საგაზაფხულო დალაგება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საგაზაფხულო დალაგება

დაფერთხეთ სახლიდან ზამთრის მტვერი, მოიშორეთ ხარახურა და უსარგებლო ნივთები, ხოლო ჩვენი ჩეკ-ლისტი დაგეხმარებათ სახლის გენერალურად დალაგებაში და ეს პროცესი ნამდვილად ხარისხიანი და ეფექტური იქნება.

საიდან დავიწყოთ დალაგება

მთელი სახლის გასაწმენდად, ზამთრის ნივთების გასარეცხად, ფანჯრების გასაწმენდად და კარადების დასალაგებლად არაერთი დღე დაგჭირდებათ, ამიტომ, ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას – დაყავით დალაგების პროცესი რამდენიმე ეტაპად.

1. რეცხვა

მზიანი და თბილი გაზაფხული საუკეთესო დროა გლობალური რეცხვისთვის. ეცადეთ, ამ დროისთვის გარეცხოთ ყველა მძიმე ნივთი – ფარდები, საბნები, პლედები, ბალიშები.…

ფარდების რეცხვა ამ სიაში ყველაზე დამღლელი პროცესია, რადგან ამისთვის საკმაოდ დიდხანს მოგიხდებათ ზემოთ აწეული ხელებით დგომა და ფარდების მოხსნა-დაკიდება. უმჯობესია, ვინმე დაიხმაროთ.

2. ფანჯრები

აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, ფანჯრები სახლში არამხოლოდ ბუნებრივი შუქის წყაროა. მათი გავლით სახლში ენერგია აღწევს. და, თუ ფანჯრებს დროულად არ გარეცხავთ, მტვერი და ჭუჭყი მას დაბლოკავს.

ასეა თუ ისე, სუფთა ფანჯრები ძალიან ლამაზი და საგაზაფხულო რამაა. სანამ ფარდები ირეცხება, დაკავდით ფანჯრებით. დასაწყისისთვის გარეცხეთ ფანჯრის ჩარჩოები, შემდეგ კი შუშების წმენდას შეუდექით.

სარეცხ წყალს დაუმატეთ ნიშარდურის სპირტი (1 მლ 1 ლ-ზე) ან სუფრის ძმარი (5:1). ორივე შესანიშნავად უმკლავდება ჭუჭყს. ძმარი ქმნის დამატებით ელვარებას, ხოლო ნიშადურის სპირტი ფანჯრებს მოცისფრო ელფერს აძლევს.

3. წესრიგი კარადებში

სითბოს დადგომა შესანიშნავი დროა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობის შესაცვლელად. ყველაფერი უსარგებლო უნდა მოიშოროთ გარდერობიდან.

შეგიძლიათ, ამოალაგოთ შენახული ქუდები და სათვალეები, დაკიდოთ კაბები და მსუბუქი ბლუზები. ამ ყველაფრისთვის ადგილი რომ გაჩნდეს, უნდა შეინახოთ ზამთრის პალტოები, ქურთუკები, ჩექმები და სპორტული ინვენტარი.

აი, როგორ უნდა შეინახოთ ნივთები სეზონების ცვლილების დროს.

4. სამზარეულოს დალაგება

სამზარეულოში სისუფთავისა და წესრიგის დამყარება ნამდვილი ხელოვნებაა. თუმცა არსებობს უამრავი ადგილი, სადაც ტილო და სარეცხი საშუალება ხშირად არ ხვდება.

არ დაივიწყოთ სისუფთავე მაცივარში, მიკროტალღურ ღუმელში, სამზარეულოს კარადებში. და, რაღა თქმა უნდა, სამზარეულოს გენერალური დალაგება მოიცავს აბსოლუტურად ყველა ზედაპირს.

5. სან. კვანძის დალაგება

სან. კვანძის გენერალური დალაგება მოიცავს შემრევების, სანტექნიკის, კაფელის საგულდაგულო წმენდას. იწმინდება სავენტილაციო ბადე, უნიტაზის ავზი, სანტექნიკური კერამიკის ქვედა ნაწილები, სივრცე აბაზანის ქვეშ.

6. რთულად მისაწვდომი ადგილები

რთულად მისაწვდომი ადგილები მხოლოდ სააბაზანოში არაა. გენერალური დალაგება იმითაც განსხვავდება ჩვეულებრივისგან, რომ იგი მოითხოვს იდეალური სისუფთავის დამყარებას ბინაში.

ეს პუნქტი მოიცავს კუთხეებს კარადებისა და დივნების უკან, ჭაღებს, პლინტუსებს, გამათბობლებსა და მათ უკანა კუთხეებს, ანტრესოლებს, სურათების ჩარჩოებს, ღუმლის შიდა ზედაპირს.

სტანდარტულ, მშრალ და სველ დალაგებას მხოლოდ მათი გაწმენდის შემდეგ უნდა შეუდგეთ.

7. სახლის გარე ტერიტორია

მათთვის, ვინც საკუთარ სახლში ცხოვრობს, ეზოს საგაზაფხულო დალაგება ბაღის სამუშაოების დასაწყისია. სითბოს დადგომასთან ერთად, მოხვეტეთ ხმელი ფოთლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე ეზოს სხვა ნაგავი.

დალაგებასთან ერთად, მოაშორეთ ეზოს ახალგაზრდა სარეველები, სანამ ძირები გაუმყარებიათ, გარეცხეთ სათბურის ჩარჩოები და შუშები, გაწმინდეთ წყლის მილები, ბაღის ბილიკის ფილები.…

გენერალური დალაგება სახლს სამუდამოდ იდეალურს ვერ გახდის. სისუფთავე მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ. გარკვეული ძალისხმევა ყოველდღე უნდა დახარჯოთ, ხოლო დანარჩენი – კვირაში ან თვეში ერთხელ.