ჩვენი გარემომცველი მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ჩვენი გარემომცველი მცენარეები

ჩვენი გარემომცველი მცენარეები
ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა. შეიძლება არ გქონდეთ დიდი ეზო, მაგრამ თუ მოინდომებთ, პატარა ბაღის გაშენებას უსათუოდ შეძლებთ. გაითვალისწინეთ ჩვენი ზოგიერთი რჩევა და იდეა, რომლებიც საკუთარ ეზოსა თუ აივანზე ლამაზი ყვავილნარის მოწყობისკენ გიბიძგებთ.


ხვიარა მცენარეები


აივანი შიგნიდანაც რომ ლამაზი იყოს და ფასადიც სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, არჩევანი ხვიარა მცენარეებზე შეაჩერეთ.


ქოთნების ბაღი


თუ თქვენი აივანი მცირე ზომისაა და დიდი ბაღის მცენარეების გახარების საშუალებას არ იძლევა, გულს ნუ დაიწყვეტთ, ლამაზი კუთხის მოწყობა ჩვეულებრივი ქოთნის ყვავილებითაც შეიძლება.

ქოთანში შესაძლებელია არომატული ბალახის მოყვანაც. ქოთნების კედელზე ან აივნის სახელურზე მისამაგრებლად კი გამოიყენეთ სპეციალური სამაგრები ან სქელი მავთული.


ფანჯრის რაფა ლამაზი კომპოზიციით

ფანჯრის რაფა ძალიან მოსახერხებელი ადგილია ყვავილების რთული კომპოზიციის მოსათავსებლად. თუ გსურთ, თქვენი კომპოზიცია ორიგინალურად და ცოტა უჩვეულოდაც გამოიყურებოდეს, დაუმატეთ დეკორატიული გოგრა ან რაიმე
სხვა დეკორატიული ხილი.


ქოთნები, რომლებიც დასვენების დღეებს მოგაგონებთ


ზღვიდან ჩამოტანილი ქვები დაგეხმარებათ აივანზე ხმელთაშუა ზღვის ატმოსფერო მოიწყოთ. გამოიყენეთ ეს ქვები თქვენი ქოთნების გასაფორმებლად და სასიამოვნო მოგონებები გარანტირებული გექნებათ.


დიდი ზომის მცენარეები


თავი ნამდვილ ბაღში რომ იგრძნოთ, დიდი ზომის მცენარეები ქოთნით აივანზე განათავსეთ. ყველაზე პატარა აივანიც კი ასე უფრო მყუდრო და ნათელი გამოჩნდება. შეარჩიეთ ნებისმიერი მცენარე, რომელიც თქვენს პირობებში გახარებას შეძლებს, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ტემპერატურა.


მფრინავი მცენარეები

ნუ გიკვირთ, დიახ, მცენარეებსაც შეუძლიათ ფრენა. ამის გასაკეთებლად სათანადო ინვენტარის შეძენა დაგჭირდებათ, რომელიც კარგად შეინარჩუნებს სინოტივეს.

ასეთ ინვენტარში მოთავსებული ყვავილების დაკიდება კედელსა თუ ჭერზეა შესაძლებელი.


დაწნული კალათები


დაწნული კალათები ძალიან მყუდრო ატმოსფეროს შექმნის ნებისმიერი ზომისა და ფორმის აივანზე.


სამზარეულოს ბაღი

ძალიან პატარა აივანიც რომ გქონდეთ, მაინც მოახერხებთ მწვანილის გახარებას სულ მცირე ზომის თუნუქის ქილებში. ამის გაკეთება ფანჯრის რაფაზეც შეიძლება.


ვერტიკალური ბაღი


თუ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ და მოინდომებთ, ბაღის გაშენება ვერტიკალურადაც მოსახერხებელია აივნის კედელზე. ამისათვის ბამბუკის ჯოხები გამოიყენეთ. თქვენ შეძლებთ კედელზე დაკიდოთ ქოთნები ან პლასტიკურ ქოთნებში ჩარგული მცენარეები.


ჭურჭელი არა მარტო წვნიანისთვის

ჩვეულებრივი წვნიანის ჭურჭლით მინიბაღის ორგანიზება შეგიძლიათ. პატარა ზომის მცენარეები ასეთ ჭურჭელში ძალიან კარგად გამოიყურება.


ცოცხალი კუთხე


ვისაც ჩვეულებრივი მცენარეები არ მოსწონს, მაგრამ მოსწონს მწვანე აივანი, შემდეგი ინსტალაციის გაკეთება შეუძლია:

აიღეთ ჩვეულებრივი პლასტიკური ყუთი, უპრეტენზიო კაქტუსები და ისინი ორიგინალურ კომპოზიციად აქციეთ.


ძველი ავეჯი


ნუ იჩქარებთ ძველი ავეჯის გადაყრას. თუ აივანი გაქვთ, ძველი თაროები, ტუმბო ან თუნდაც გატეხილი სკამი – შეიძლება მშვენიერ დეკორაციად აქციოთ.


ჩაიდანი არა მარტო ჩაისთვის

ყველა სახლში მოიპოვება გამოუსადეგარი ჩაიდანი, ნუ იქარებთ გადაგდებას, მისგან მშვენიერი ქოთანი გამოგივათ.


თითქმის ნამდვილი ბალახი


თუ გინდათ თქვენი აივანი ნამდვილ მდელოს დაემსგავსოს, გამოიყენეთ ხელოვნური გაზონი – პლასტიკური ან ტექსტილის, ეს კი თქვენი აივნის ტიპზეა დამოკიდებული – ღიაა ის თუ დახურული.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამზარეულოს ღრუბელი, სახლში, ერთერთი ყველაზე საშიში და ჭუჭყიანი საგანია.
ბინას, მის მოწყობასა და ესთეტიკას, სივრცის განაწილებას, ქალების უმრავლესობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მოხერხებულ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდეს.
გაზაფხული – მკვეთრი ფერებისა და სურნელოვანი ყვავილების დროა არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ ყოველ სახლში.
ჯანმრთელობა რომ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ, აუცილებელია სწორი კვება.
ფანჯრის წმენდა უსაფრთხოდ ეს მეთოდები განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე ალერგიის მქონე ქალებს გამოადგებათ:
ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივ დიასახლისებს კი არა, გამოცდილ შეფ-მზარეულებსაც კი უფუჭდებათ კერძი:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად