რჩევები ზამთრის მარაგის მოსამზადებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ზამთრის მარაგის მოსამზადებლად

თუ მურაბებისა და კომპოტების მოსამზადებლად საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის შაქარი, ბოსტნეულს შესანახად მარილწყალში, ძმარში, ზეთში აწყობენ. მნიშვნელოვანია შენახვის წესების მკაცრი დაცვა. ზედმიწევნით უნდა დავიცვათ სტერილიზაციის წესებიც, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და თავიდან ავიცილოთ საშიში დაავადება - ბოტულიზმი. გთავაზობთ მწნილებისა და სალათების რეცეპტებს საზამთროდ.

აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ
  • წითელი მწარე წიწაკა - 300 გ
  • ქინძი - დიდი კონა
  • ნიორი - 300 გ
  • ძმარი - ნახევარი ლიტრი
  • ტომატ-პასტა - 800 გ
  • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წითელი ბულგარული და წითელი მწარე წიწაკა კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ გაჭერით სათითაოდ, ამოაცალეთ თესლი და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

2. გადაარჩიეთ ქინძი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და ნიორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

3. მოზრდილ ქვაბში მოათავსეთ გატარებული ბულგარული და მწარე წიწაკა, ქინძი, ნიორი, ტომატ-პასტა, ძმარი და კარგად აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და კარგად წამოადუღეთ.

4. ნახევარლიტრიანი ქილები გაასტერილეთ, ცხელი აჯიკა ჩაასხით და მოხუფეთ. გასტერილება საჭირო აღარაა. აჯიკა გრილ და მშრალ ადგილზე შეინახეთ.

მწვანე წიწაკა

ავიღოთ 5 კგ წიწაკა, დავაჭრათ ყუნწები, წვერები დანით ჩავუჭრათ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში 10 წუთით, შემდეგ გადავიღოთ საწურზე და გავაცივოთ. ავიღოთ: 5 ჩაის ჭიქა ზეთი; 500 გ ნიორი; ყველანაირი მწვანილი, უფრო მეტი - ქინძი; 1 ჩაის ჭიქა მარილი; 1 ჩაის ჭიქა შაქარი; 3 ჩაის ჭიქა ძმარი. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ 20 წუთი. შემდეგ ქილებში გავანაწილოთ. გავასტერილოთ 30 წუთის განმავლობაში.

მწვანე პომიდორი

ავიღოთ მწვანე პომიდორი - 5 კგ ბულგარული წიწაკა - 1 კგ, ხახვი - 1 კგ, ცოტა ქინძი, ოხრახუში და ნიახური, გემოვნებისამებრ - მარილი და მწარე წიწაკა. ეს ყველაფერი დავჭრათ თანაბრად, ავურიოთ ზეთისა და ძმრის ნაზავში (ჭიქა-ნახევარი გადადუღებული ზეთი, ამდენივე ძმარი), გავაჩეროთ 1 დღე, შემდეგ მოვათავსოთ ქილებში და გავასტერილოთ 10 წუთის განმავლობაში.

კიტრის მწნილი დახუფულ ქილებში

ქორფა, ახალი კიტრი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავაწყოთ მინის ქილებში; ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი, ნიორი, წიწაკა, ალუბლის ფოთლები, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 5 წუთი. წყალი გადავწუროთ, ჩავყაროთ ქილაში მშრალი ლიმონმჟავა (სამლიტრიან ქილაში - 1 ჩაის კოვზი), დავასხათ ადუღებული მარილწყალი (1 ლიტრ წყალზე - 2 სუფრის კოვზი მარილი), ცხელივე მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით და შევინახოთ სტერილიზაციის გარეშე.

წითელი და მწვანე პომიდვრის სალათა

ავიღოთ 1 კგ წითელი პომიდორი, 1 კგ მწვანე პომიდორი, 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა, 1 კგ მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 კგ ხახვი, 1 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა ზეთი. წითელი და მწვანე პომიდორი დავჭრათ ბრტყლად, თან ცოტ-ცოტა მარილი მოვაყაროთ. ასევე თხლად დავჭრათ ბულგარული წიწაკაც, მასაც მოვაყაროთ მარილი. თხლად, ალყა-ალყად დავჭრათ ხახვი. ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში. წამოვადუღოთ ძმარი და ზეთი, დავასხათ დაჭრილ ბოსტნეულს და გავაჩეროთ ერთი ღამე. მერე მოვათავსოთ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია.

ბადრიჯნის მწნილი

ბადრიჯანი თხლად გავთალოთ და მთელ-მთელი ჩავყაროთ მდუღარე წყალში. მაშინვე ამოვიღოთ და დავალაგოთ ბრტყელ თასზე გასაცივებლად. წვრილად დავჭრათ ნიახური, ქონდარი, რეჰანი, ქინძი, კამა. ნიორი გავარჩიოთ და ისიც მდუღარეში გავავლოთ. ბადრიჯნები სათითაოდ გავჭრათ სიგრძეზე. ბოლოები მთელი დავუტოვოთ, რომ ნახევრები ერთმანეთს არ მოსცილდეს. ჩავაწყოთ შიგ თითო კბილი ნიორი, გამოვტენოთ დაჭრილი მწვანილით და გარედან ნიახური შემოვუჭიროთ. ჩავაწყოთ ქილაში, მარილი მოვაყაროთ და დავასხათ მდუღარე ძმრიანი წყალი.

ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი

ავიღოთ: ბადრიჯანი - 5 კგ; ხახვი - 1,5-2 კგ; ზეთი - 1 ლ; ნიორი - 200 გ; ხმელი ქინძი - 3-4 ჩაის კოვზი; ზაფრანა - 3-4 ჩაის კოვზი; წიწაკა - 200 გ. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 0,5-1 საათი. გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. ხახვი დავარჩიოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. ავიღოთ ხმელი ქინძი, ზაფრანა, წიწაკა, ძმარი და წამოვადუღოთ. დავასხათ შემწვარ ბადრიჯანს, გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, გავუსინჯოთ მარილი, თუ საჭიროა, დავამატოთ. ჩავაწყოთ მინის ქილებში, დავასხათ ზეთი, მოვუკრათ თავი და შევინახოთ გრილ ადგილას.

წითელი ბულგარული წიწაკა ძმრითა და ზეთით

ავიღოთ: წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ; ზეთი - 0,5 ლ; ძმარი - 1 ლ; შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა; მარილი - 1 სუფრის კოვზი; ნიახური - 2 კონა; ოხრახუში - 1 კონა; ნიორი - 300 გ; დაფნის ფოთოლი - 5 ცალი; ბაჰარი - 10 მარცვალი. წითელი ბულგარული წიწაკა კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაშოროთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ, ნიორთან ერთად წვრილად დავჭრათ. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავამატოთ მარილი, შაქრის ფხვნილი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, ამოვურიოთ, ჩავყაროთ შიგ ბულგარული წიწაკა, რამდენიც ჩაეტევა, ისე, რომ სითხით დაიფაროს, 5-10 წუთი ვადუღოთ და ქაფქირით ამოვალაგოთ. ჩავყაროთ მომდევნო ულუფა და ასე გავიმეოროთ, სანამ წიწაკას მთლიანად არ მოვხარშავთ ამ სითხეში. წიწაკას შევურიოთ წინასწარ მომზადებული წვრილად დაჭრილი მწვანილი ნიორთან ერთად, მოვათავსოთ მინის ქილებში და მჭიდროდ მოვუკრათ თავი. ნახარში შევინახოთ, 3-4 დღის შემდეგ, როცა წიწაკა წვენს შეიშრობს, დავამატოთ, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

ზეთში მოხრაკული მწვანე ლობიო

ავიღოთ: მწვანე ლობიო - 5 კგ; ზეთი - 1 ლ; ხახვი - 2 კგ; პომიდორი - 2,5 კგ; მწვანილი - 200 გ; წიწაკა, ნიორი, მარილი - გემოვნებით. ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშალოთ, რომ კარგად გაშრეს. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავაყაროთ გამშრალი მწვანე ლობიო და ვშუშოთ მოხარშვამდე. ცალკე ზეთში მოვხრაკოთ ხახვი. საღი, გადარჩეული პომიდორი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ, დავაყაროთ ხახვს და ვშუშოთ. ყველანაირი მწვანილი დავჭრათ, შევურიოთ მოხრაკულ ლობიოს და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ მარილი, წიწაკა, ცხელივე გავანაწილოთ მინის ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში და მოვხუფოთ.

ჯონჯოლის მწნილი

ავიღოთ ქორფა ჯონჯოლი გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ მაგარი, უხეში ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავწუროთ და სუფთა ქილაში ჩავაწყოთ. პირველ ფენას მოვაყაროთ მარილი. შემდეგ დავაწყოთ მეორე ფენა, ისევ მარილი მოვაყაროთ და ასე, თან მრგვალი ხით მაგრად ვტენოთ, სანამ ქილა არ აივსება. დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ დავხედოთ - თუ ჯონჯოლმა დაიწია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.

დაჭრილი წითელი პომიდორი

ავიღოთ: წითელი პომიდორი - 5 კგ; ბულგარული წიწაკა - 1 კგ; მწვანილი, მარილი - გემოვნებით. საღი, წითელი პომიდორი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად, ისე, როგორც სადილისათვის ვჭრით (პომიდორი შეიძლება იყოს კანიანიც და გაფცქვნილიც), შევდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, რეჰანი, ვხარშოთ 25-30 წუთი, შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ. გავაჩეროთ 5 წუთი, რომ ცოტა შეგრილდეს, ჩავასხათ მშრალ ქილებში და ცხელივე მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაცივოთ (სტერილიზაცია არ უნდა).

წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი

ავიღოთ: კომბოსტო - 15 კგ; მარილი - 400 გ; სტაფილო - 0,5 კგ; წიწაკა - 15 გ; დაფნის ფოთოლი - 10 გ. ახალი, საღი კომბოსტოს თეთრ თავებს მოვაშოროთ უვარგისი ფოთლები, გავჭრათ ჯერ ოთხად, შემდეგ სპეციალური საჭრელით ძალიან წვრილად. დაჭრილი კომბოსტო ჩავაწყოთ სუფთა კასრში ან ქილაში, შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ჩავურთოთ გაფხეკილი და წვრილად დაჭრილი სტაფილო და დაფნის ფოთოლი, სანამ კომბოსტო და საკაზმი არ გათავდება და ჭურჭელი არ აივსება. კომბოსტო მჭიდროდ დავტკეპნოთ.