რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

7 ყველაზე ბინძური ნივთი სახლში

სახლში ყოველთვის მოიძებნება ნივთები, რომლებიც მიკრობების ბუდეა. როცა სახლს ალაგებთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ამ ნივთებს უბრალო წმენდა არ ჰყოფნით. წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ბინძურ ნივთს თქვენს სახლებში:

ბოსტნეულისა და ხორცის დასაჭრელი ფიცარი

დასაჭრელი ფიცარი ანუ დაფა უსათუოდ გულმოდგინედ უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით და კარგად გაამშრალოთ. რეკომენდებულია, სულ მცირე, 6 დაფის ქონა: უმი ქათმის, თევზის, ხორცის დასაჭრელად, მოხარშული პროდუქტებისთვის, ბოსტნეულისა და პურისთვის.

სახლის ტელეფონის ყურმილი

ტელეფონის აპარატი 2-3 დღეში ერთხელ აუცილებლად კარგად გაწმინდეთ ჯერ სველი და შემდეგ მშრალი ჩვრით.

ნაგვის ყუთები სამზარეულოსა და აბაზანაში

ნაგვის ყუთები და სათლები თვეში 2-ჯერ გულდასმით გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი უნდა გამოცვალოთ კვირაში ერთხელ.

სააბაზანოს შხაპის ფარდა

შხაპის ფარდა თვეში ერთხელ მაინც უნდა გავრეცხოთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

რეზინის დეტალები, რომლებზეც გროვდება მიკრობები, კვირაში ერთხელ გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

სარეცხი მანქანა

რეზინის დეტალები თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

რამდენიმე რჩევა, რომლებიც იმ დროს გამოგადგებათ, როდესაც დალაგებას სამზარეულოთი დაიწყებთ

დაიწყეთ მაცივრით

წელიწადში ორჯერ მაინც მაცივრის სადენიდან გამორთვა და მისი გაწმენდა-გამშრალება აუცილებელია.

როცა სადენიდან გამორთავთ და ყინულის ფენაც დადნება, გულდასმით გაასუფთავეთ შიდა სივრცე და თაროები. საყინულე კარგად გამოამშრალეთ. გასუფთავებული მაცივრის ჩართვას ნუ იჩქარებთ, აცადეთ, რომ სივრცე კარგად გაშრეს.

თუ მაცივარს უსიამოვნო სუნი შერჩა, შავი პურის ნაჭერი კუბებად დაჭერით, თაროებზე მოათავსეთ და კარი 2-3 საათით დახურეთ.

ჭურჭლის ნიუანსები

  • ჩაიდანს ნალექი რომ მოაშოროთ, შიგნით ვაშლის ძმარგარეული წყალი წამოადუღეთ (2-3 ჩ.კ. 1 ლიტრ წყალზე), რომელშიც ერთი ლიმონის კანი იქნება გარეული. ადუღეთ 10 წუთი;
  • მიმწვარ ქვაბს ადვილად გაასუფთავებთ, თუ მასში სოდიან წყალს წამოადუღებთ (2 ს.კ. სოდა 1 ლიტრ წყალზე);
  • ბოსტნეულის სახეხი ბადე უკეთ გაირეცხება, თუ რეცხვამდე მასზე ცოტა უმ კარტოფილს გახეხავთ;
  • თუ ბროლის ჭურჭელი გაქვთ, ცხელი წყალი არ მიაკაროთ. გარეცხეთ მხოლოდ ცივი წყლით, რომელშიც 1 ს.კ. სპირტი იქნება გარეული. შემდეგ კი შალის ნაჭრით გააპრიალეთ;
  • ფაიფურს მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურის წყალი არ უყვარს. ამიტომ თბილი წყლით გარეცხეთ;
  • ვერცხლის ჭურჭელი შესანიშნავად იწმინდება კბილის პასტით;
  • ლაქები დანებსა და ჩანგლებზე ლიმონის წვენით მოაშორეთ, შემდეგ ბრწყინვალებისთვის უმი კარტოფილი გადაუსვით.

