სასარგებლო სალათები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო სალათები

უნდა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რას შეიცავს, რა რგებს და რამ შეიძლება ავნოს ჩვენს ორგანიზმს. ცნობილია, რომ სასარგებლოა ახალი ბოსტნეული, მწვანილი. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ რაციონში ჩავრთავთ სალათებს.

კიტრის სალათა

საჭიროა: 2 ცალი კიტრი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა კამა, 1-2 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი, მარილი. კიტრი დავჭრათ თხელ, მრგვალ ნაჭრებად, შავი პილპილი, მარილი, შაქარი და ძმარი ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ დაჭრილ კიტრს, მოვაყაროთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, გადავიღოთ ლანგარზე.

სალათა „კაპრიზი“

საჭიროა: 300 გ ბეკონი, 3 კვერცხი, 400 გ ქამა სოკო, 250 გ მაგარი ყველი, 2-3 ცალი მოხარშული კარტოფილი, 2 კბილი ნიორი, 100 გ ნიგოზი, 150 გ მაიონეზი. წვრილად დავჭრათ ხორცი და ჩავაწყოთ სასალათეში, მოვასხათ ცოტა მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი მოხარშული კვერცხი და კიდევ ცოტა მაიონეზი მოვასხათ. ასე ფენა-ფენა ვაწყობთ შემწვარ, გაციებულ სოკოს, გახეხილ ყველს, მოხარშულ კარტოფილს და ვასხამთ მაიონეზს, ბოლოს ვაყრით დაჭყლეტილ ნიორს და ვფარავთ დაფქული ნიგვზის ფენით.

სოკოს სალათა

საჭიროა: სალათის ფოთლები, 1 ცალი პომიდორი, 100 გ საქონლის სუკი, 100 გ ქამა სოკო, მაიონეზი, სოიის სოუსი. ხორცი და სოკო ერთად მოვშუშოთ მზესუმზირას ზეთში, ქურიდან გადმოდგმამდე 2-3 წუთით ადრე დავუმატოთ სოიის სოუსის ნახევარი, მეორე ნახევარი კი მაიონეზში გავაზაოთ. პომიდორი გავჭრათ ორად. ნახევრისგან გავაკეთოთ ვარდი, მეორე ნახევარი კი კიდევ 4 ნაწილად გავჭრათ. სალათის ფოთლებს მოვასხათ მაიონეზი და ზედ დავაწყოთ მოშუშული ხორცი და სოკო. შუაში მოვათავსოთ პომიდვრის ვარდი, პომიდვრის დანარჩენი ნაჭრები გვერდებზე მოვუწყოთ.

სალათა სიმინდით

საჭიროა: სალათის ფოთლები, 300 გ ლორი, 3 ცალი კიტრი, 3 ცალი პომიდორი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 300 გ გახეხილი სულგუნი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, პატარა ქილა დაკონსერვებული სიმინდი, პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა, ნახევარი ქილა უკურკო ზეთისხილი, მაიონეზი, მარილი, პილპილი. თეფშზე დავაფინოთ სალათის ფოთლები, ზედ დავაწყოთ დაჭრილი კიტრი და პომიდორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველის ნახევარი, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ლორი, დარჩენილი ყველი, გარშემო შემოვუწყოთ მოხარშული დაჭრილი კვერცხი. შუაში დავაწყოთ ზეთისხილი, მოვაყაროთ სიმინდის მარცვლები და ბარდა.

სალათა ბულგარული წიწაკითა და ხორცით

საჭიროა: 150 გ წითელი ბულგარული წიწაკა, 150 გ მწვანე ბულგარული წიწაკა, 150 გ ხახვის თავი, 150 გ საქონლის სუკი, ლავაში, ორეგანო (ე.წ. თეთრი რეჰანი). ყველაფერი ერთად მოვშუშოთ მზესუმზირას ზეთში, შევაზაოთ ორეგანოთი, მარილით და შავი პილპილით.

ბროკოლის სალათა

საჭიროა: 1 თავი ბროკოლი, 1 კონა მწვანე სალათა, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, 4 ცალი პომიდორი, 2 ცალი კიტრი, მარილი; საწებლისთვის - 1 კონა ოხრახუში, 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 50 გ ყველი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, მარილი, შაქარი, შავი პილპილი. ბროკოლი გავრეცხოთ და დავანაწევროთ, 5-6 წუთით ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში, გადავწუროთ და მოვხარშოთ. სალათის ფოთლები, პომიდორი და კვერცხი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, კიტრი - თხლად. ეს ყველაფერი ჩავყაროთ ჯამში. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში, დავუმატოთ ძმარი, მარილი, შავი პილპილი, შაქარი, ზეითუნის ზეთი, ავურიოთ, მოვასხათ დაჭრილ პროდუქტებს და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.