რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

ვიდრე ნებისმიერი მედიკამენტი. იდეალურად მუშაობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ლამაზდება კანი, თმა, არაჩვეულებრივი განწყობა და ენერგია გეუფლებათ.

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

ბანანი/ისპანახი/ლიმონი

1. 350 მლ წყალი, 3 ბანანი, პატარა კონა ისპანახის ფოთლები და ნახევარი ლიმონის წვენი დააბლენდერეთ.

2. ბანანი + ვაშლი + ისპანახი + ლიმონი. ერთი ჭიქა ახალი ისპანახის ფოთლები, 2 ბანანი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა წყალი, ნახევარი ლიმონის წვენი - დააბლენდერეთ.

3. სალათის ფურცლები + კიტრი + ლიმონი + თაფლი. ცოტაოდენი სალათის ფოთოლი, გათლილი ერთი კიტრი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი - დააბლენდერეთ. ცნობისათვის, კიტრი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოყოფს.

mkurnali.ge

ცივი სუპი „გასპაჩო“

ეს სუპი ცხელ დღეებში უგემრიელესი საჭმელია, რადგან ცივად უნდა მიირთვათ. მასალა:

  • 500 გ პომიდორი;
  • 300 გ წითელი წიწაკა;
  • 300 გ კიტრი;
  • 150 გ ხახვი;
  • 1-2 კბილი ნიორი;
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი;
  • ნახევარი ლიმონის წვენი ან 2 ს/კ ღვინის ძმარი;
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადება: დავჭრათ ხახვი და ნიორი. პომიდორი გავასუფთაოთ, კანი მოვაცილოთ და დავჭრათ 3-4 ნაჭრად. კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. წითელ ბულგარულ წიწაკას მოვაცილოთ ყუნწი და დავჭრათ წვრილად. ბლენდერში გავთქვიფოთ: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, კიტრი, ხახვი, ნიორი. დავუმატოთ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, წიწაკა და მარილი. კიდევ ავთქვიფოთ კარგად, შევდგათ მაცივარში 3-4 საათით. სუფრაზე მივიტანოთ გამომშრალ პურთან (ორცხობილასთან) ერთად.

mkurnali.ge

მსუბუქი ტორტი უკრემოდ - მხოლოდ ბისკვიტით, დაშაქრული მარწყვითა და ჟელეთი

ზაფხულის ეს მსუბუქი ნეტარება მარტივად მოსამზადებელია და გათვალისწინებულია 10 პერსონისთვის.

  • კარაქი - 75 გ;
  • შაქარი - 75 გ;
  • ფქვილი - 125 გ;
  • კვერცხი - 2 ცალი;
  • ვანილი - 2 პაკეტი.

გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ. (იყიდება სუპერმარკეტებში. როგორც წესი, აწერია ბაკინგ პოწდერ. სოდისგან განსხვავებით, არ სჭირდება ძმრის დამატება და ბისკვიტს მომწარო გემოს არ აძლევს. თანაც, გარანტირებულად და ძალიან კარგად ამოჰყავს ცომი, თუ დოზა არ დააკელით).

  • მარილი - ერთი მწიკვი;
  • მარწყვი - 750 გ;
  • ნაღების გამასქელებელი ფხვნილი - 10 გ (იყიდება მარკეტებში);
  • შაქარი მარწყვზე მოსაყრელად - 2 ს.კ.
  • წითელი ფერის ჟელე ტორტისთვის - 10 გრამი.

მომზადება:

  • კარგად ათქვიფეთ გამდნარი კარაქი და შაქარი ფუმფულა მასის მიღებამდე.
  • სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხი და ისევ თქვიფეთ.
  • ფქვილი მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად კარგად გაცერით და აკურატულად ჩაამატეთ ათქვეფილ კარაქსა და შაქარს.
  • ცოტა ხანს კიდევ გააგრძელეთ თქვეფა. ვანილიც არ დაგავიწყდეთ.
  • მიღებული მასა ჩაასხით ტორტის ფორმაში, რომელსაც წინასწარ მოუსვამთ კარაქს.
  • ცომი ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით 20-25 წუთით.
  • გარჩეულ და გარეცხილ მარწყვს დააყარეთ შაქარი და ცოტა ხანს გააჩერეთ, სანამ წვენს გაიკეთებს.
  • ღუმლიდან გამოღებულ გამომცხვარ ბისკვიტს მოაყარეთ ნაღების გამასქელებელი ფხვნილი (ამ ფხვნილის წყალობით ბისკვიტი აღარ გაიჟღინთება სველი მარწყვით, რომელიც ზედ უნდა დააწყოთ).
  • დაშაქრული მარწყვიდან ზედმეტი წვენი გადაასხით და ამის შემდეგ მარწყვი ბისკვიტზე მოალაგეთ.
  • წითელი ფერის ჟელე ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ და ბისკვიტზე დაწყობილ მარწყვს მოასხით.
  • გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.

mkurnali.ge

დესერტის რეცეპტი დიაბეტიანებისთვის – მუსი ნესვისგან

შემადგენლობა:

  • მრგვალი ნესვი (დაახლოებით 2 კგ);
  • ჟელატინის პაკეტი;
  • 200 მილიგრამი ნაღები;
  • ერთი ფორთოხლის წვენი;
  • ორი კვერცხის ცილა;
  • დამატკბობელი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ნესვი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლი, რბილობი მოაცალეთ კოვზით და ცალკე გადადეთ. ნესვის კანი შესანიშნავი და ორიგინალური სათავსი იქნება მუსისთვის.

ჟელატინი გახსენით წყალში. ნესვის რბილი ნაწილი მოათავსეთ ბლენდერში და გათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაუმატეთ გახსნილი ჟელატინი, ფორთოხლის წვენი, ნაღები და დამატკბობელი. მიღებული მასა მაცივარში შედგით ნახევარი საათით. ცილა გათქვიფეთ თეთრი მასის მიიღებამდე და მაცივარში გაცივებულ მასას ფრთხილად შეურიეთ.

მიღებული ნესვის მუსი მოათავსეთ ნესვის ფორმებში და შედგით მაცივარში.

დესერტი შეგიძლიათ მორთოთ ციტრუსის ცედრით, პიტნით და სხვა.

გაითვალისწინეთ: დიაბეტით დაავადებულებისთვის თუნდაც ე. წ. დიაბეტური ტკბილეულის მიღება რეკომენდებული არ არის, ასევე არ შეიძლება დიდი რაოდენობით ნესვიც, ამიტომ ისიამოვნეთ ამ მუსით, ოღონდ თითო ჯერზე მცირე ულუფა მიიღეთ.

mkurnali.ge

ნაყინის რეცეპტი დიაბეტით დაავადებულთათვის

ნაყინი ხაჭოსა და რძისგან მზადდება. შეგიძლიათ დაამატოთ საყვარელი კენკროვანი ან ნებისმიერი ხილი.

დაგჭირდებათ:

  • 2 კვერცხი;
  • 125 გრამი უცხიმო ხაჭო;
  • 1 ჭიქა უცხიმო რძე;
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით;
  • ვანილი;
  • ხილი - სურვილისამებრ.

მომზადების წესი:

აიღეთ კვერცხის მხოლოდ ცილა, გათქვიფეთ კარგად, სანამ ბეზესმაგვარ მასას მიიღებთ. ცილის ათქვეფისას დაამატეთ შაქრის შემცვლელი, ვანილი, რძე და ხაჭო. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გულები და კიდევ ერთხელ აურიეთ. მოათავსეთ მიღებული მასა საყინულეში.

ყოველ 20 წუთში ნაყინი საყინულიდან გამოიღეთ და კარგად აურიეთ. რამდენიმე საათში ნაყინი მზადაა. გაყავით ის ულიფებად (100-100 გრამი) და მიირთვით.

ულუფის რაოდენობა - 5.

კალორიულობა 100 გრამზე: ნახშირწყლები - 2,8 გრამი, ცხიმები - 2,5 გრამი, ცილები - 41 გრამი, კალორიები - 67 კკალორია.

შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ დარიჩინი, რომელიც დიაბეტით დაავადებულებისთვის ძალზე სასარგებლოა. ასევე მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთი ულუფა (100 გრამი), რათა ზედმეტი ნახშირწყლები არ მიიღოთ.

P.S. აუცილებლად გაითვალისწინეთ: დამატკბობლები ორ ჯგუფად იყოფა – საკვები (ანუ კალორიგენული) და ინტენსიური (არაკალორიგენული) დამატკბობლები, ანუ შაქრის შემცვლელები.

საკვებ დამატკბობლებს მიეკუთვნება ფრუქტოზა და პოლიოლები (მაგ. სორბიტოლი, მალტიტოლი, მანიტოლი, იზომატი, ქსილიტოლი).

საკვები დამატკბობლები არ არის რეკომენდებული დიაბეტის მქონე პირთათვის, რადგან კალორიულია (1გ=4კკალ), შეიცავს ნახშირწყლებს და სისხლში გლუკოზის დონეზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. ევროპის დიაბეტის ასოციაციები მათ გამოყენებას საკვებში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

ასევე ფრუქტოზაც – სპეციალისტები არ თვლიან, რომ მას რაიმე უპირატესობა აქვს შაქართან შედარებით. დღის განმავლობაში ასეთი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით მიღება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად შაქრის შემცვლელად ხმარება არ შეიძლება.

ინტენსიური დამატკბობლები - მათ ხელოვნურ დამატკბობლებს ან შაქრის შემცვლელებს უწოდებენ. ცნობილია შემდეგი შაქრის შემცვლელები: ასპარტამი, საქარინი, კალიუმის აცესულფატი, ციკლამატი, სუკრალოზი, სტევია.