რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისი რეგულარული ხმარებისას უჯრედების რეგენერაციის პროცესი უმჯობესდება და კანი კარგად ტენიანდება, თუმცა გლიცერინს სხვა, ჯადოსნური თვისებებიც აქვს, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ.

  • გლიცერინს მტვრის „არეკვლის“ თვისება აქვს. ამ თვისების წყალობით გლიცერინიანი ნაჭრით გაწმენდილ ავეჯსა და სარკეს მტვერი დიდხანს არ ეკარება.
  • გლიცერინს ტყავის აღდგენის ფუნქცია აქვს. წაუსვით გლიცერინი ტყავის ქურთუკის, ხელჩანთის ან ხელთათმანების გაცვეთილ ადგილებზე და დეფექტი თითქმის შეუმჩნეველი გახდება.
  • გლიცერინს ძველი და რთულად ამოსაყვანი ლაქების მოცილება შეუძლია. ამისთვის დალაქავებული ადგილი გლიცერინში ერთი საათით უნდა გააჩეროთ და შემდეგ ოდნავ მარილიან წყალში გაავლოთ.
  • გლიცერინი ყავისა და ჩაის ახალ ლაქებსაც აცილებს. ამისთვის დალაქავებულ ადგილზე გლიცერინისა და მსხვილი მარილის ნაზავი უნდა წაუსვათ. როგორც კი ლაქა გაუფერულდება, ქსოვილს გლიცერინიანი ნაზავი მოაცილეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  • გლიცერინი თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ყოველი დაბანის წინ ამ ჯადოსნური სითხის რამდენიმე წვეთი შამპუნში გაურიეთ და თმა გაცილებით მბზინავი და დამყოლი გახდება.
  • გლიცერინი თქვენს იატაკს სარკესავით კრიალას გახდის. შეურიეთ ცოტაოდენი გლიცერინი თბილ წყალში და პარკეტი ან ლამინატი მორეცხეთ. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.
  • გლიცერინიანი ხელის მალამოები კოსმეტიკის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ის ზამთარში ხელებს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი პრობლემურ კანს ამშვიდებს და სიწითლესა და ქავილს აცხრობს. გაითვალისწინეთ, რომ გლიცერინიან მალამოზე ნაკლებად ეფექტური არც თბილი აბაზანებია. თბილ წყალში რამდენიმე წვეთი გლიცერინი ჩააწვეთეთ და ხელები რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
  • გლიცერინი დიდი ხანია კოსმეტიკურ წარმოებაში გამოიყენება. კოსმეტიკური კომპონენტების ევოლუციის მიუხედავად, ის მწარმოებლებისთვის ჯერ კიდევ პოპულარულია. საქმე ის გახლავთ, რომ გლიცერინს უნიკალური თვისება აქვს - ის სწრაფად შეიწოვს სისველეს და ხანგრძლივად ინახავს მას. სახეზე თუ წაისვამთ, ის კანზე უხილავი, დამცავი ფენის სახით დიდხანს დარჩება. სწორედ ეს ფენა ახერხებს ჰაერიდან წყლის მიკროსკოპული მოლეკულების მიზიდვას და ამგვარად კანის დატენიანებას.

ასპირინი

რა იცით ასპირინის შესახებ? ალბათ, ის, რომ ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და სიცხის დამწევი და ტკივილის გამაყუჩებელი თვისება აქვს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ არის...

ბევრი ავტომფლობელისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა „დამჯდარი“ აკუმულატორის გამო მანქანის მომართვა შეუძლებელია.

გაგიკვირდებათ და, ასეთ დროს მშველელად ასპირინი მოგევლინებათ. საკმარისია, აკუმულატორში 1-2 აბი დაფშვნილი ასპირინი ჩაყაროთ, რომ ის ელექტროლიტებთან რეაქციაში შევა და მანქანა უპრობლემოდ მოიმართება.

