როგორ ვუშველოთ საკვებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ვუშველოთ საკვებს

როგორ ვუშველოთ საკვებს
ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივ დიასახლისებს კი არა, გამოცდილ შეფ-მზარეულებსაც კი უფუჭდებათ კერძი: უმწარდებათ, უმლაშდებათ, ეწვებათ. თუ თქვენც მსგავსი რამე დაგემართათ, არ იჩქაროთ სადილის გადაღვრა. ჩვენ პროფესიონალი მზარეულების რამდენიმე რჩევას გაგაცნობთ გაფუჭებული კერძის გამოსასწორებლად.


1. მლაშე წვნიანი

თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაამატოთ ჩვეულებრივი წყალი, თორემ შესაძლოა საქმე კიდევ უფრო გაფუჭდეს. დაიმახსოვრეთ:

  • დაამატეთ კერძს უმარილო ბულიონი და წამოადუღეთ;
  • დაამატეთ მოშუშული უმარილო პომიდორი.

2. მწარე კერძი


თუ სადილში ზედმეტი წიწაკა ჩაყარეთ, მდგომარეობის გამოსასწორებლად შეგიძლიათ:

  • ჩაამატოთ ცოტა შაქარი, რათა სიმწარე განეიტრალდეს;
  • თუ კერძი
    ამის საშუალებას იძლევა, დაამატეთ რძის რომელიმე ნაწარმი;
  • გამოიყენეთ ძმარი ან ლიმონის წვენი.

3. ზედმეტად შემწვარი ღვიძლი

თუ ღვიძლი ზედმეტად შეიწვა და ძალიან გამოშრა: დაასხით ზემოდან არაჟნის სოუსი და დადგით დაბალ ცეცხლზე ისე, რომ ადუღებამდე მისვლას 15-20 წუთი დასჭირდეს.

4. მიმწვარი ნამცხვარი

თუ ისე მოხდა, რომ ბისკვიტი
ფორმაზე მიგეწვათ და მისი ამოღება გიჭირთ:

  • ჩადგით ფორმა თბილ წყალში ისე, რომ ძირი დაეფაროს;
  • შემოახვიეთ ფორმას ცივი ტილო.

5. თხელი კრემ-სუპი

წესით, კრემ-სუპი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, მაგრამ თუ შემთხვევით გაგითხელდათ: ჩაამატეთ მასში დაბლენდერებული მოხარშული ბრინჯი ან რომელიმე პარკოსანი (ლობიო, ბარდა...)

6. თხელი პიურე, ფაფა, სოუსი...

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ:

  • დაამატოთ კერძს წყალში გახსნილი კარტოფილის ფქვილი;
  • შედგათ კერძი ჰაერღუმელში და ააორთქლოთ ზედმეტი სითხე.

დაიმახსოვრეთ: ჰაერღუმლის ტაფაზე წყალი დაასხით და ისე დადგით მასზე კერძიანი ჭურჭელი.

რომელ კერძს როგორი ქვაბი სჭირდება

დიასახლისები ლამის მთელ დღეს სამზარეულოში ვატარებთ და დღეში რამდენიმე კერძის მომზადებასაც ვასწრებთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კერძი შესაფერის ჭურჭელში უნდა მომზადდეს. რომელი ქვაბებია საამისოდ ყველაზე კარგი?

თუ ფაფის მომზადება გსურთ, მომინანქრებულ ჭურჭელი არ უნდა გამოიყენოთ. ბურღული მინანქარს ისე ძლიერად ეკვრის და იწვის, რომ ქვაბის გასუფთავებას დიდხანს ვერ მოახერხებთ. თანაც შესაძლოა მინანქრის ნაწილი მოძვრეს და ფაფას შეერიოს.

მომინანქრებულ ჭურჭელს ბოსტნეულის დასამწნილებლად, ნახევარფაბრიკატების ან თევზეულის მოსახარშად ვიყენებთ. კარგი იქნება, თუ მომზადებულ კერძს სწორედ ემალირებულ ჭურჭელში შეინახავთ.

რძის ასადუღებლად სქელძირიანი ალუმინის ან თუჯის ქვაბია საჭირო.

ტეფლონის ზედაპირით დაფარული ჭურჭელი საშუალებას გვაძლევს კერძი ცხიმის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით მოვამზადოთ. ამ ზედაპირის წყალობით, პროდუქტი თითქმის არასოდეს მიიწვავს. ტეფლონის ქვაბში შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი, მოთუშოთ ბოსტნეული, აადუღოთ რძე.

თუ გინდათ, სამზარეულოს თუჯის ტაფა დიდხანს გემსახუროთ, ხშირად უნდა გამოწვათ. ეს პროცედურა შემდეგნაირად ხდება:

ნ ტაფას ფსკერზე ცოტა მარილი მოაყარეთ და ცეცხლზე რაც შეიძლება დიდხანს დადგით. ასე წვის ნარჩენებისგან გათავისუფლდება. თუჯის ტაფის უპირატესობა ისაა, რომ ნელ-ნელა ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. პროდუქტიც არა ზედაპირულად, არამედ `სიღრმისეულად~ იწვის. საუკეთესოა ოლადების საცხობად, მოსათუშად, ფლავისა და ხორცის მოსამზადებლად.

ალუმინის ქვაბი მხოლოდ მომზადებისას გამოიყენეთ. დასრულებული კერძის შიგნით დაყოვნება არ შეიძლება, საჭმელი მომინანქრებულ (ემალის) ჭურჭელში უნდა გადაიღოთ. ალუმინში არ გირჩევთ მომჟავო კერძების მომზადებას: ბორშჩის, კომპოტის, ძმრით შეზავებული კერძების.

ფოლადის ჭურჭელი ყველანაირი კერძისთვის კარგია, მაღალ ტემპერატურაზეც გამოდგება და ადვილადაც ირეცხება.

თიხის ჭურჭელი კერძს გამორჩეულ გემოს აძლევს. მისი გამოყენება აირღუმელშიც შეგიძლიათ და მიკროტალღურშიც. იცავს პროდუქტს დაწვისგან.


კერძების შენახვის ვადები

მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ `ოლივიეს~ ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში _ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

აი, მზა პროდუქტთა მაცივარში შენახვის ოფიციალური ვადები 4-6 გრადუსის ტემპერატურაზე:

`ვინეგრეტი~, სალათა (შეუკაზმავი)
18 საათი
`ვინეგრეტი~ (შეკმაზული)
12 საათი
ლაბა, `ხალადეცი~
12 საათი
მოხარშული ხორცი
24 საათი
მოხარშული ან შემწვარი წიწილა
48 საათი
სოსისი, სარდელები
48 საათი
ტორტი
36 საათი

მიაქციეთ ყურადღება: ეს საათები გათვლილია იმ პროდუქტებზე, რომლებიც მომზადებისთანავე მაცივარში მოათავსეს და არ გააჩერეს ოთახის ტემპერატურაზე, სულ მცირე, 6 საათით, და მხოლოდ დილით შეინახეს მაცივარში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ფანჯრის წმენდა უსაფრთხოდ ეს მეთოდები განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე ალერგიის მქონე ქალებს გამოადგებათ:
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საწებლები საზაფხულო ხილისგან.
ზაფხულის გემო ზამთარშიც რომ იგრძნონ, დიასახლისები ამზადებენ კომპოტებს,
როგორც ცნობილია, ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საზაფხულო კოქტეილს უამრავი დადებითი თვისება აქვს. ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილები უფრო უკეთ წმენდს ორგანიზმს,
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომზადებამდე ქათმის უმი ხორცის
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად