საწებლების სეზონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

საწებლების სეზონი

საწებლების სეზონი
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საწებლები საზაფხულო ხილისგან. ტყემალი

ინგრედიენტები: ტყემალი, აყვავებული ქინძი და ნიორი.

  • დაბალ ცეცხლზე მოხარშული ტყემალი გააცივეთ და გახეხეთ. დაუმატეთ გატარებული ქინძი და ნიორი. ასევე წითელი წიწაკა, მარილი და შაქარი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით.

ახლა კი განაგრძეთ კითხვა და ნახეთ, კიდევ რა გზებით შეგიძლიათ საწებლების მომზადება.


მაყვლის საწებელი

ინგრედიენტები: მაყვალი, ქინძი, ნიორი, სუნელები.

  • კარგად დაჭყლეტილი მაყვალი წიპწების მოსაცილებლად საცერში გადაწურეთ. მიღებულ მასას ნიორი, ქინძი, სუნელები და მარილი დაუმატეთ. უგემრიელესი მაყვლის სოუსი, რომელიც ძალიან უხდება ხორცს, მზად არის.


ალუჩის საწებელი

ინგრედიენტები: ალუჩა,
ნიორი, მარილი, აყვავებული ქინძი.

  • ალუჩის სოუსიც ზუსტად ისევე შეგიძლიათ მოამზადოთ, როგორც ტყემლისა. ალუჩის მოტკბო და მსუბუქი გემო იდეალურად ერწყმის ბოსტნეულსა და ხორცს.


პომიდვრის საწებელი


შეუძლებელია, ისაუბრო საწებლებზე და პომიდვრის უგემრიელესი წითელი საწებელი დაგავიწყდეს.

ინგრედიენტები: პომიდორი, ხახვი, წითელი წიწაკა.



შინდის საწებელი

ინგრედიენტები: შინდი, ქინძი, კამა, ნიორი, წიწაკა, მარილი.

  • დაბალ ცეცხლზე მოხარშული შინდი გახეხეთ და კურკების მოსაცილებლად საცერზე გადაწურეთ, მიღებულ მასას კი ნიორი, მწვანილი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ.

საწებელი, რომელსაც ორი გზით ამზადებენ: მოხარშვით და ხარშვის გარეშე: უმი სოუსისთვის ყველა ინგრედიენტს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, უმატებენ სანელებლებსა და ძმარს. მასას ასხამენ სუთფა და მშრალ ქილებში და ინახავენ მაცივარში. სოუსის ხარშვისთვის გამოიყენეთ სქელძირიანი ჭურჭელი. მასას პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას. საცდელი ულუფისთვის ინგრედიენტები შეგიძლიათ ორად გაყოთ, საინტერესო საგემოვნო თვისებების მისაცემად. გამოგადგებათ: ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, სურნელოვანი წიწაკა, დაფნის ფოთოლი.

ინგრედიენტები:

  • 5 კგ პომიდორი
  • 3-4 ც მწარე წიწაკა
  • 2 კონა ქინძი
  • 3 ც სტაფილო
  • 2.5 ს.კ. მარილი
  • 2.5 კგ ბულგარული წიწაკა
  • 2 კონა კამა
  • 3 კონა ოხრახუში
  • 1 ჭიქა მზეუმზირას ზეთი
  • 20 კბილი ნიორი

მომზადება: გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პომიდვრები, გაატარეთ ხორცსაკეპში. პომიდვრის პიურე გადაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ადუღების მერე 1 საათი.

ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ გული და თესლები, მწარე წიწაკას – მხოლოდ ყუნწები, სტაფილო დახეხეთ წვრილად, წიწაკის და სტაფილოს მასა მოათავსეთ პომიდორთან და ხარშეთ 25 წუთით.

გაწმინდეთ ნიორი და დაჭყლიტეთ, მწვანილი დაჭერით, მოათავსეთ ყველაფერი ქვაბში, გააგრძელეთ ხაშვა 8-10 წუთით. დამთავრებამდე 2 წუთით ადრე დაამატეთ ზეთი და მარილი.

ჩაასხით სოუსი სტერილიზებულ ქილებში და დაახურეთ ასევე გასტერილებული თავსახურები. გააჩერეთ სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.


ნივრის საწებელი, რომელიც გრიპის სეზონზე გამოგადგებათ


როცა სეზონური გრიპი მწვავდება, ყველანი მივმართავთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. სამწუხაროდ, გრიპისგან დამცავი ყველაზე ძლიერი საშუალება – სეზონური ვაქცინაცია – ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში პოპულარული. ამიტომ უმრავლესობა ისევ მამაპაპურ მეთოდს – ნიორსა და ჩ ვიტამინს მიმართავს. რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსს ვერ ებრძვიან, მაგრამ ორივე მათგანს აქვს ორგანიზმის გაძლიერების ფუნქცია და გარკვეული სარგებელიც მოაქვს. სამაგიეროდ, უმი ნივრის ჭამა არც ისე ადვილია – საკმაოდ მწარეა და საკვებთან გაზავების გარეშე ბევრი ვერ მიირთმევს. პროფილაქტიკისთვის კი დღეში 2-3 კბილი ნიორი მაინც უნდა მიიღოს მოზრდილმა ადამიანმა. თუ გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები გაწუხებთ, ბევრი ნივრის ჭამას არ გირჩევთ.

რასთან ერთად შეიძლება ნივრის მიღება ისე, რომ უმად დარჩეს, მისი გემო კი შედარებით განეიტრალდეს?

ამისათვის გამოგადგებათ მაწონი. გახეხეთ 2-3 კბილი ნიორი, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი მაწონი, შეაზავეთ მარილით. ძალიან უხდება სვანური მარილიც. ეს საწებელი მხოლოდ პურთან ერთადაც რომ მიირთვათ, გემრიელიცაა და ნივრისგან გამოწვეულ დისკომფორტსაც ამცირებს.

ეს საწებელი ძალიან უხდება როგორც ფრინველის, ასევე საქონლის ხორცსაც და ბოსტნეულის სალათსაც.

საერთოდ, როცა გრიპისა და სხვა ვირუსების სეზონია, ჯანსაღი კვებაც პროფილაქტიკურ ღონისძიებებში შედის. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანებმაც კი, ვინც არანაირ სიმპტომს არ უჩივის, უპირატესობა მსუბუქ და ჯანსაღ საკვებს უნდა მიანიჭონ. არ უნდა გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე და რთულად მოსანელებელი საკვებით. ხელი შეუწყვეთ ორგანიზმს, რომ ინფექციებს კარგად გაუმკლავდეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ფანჯრის წმენდა უსაფრთხოდ ეს მეთოდები განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე ალერგიის მქონე ქალებს გამოადგებათ:
ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივ დიასახლისებს კი არა, გამოცდილ შეფ-მზარეულებსაც კი უფუჭდებათ კერძი:
ზაფხულის გემო ზამთარშიც რომ იგრძნონ, დიასახლისები ამზადებენ კომპოტებს,
როგორც ცნობილია, ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საზაფხულო კოქტეილს უამრავი დადებითი თვისება აქვს. ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილები უფრო უკეთ წმენდს ორგანიზმს,
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომზადებამდე ქათმის უმი ხორცის
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად