ნიყვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიყვი

მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ-ის აღწევს, ნახევარსფეროსებრია, მოწითალო-ნარინჯისფერი. ფირფიტები მოყვითალოა, ფეხზე მოყვითალო არშია აქვს, ძირში კი - თეთრი ტოპრაკისებრი წარმონაქმნი.

სოკო შეიცავს ძალიან ბევრ ცილას. საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს, კალიუმს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.

სოკო არა მარტო საკვებია, არამედ დიეტოლოგის პლუსიც. თუმცა, მასთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, სოკოს შეუძლია შეიწოვოს მიწიდან ჰაერი, წყალი, დააგროვოს ტოქსინები და რადიოაქტიური ნაერთები, არ შეინახოთ გარეცხილი და გასუფთავებული სოკო, უმჯობესია მაშინვე მოხარშოთ ან შეწვათ. დაკონსერვების დროს არ მოხუფოთ ლითონის სახურავით, შეიძლება გაჩნდეს ბოტულიზმის ბაქტერიები. მომზადებული კერძი არ შეინახოთ მეორე დღისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარტოფილთან ერთად არის მომზადებული.

როგორ ამოვიცნოთ?

ნიყვი დასავლეთ საქართველოში, წიფლნარსა და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი ზაფხულიდან იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. იზრდება ჯგუფურად, მაგრამ მას მატყუარა შხამიანი ასლებიც ჰყავს, ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ. მისი ახლო ნათესავია ფსიქოაქტიური წითელი შხამასოკო.

ნიყვს და მის შხამიან ორეულს მართლაც ბევრი ვერ არჩევს, მით უმეტეს, გადაბმული წვიმების შემდეგ. საქმე ისაა, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს. შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად, თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე. წვიმები კი ამ ფიფქებს სოკოს ქუდს აცილებს, რაც ნამდვილ თავსატეხს უჩენს სოკოს შემგროვებლებს. ამ შემთხვევაში სოკოს ფეხს უნდა დააკვირდეთ. ნიყვს ძირში თეთრი ბუდე აქვს შემორჩენილი, შხამას კი - არა.

ნიყვს იმდენად სახასიათო გემო აქვს, რომ საუკეთესო შედეგს მისი მინიმალური დამუშავებით, მაგალითად, კარაქში მოთუშვით მიიღებთ. შეგიძლიათ კეცზეც შეწვათ სულგუნთან ერთად.

თუ შეწვა არ გსურთ, შეგიძლიათ, დაამარილოთ. წყლის გამოშვების შემდეგ მოასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოაყაროთ ცოტა პილპილი და მიირთვათ. ყველაზე მეტად თეთრი ღვინოები უხდება.

  • ნიყვი ქათმის ხორცივითაა. ყველაზე მეტად კარაქი და შეწვა უხდება.
  • გარეცხეთ, დააწყვეთ საცხობ ლანგარზე ამოტრიალებული ქუდებით, მოაყარეთ ცოტა მარილი და ღუმელში შეწვით. ასე გაიგებთ მის გემოს. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია, კარგავს თავის გემოს.
  • თუ გინდათ, ნიყვის გემო იგრძნოთ, მარტო ხახვში შეწვით.
  • ჩახოხბილი ისეთი გამოდის, ხორცისგან შეიძლება ვერც გაარჩიოთ.
  • წვავთ კარაქში და ასხამთ ნიორწყალს. უკეთესი რეცეპტი არ არსებობს.
  • ნიყვს უმადაც მიირთმევენ. ამარილებენ, პილპილს ამატებენ და თერმული დამუშავების გარეშე ჭამენ.