საახალწლო სუფრის სასარგებლო ნუგბარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სუფრის სასარგებლო ნუგბარი

გლუკოზისა და ფრუქტოზის შემცველობა მასში 8-ჯერ მეტია, ვიდრე ყურძენში. ქიშმიში ორნაირია – თეთრი და შავი. შავს უფრო სასარგებლოდ მიიჩნევენ. გარდა ამისა, თეთრ ქიშმიშს ფერის შესანარჩუნებლად გოგირდის ანჰიდრიდით ამუშავებენ, ამიტომ ჭამამდე ის საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ: ჯერ ცივ წყალში გაავლოთ, მერე მდუღარე გადაავლოთ, ბოლოს კი – ისევ ცივი წყალი.

ქიშმიში აძლიერებს იმუნიტეტს. მასში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ქიშმიში სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდად სძინავთ და ხშირად ჭირვეულობენ. B ჯგუფის ვიტამინები – B1, B2 და B6, ასევე – მიკროელემენტები, რომლებიც ქიშმიშში ბევრია, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ბავშვი წყნარდება, ღრმად და მშვიდად სძინავს. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რკინა ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, ჰემოგლობინი კი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი კომპონენტია. ქიშმიში შეიცავს იშვიათ მიკროელემენტს – ბორს, ურომლისოდაც შეუძლებელია კალციუმის – ძვლების ძირითადი საშენი მასალის – ნორმალური ათვისება. გაითვალისწინეთ: ქიშმიში რეკომენდებული არ არის სიმსუქნისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის!

100 გ ყურძენი შეიცავს:

1. წყალს – 80.2 გ;

2. ცილას – 0.6 გ;

3. ცხიმს – 0.2 გ;

4. ნახშირწყლებს – 16.8 გ;

5. მონო- და დისაქარიდებს – 15გ;

6. ბოჭკოვანას – 0.6 გ;

7. პექტინს – 0.6 გ;

8. ორგანულ მჟავებს – 0.84 გ;

9. კალიუმს – 255 მგ;

10. კალციუმს – 30 მგ;

11. მაგნიუმს – 17 მგ;

12. ნატრიუმს – 26 მგ;

13. ფოსფორს – 22 მგ;

14. რკინას – 600 მგ;

15. კობალტს – 2 მგ;

16. მანგანუმს – 90 მგ;

17. სპილენძს – 80 მგ;

18. მოლიბდენს – 3 მგ;

19. ფთორს – 12 მგ;

20. თუთიას – 91 მგ;

21. ვიტამინ – კაროტინს;

22. ჩ ვიტამინს (ასკორბინის მჟავა) – 6 მგ;

23. B1 ვიტამინს (თიამინი) – 0.05 მგ;

24. B2 ვიტამინს (რიბოფლავინი) – 0.02 მგ;

25. B9 ვიტამინს (ფოლიუმის მჟავა) – 4 მგ;

26. PP ვიტამინს (ნიაცინი) – 0.3 მგ;

27. კალორია – 65 კალორია.

გარგარის ჩირი სასარგებლოა ანემიისა და სისხლის მიმოქცევის პროცესთა დარღვევის დროს. სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს. ჩირი, იმის გამო, რომ კალიუმით არის მდიდარი, განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ჩირში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს – მისი სისტემატური მიღებით არტერიული წნევა რეგულირდება. არსებობს მაგნიუმის სპეციალური დიეტა ჩირით, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ანემიის განსაკუთრებული (არასწორი კვების შედეგად განვითარებული) ფორმების დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგარის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგარის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია დღეში 100 გრამი ჩირი.

გარგარის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას. ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი – ნერვული დაავადებებისას, შედარებით მჟავე კი, შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია.

ჩირის კურკებისგან მიღებული „რძე“ ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ხველის უნიკალური წამალია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩირის კურკების ნაყენი. გარგრის კურკიანი ჩირის შეძენა დღეს საკმაოდ ძნელია – გარდა იმისა, რომ შედარებით იშვიათად გვხვდება, ძვირიცაა, ორ დანარჩენ სახეობას კი ბაზარზე უხვად იპოვით. ამ სახეობის ჩირის მისაღებად გარგარს სპეციალურ კამერებში აშრობენ და გოგირდოვან ანჰიდრიდს აპკურებენ. ეს უკანასკნელი არ არის აკრძალული, თუმცა, ხშირად ალერგიას იწვევს, ამიტომ ნუ მიეტანებით მაინც და მაინც უნაკლო, ლამაზ და ოქროსფრად მბზინავ ჩირს; უმჯობესია, მომჩვარულ-მოჭმუჭნილი, ოდნავ შეწითლებული და შესახედავად არცთუ მიმზიდველი ჩირი შეიძინოთ. ასეთ შემთხვევაში იმის გარანტია მაინც გექნებათ, რომ ის ქიმიკატებით არ არის დამუშავებული.

საინტერესოა კიდევ ერთი რამ: ყველაზე მეტი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და, შესაბამისად, ძვირად ფასობს, ველური გარგრის ჩირი, ველური ჯიშები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ყაზახეთშია შემორჩენილი. მცირე რაოდენობით გვხვდება უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ჩინეთში. დედამიწის სხვა რეგიონებში ისინი აღარ ხარობს. მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. დღეს ველური გარგარი წითელ წიგნშია შეტანილი.

ჩურჩხელა და თათარა. ბევრმა არც კი იცის, რომ ჩურჩხელა და თათარა მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა.

ენერგიის წყარო – ორივეს საკმაოდ დიდი კალორიულობა და ენერგეტიკული ღირებულებაც აქვს. ერთი ცალი კახური ჩურჩხელით დაახლოებით იმდენივე კალორიის მიღება შეიძლება, რამდენისაც 1,5 კგ ძროხის ხორცისგან.

ეს პროდუქტები შეიცავენ ბევრ ადვილად ასათვისებელ და მოსანელებელ ნახშირწყლებს – გლუკოზასა და ფრუქტოზას. ცნობილია, რომ ასეთი სახით გლუკოზას მხოლოდ სამი პროდუქტი: თაფლი, თათარა და ჩურჩხელა შეიცავს. გლუკოზა კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელი ერთ-ერთი პირველი წყაროა. მათ ანტიდეპრესანტსაც უწოდებენ! როგორც ერთ, ისე მეორე პროდუქტს მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვს. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, რომლისგანაც თათარა და ჩურჩხელა მზადდება, ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებსა და წიდებს.

ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი: დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს – ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს. ორივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და მაგნიუმს, ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებლებიც ეს ელემენტებია.

გულის კუნთის მკვებავი: კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა გულის კუნთს შესანიშნავად კვებავს.

სისხლის წარმოქმნის გააქტიურება: ბადაგი და კაკალი აწესრიგებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ორგანოებზე (ძვლის ტვინსა და ელენთაზე) და საზოგადოდ, სისხლწარმოქმნის პროცესებზე. ამიტომ ურჩევენ ექიმები ანემიურ პაციენტებს ყურძნის წვენს, თათარასა და ჩურჩხელას.

გონებრივი აქტიურობა: განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ჩურჩხელას კაკალი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. ძლიერნახარში წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

რამდენიმე რჩევა ჩურჩხელის არჩევისას:

1. კარგი ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თვითონ გამოყოფს გლუკოზას და იფარება თეთრი ფენით, რომელიც ფქვილისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ჰაეროვანი სტრუქტურა აქვს.

2. კარგი ჩურჩხელა ადვილად უნდა ტყდებოდეს. კარგად დააკვირდით, თუ მას სიგრძეზე აქვს ბზარი, ესე იგი ბადაგი ნაკლებადაა ნახარში და ჩურჩხელაც აუცილებლად გამაგრდება, ხოლო თუ სიგანეზე აქა-იქა გადატეხილია – მაშასადამე, ხარშვა გადამეტებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩურჩხელის პრობლემა მხოლოდ მისი შესახედაობაა.

3. ჩურჩხელა დიდხანს რომ არ გამაგრდეს, უნდა გავახვიოთ ბამბის ქსოვილში, შემდეგ ცელოფანში და მშრალსა და გრილ ადგილას შევინახოთ. ახალი ჩურჩხელა რამდენჯერმე უნდა ამოვიღოთ, გავანიავოთ და კვლავ შევინახოთ. ასე თავს დავიზღვევთ მისი დაობებისაგან.