთ.

ამგვარადვე შეგიძლიათ მოამზადოთ შნიცელი ინდაურის ან ქათმის ხორცისგან. მთავარია, ხორცი წინასწარ მსუბუქად შეიწვას ორივე მხრიდან, შემდეგ კი ღუმელში გამოცხვეს.


 

 

რიზოტო - უგემრიელესი იტალიური კერძი

4 ულუფა,

თითოეული - 290 კკალ

ცილები - 12 გ,

ცხიმები - 15 გ,

ნახშირწყლები - 8 გ

საჭიროა: 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 300 გ ბრინჯი, 150 მლ ღვინო, 1 ლ ბულიონი, 1 ჩაის კოვზი ზაფრანა, 40 გ ყველი, 2 თავი ხახვი, მარილი.

ხახვი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და 1 სუფრის კოვზ კარაქში მოშუშეთ. მეტი წვენი რომ გამოუვიდეს, მოაყარეთ ერთი მწიკვი მარილი. ჩაამატეთ გარჩეული ბრინჯი და კიდევ 3 წუთის განმავლობაში შუშეთ, თან ურიეთ. ჩაასხით 150 მლ ღვინო და ურიეთ, ვიდრე არ დაშრება.

ნელ-ნელა (იმის მიხედვით, როგორ შეიწოვს) ჩაამატეთ ცხელი ბულიონი (ორიოდე კოვზი მოიტოვეთ), თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ბრინჯი 20 წუთით დატოვეთ ქურაზე.

1 ჩაის კოვზი ზაფრანა გახსენით ცხელ ბულიონში და შეურიეთ მზა ბრინჯს. დაამატეთ 40 გ გახეხილი ყველი და 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

ექიმის კომენტარი

ვინც იტალიაში ყოფილა და ნამდვილი იტალიური რიზოტო გაუსინჯავს, აუცილებლად  მოინდომებს, ეს კერძი კიდევ ერთხელ დააგემოვნოს. ამ კერძის პოპულარობის საიდუმლოს გასაღები მისი ვარიანტების მრავალფეროვნებაა. უცვლელია მხოლოდ მთავარი წესი: ბრინჯი გარედან რბილი უნდა იყოს, ხოლო შიგნით - მაგარი. მეტად მნიშვნელოვანია ბრინჯის ჯიშის შერჩევა. საუკეთესოა მრგვალი ბრინჯი: ხარშვისას ის საკმაო ოდენობის სახამებელს გამოყოფს, რაც მასას საჭირო კონსისტენციას აძლევს, ამასთანავე, მარცვლები შიგნიდან მკვრივი რჩება. მოსახარშ ბრინჯს არ რეცხავენ, რათა სახამებელი არ გაუვიდეს. ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი, რომელიც ბრინჯს ხარშვის დროს ემატება, აუცილებლად ცხელი უნდა იყოს. ცივი ბულიონის დამატების შემთხვევაში რიზოტო სათუთ კონსისტენციას დაკარგავს.

შეგიძლიათ, რიზოტოს ცოტაოდენი გახეხილი სტაფილოც ჩაუმატოთ - სასარგებლო ნივთიერებებითაც გაამდიდრებთ და უფრო მადის აღმძვრელსაც გახდით. აუცილებლად დააყოლეთ ხილის წვენი. რიზოტოს მომზადებას ნაკლები ხანი რომ დასჭირდეს, ბრინჯი წინასწარ მოამზადეთ: დაასხით რეცეპტით გათვა-ლისწინებულზე ნაკლები ბულიონი და დაახლოებით 10 წუთს ხარშეთ, შემდეგ გადაიღეთ ბრტყელ ჭურჭელში, თანაბრად გაანაწილეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. სუფრასთან მიტა-ნამდე წამოადუღეთ ცოტაოდენ ბულიონში, შეაზავეთ გახეხილი ყველით და ნაღებით ან ზეითუნის ზეთით.

 

ხილის ტორტი

16 ულუფა,

თითოეული - 290 კკალ

ცილები - 4 გ,

ცხიმები - 19 გ,

ნახშირწყლები - 25 გ

საჭიროა: 125 გ ნაღების კარაქი, 125 გ შაქარი, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, 2 კვერცხი, 125 გ პურის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნუში; გულსართისთვის - 800 გ ატამი, 250 გ არაჟანი, 375 გ დაკონსერვებული ატამი, 375 მლ ნაღები, 2 შეკვრა ნაღების გამამკვრი-ვებელი, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, 3 პაკეტი ვანილის სოუსი, 2 სუფრის კოვზი ნუში.

ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. 26 სმ დიამეტრის დასაშლელ ფორმას ფსკერზე წაუსვით ცხიმი. თბილი ნაღების კარაქი ასრისეთ შაქრის ფხვნილსა და ვანილში. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნუშთან ერთად დაამატეთ კვერცხიან მასას. ჩადეთ ფორმაში, შედგით ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ცოცხალი ატამი დამდუღრეთ, გაფცქვენით, ამოაცალეთ კურკა. დაკონსერვებული გადმოყარეთ თუშფალანგზე. სამი ნახევარი ტორტის მოსართავად მოიტოვეთ, დანარჩენი (ახალიც და დაკონსერვებულიც) წვრილად დაჭერით. არაჟანს შეათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი წვენი. 250 მლ ნაღებს დაუმატეთ გამამკვრივებელი, ვანილი, ათქვიფეთ, შეურიეთ არაჟანს და ჩააყარეთ დაჭრილი ატამი. ბისკვიტი დადეთ თეფშზე და ირგვლივ სალტე გაუკეთეთ, დაადეთ კრემი და გაასწორეთ, სოუსის ფხვნილს დაასხით 100 მლ წვენი. დანარჩენი წვენი წამოადუღეთ. დაამატეთ წვენში გახსნილი სოუსი, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გასაგრილებლად დადგით. როცა გაგრილდება, მოასხით ტორტს და 2 საათით შედგით მაცივარში.

ნუშის გული უცხიმოდ მოხალეთ ტაფაზე. 125 მლ ნაღები ათქვიფეთ. მორჩენილი ატამი დაჭერით. ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, სალტე მოაშორეთ და მორთეთ ნაღებითა და ატმით.

ექიმის კონტარი

ხილის ტორტი საოცრად გამრიელი, მადის აღმძვრელი და, რაც მთავარია, ვიტამინებით მდიდარია. მიირთვით ფინჯან ჩაისთან ერთად.