როგორ დავიცვათ გაზქურა დაბინძურებისგან - პრაქტიკული ხერხები

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეფექტური საწმენდი საშუალება არსებობს, გაზქურის წმენდა არც ერთი დიასახლისისთვის სასიამოვნო საქმე არ არის. სადილის მომზადების შემდეგ, თუ, მაგალითად, რძე ჩავიდა, გაზქურა საშინელი სანახავია. მის გასასუფთავებლად ნამდვილი ქიმიური შეტევაა საჭირო. ენერგიის ხარჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამდენი ხეხვით ზედაპირიც ზიანდება. ქურის ხეხვას, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის დაბინძურებისგან დავიცვათ. ეს საკმაოდ გამოცდილი ხერხია, რომელსაც დიასახლისები მრავალი წელია იყენებენ. ახალბედებმა კი შესაძლოა ამის შესახებ ჯერ არ იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ მრავალნაცად ხერხს.

ეს ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა და, რა თქმა უნდა, გაზქურა.

მოარგეთ ფოლგის ზომა გაქზურის ზედაპირს. თუ სიგრძეში ან სიგანეში ფოლგა საკმარისი არ არის, ორი დაშვება გამოიყენეთ:

აიღეთ ზედაპირიდან რკინის ცხაური, საცეცხლე ხუფები და მთელ ზედაპირს ფოლგა გადააფარეთ. საცეცხლე ადგილები ამოჭერით და შემდეგ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსეთ.

ამის შემდეგ მშვიდად წვით და ხრაკეთ, ბოლოს კი, ქურის ხეხვის მაგივრად, უბრალოდ, ფოლგას გამოცვლით.

შედეგად შეგრჩებათ:

  • სუფთა გაზქურა ქიმიური დამუშავების გარეშე;
  • მომზადებული ვახშამი;
  • ნაზი ხელები;
  • დრო.

როგორ გააკრიალოთ გაზქურა უმარტივესი მეთოდით - ხეხვისა და ფხეკის გარეშე

გაზქურა ყველაზე რთულად მოსავლელი უბანია სამზარეულოში. მისი დასუფთავება სისტემატურად გვიწევს, რაც დროსა და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. გინახავთ ქალი, გაზქურის ხეხვა რომ უყვარდეს? არა მგონია...

ამჯერად გასწავლით, როგორც ჩაატაროთ გაზქურის წმენდის პროცედურა სწრაფად და მარტივად. აი, რა დაგჭირდებათ ექსპრესწმენდისთვის:

  • მეოთხედი ჭიქა ცომის გამაფხვიერებელი;
  • 250 მლ ამიაკის ხსნარი (ნიშადური);
  • 1 ლიტრი ცხელი წყალი;
  • 2 ცეცხლგამძლე ჭურჭელი.

როგორ უნდა გაწმინდოთ ღუმლის მინა:

1. გამაფხვიერებელს დაამატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არაჟნის სისქეს არ მიიღებს;

2. დაასხით ეს მასა მინაზე;

3. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში;

4. გადაწმინდეთ ჩვრით ან ღრუბლით;

ისე გაკრიალდება, გაოცებული დარჩებით.

ღუმლის შიგთავსის გასუფთავებაც ადვილია. ეს პროცედურა ჯობია საღამოს წამოიწყოთ.

1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე;

2. ჩაასხით ჭურჭელში ერთი ლიტრი მდუღარე წყალი;

3. მეორე ჭურჭელში - ამიაკი;

4. გამორთეთ ღუმელი;

5. ამიაკი და წყალი ღუმელში შედგით (გამორთულ, მაგრამ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში). ოღონდ ამიაკი დადგით ლანგრის დასადგმელზე, შუაში, წყალი კი ღუმლის შიგთავსის ძირზე, ზედაპირზე;

6. დახურეთ ღუმელი და დასაძინებლად წადით (ეს პროცედურის ყველაზე სასიამოვნო დეტალია);

7. მეორე დილით ამიაკში ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე ჩაუმატეთ, უხეში ქსოვილი ჩაალბეთ მასში და შიგთავსი გაწმინდეთ.

სულ ეს არის. ხომ ადვილია? ოღონდ არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს განიავება და ნიშადურის ოხშივარისგან გათავისუფლება. შეგიძლიათ ნიშადურის ნაცვლად სოდაც გამოიყენოთ. ოღონდ წყალში გაზავებული სოდით ღუმლის კედლები დაასველეთ და ისე გააჩერეთ. ამის შემდეგ გაწმინდეთ.

როგორ მოვიხმაროთ პლასტმასის ჭურჭელი, რომ ქიმია საკვებს არ შეერიოს?

სადღეისოდ პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასა არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?

თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიკური.

ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება, მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. გარდა ამისა, ქიმიური დაშლის ზოგიერთი ნივთიერება ასევე შეიძლება მოხვდეს საკვებსა და ორგანიზმში.

სასარგებლო რჩევები:

პლასტმასის ბოთლი მავნე მასალისგანაა თუ არა დამზადებული, შეიძლება შევამოწმოთ პატარა ექსპერიმენტით: გადაღუნეთ ბოთლი, თუ მოხრის ადგილზე დარჩა თეთრი ხაზი, თქვენ წინაშე პოტენციურად საშიში პროდუქტია. შედარებით უსაფრთხო ბოთლზე გადახრის ადგილი გამჭვირვალე რჩება.

ერთჯერადი ჭიქები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ წყლისთვის. მჟავე წვენები, გაზიანი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელები სჯობს პლასტმასის ჭიქებით არ დავლიოთ. ყველა ეს პროდუქტი რეაქციაში შედის პლასტმასის შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნაერთებთან და წარმოქმნის შხამიან ნივთიერებებს.

არარეკომენდებულია ერთჯერად თეფშებსა და კონტეინერებში ცხელი პროდუქტების მოთავსება.

არ მოიმარაგოთ პლასტმასის ჭურჭელი. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი, მით ტოქსიკურია.

სხვადასხვა მარკის საკვებ პლასტიკს განსხვავებული თვისებები გააჩნია. ერთი მარკა განკუთვნილია წყლის ბოთლების წარმოებისთვის, მეორე - გაზიანი სასმელებისთვის. იოგურტის ჭიქები მზადდება ისეთი მარკის პლასტმასისგან, რომელიც რძის ცხიმისა და მჟავასადმი ნეიტრალურია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის შეფუთვა როგორც საკვების შესანახი კონტეინერი, ხოლო ერთჯერადი ჭურჭელი - მრავალჯერადად.

წყლის ბოთლში განმეორებით მხოლოდ წყლის ჩასხმა შეიძლება.

ერთჯერადი ჭურჭელი გარეცხვას არ ექვემდებარება.

საკვები კონტეინერში მოთავსებამდე გააცივეთ.

მიკროტალღური ღუმლისთვის გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი.

სწრაფი კვების დამამზადებლები ხშირად იყენებენ პოლისტიროლის ჭიქებს, პაკეტებს, თეფშებს. ცხელ წყალთან შეხებისას ეს მასალა იწყებს მავნე სტიროლების გამოყოფას. ამიტომ ყველაფერი შეეცადეთ გადაიტანოთ კერამიკულ ან ემალირებულ ჭურჭელში და შემდეგ დაასხათ მდუღარე წყალი.

პროდუქტების გასაყინად არსებობს სპეციალური ჭურჭელი, რომელიც ფიფქის ნიშნითაა მარკირებული. თუ გაყინულ პროდუქტს ყიდულობთ შეფუთვაში, გაითვალისწინეთ, რომ გალღობის შემდეგ შეფუთვა დაკარგავს ყინვამდგრადობას.

სიფრთხილით მოეკიდეთ ნახატებიან ჭურჭელს: პლასტმასის საღებავები შეიცავს მძიმე მეტალებს.

პლასტმასის ჭურჭლით ნუ ისარგებლებთ ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვთა კვებაში.

პლასტმასის სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელსაც გააჩნია მარკირება „არ შეიცავს ბისფენოლ А-ს“.