  • ასპირინი შესანიშნავად წმენდს ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის ნაწარმს. ასპირინის აბი კარგად დაფშვენით, წყლით გააზავეთ და ამ ხსნარში მოათავსეთ სამკაული. რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიღეთ და მშრალი ნაჭრით გაწმინდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
  • სასწაულმოქმედი ასპირინი მცენარეებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ერთი აბი ასპირინი 1 ლიტრ წყალში გახსენით და ყვავილებს დაუსხით. შეგიძლიათ, დაფშვნილი ასპირინი ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებსაც დაუმატოთ და შედეგს თავად იხილავთ.
  • ასპირინი წარმატებით უმკლავდება ქსოვილზე დარჩენილ ოფლის კვალს. გახსენით 2 აბი ასპირინი 500 მლ წყალში. ეს ნაზავი წაუსვით ლაქას და რამდენიმე საათის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ ქსოვილი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ და შედეგით დატკბით.
  • ასპირინი ეფექტურად უმკლავდება ფეხზე კოჟრებს და გარქოვანებულ კანს. აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად ათავისუფლებს ფეხებს ამ არაესთეტიკური და ზოგჯერ ძალიან მტკივნეული წარმონაქმნებისგან. დაფშვენით ასპირინის 6 აბი და შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი წყალი და ლიმონის წვენი. მიღებული ფაფა წაისვით კოჟრზე ან გარქოვანებულ ადგილზე. შემოახვიეთ ჯერ ბამბის ქსოვილი და ბოლოს პოლიეთილენი. კომპრესი გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. დაზიანებული ადგილი პემზით დაიმუშავეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ყველამ იცის, რომ ქლორის შემცველი წყალი (მაგალითად, აუზებში) შეღებილ თმაზე ცუდად მოქმედებს. თუ თქვენ თმის ფერის ხშირი ცვლა და ამასთანავე, აუზზე სიარულიც გიყვართ, პერიოდულად შეიზილეთ თმაში ასპირინის ხსნარი (6 აბი ასპირინი ერთ ჭიქა წყალში) და 15 წუთის შემდეგ ნებისმიერი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ასპირინს შეუძლია, წარმატებით ჩაანაცვლოს ქიმიური პილინგი. ამ ნიღბის რეგულარული და ფრთხილი გამოყენება დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ კანის გამონაყარისგან, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ათეთრებს კანს. კანის სტრუქტურის მიხედვით შესაძლოა, არაჟნის (ცხიმიანი კანისთვის) ან თაფლის (შერეული კანისთვის) ნიღაბი დაამზადოთ. არაჟნის ნიღბის მისაღებად 1-2 აბი დაფშვნილი ასპირინი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ არაჟანს. თაფლის ნიღბისთვის კი ერთი აბი ასპირინი რამდენიმე წვეთ წყალში უნდა დაასველოთ, რომ მთლიანად გაიხსნას. ამის შემდეგ დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ნიღაბი კარგად გასუფთავებულ და ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვათ და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩეროთ. ამის შემდეგ კანი 1-2 წუთი ფრთხილად დაიზილეთ, ნიღაბი ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში, მაქსიმუმ, ორჯერ და შესანიშნავი შედეგი გარანტირებული გაქვთ (ასპირინის ნიღაბი უკუნაჩვენებია რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის, ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის შემთხვევაში).

თუ გაზის სუნი იგრძენით

გაზის გაუმართავი ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების გამო არსებობს საშიშროება, რომ ბინაში ჩO გამოიყოს - ის უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავი აირია. გარემოში ჩO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას ახდენს, ხოლო 1%-ის შესუნთქვა 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. გაზის 5-15%-ის დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი, ამიტომ საკუთარი თავისა და სხვათა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, დაიცვათ ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით უსაფრთხოდ სარგებლობის წესები.

გახსოვდეთ:

  • ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობები კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს და შეაკეთოს.
  • დაუშვებელია არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება.
  • ანთებული გაზქურის სიახლოვეს ოდნავ შეღებული უნდა იყოს ფანჯარა.
  • სათავსისთვის, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, აუცილებელია ვენტილაცია - პერიოდულად გაწმინდეთ საკვამლე და სავენტილაციო არხები და შეამოწმეთ მათი მუშაობა.
  • არავითარ შემთხვევაში არ მიაბათ თოკები ბუნებრივი აირის მილებზე და არ გამოიყენოთ ისინი სარეცხის საშრობად.
  • გაზის მრიცხველზე ციფრების სანახავად დაუშვებელია მისი განათება ასანთით ან სანთებელათი.
  • დაუშვებელია გაზზე მომუშავე მოწყობილობების ღამით ჩართულის დატოვება.
  • არ შეიძლება გაზქურის სახელურების ძალდატანებით ან ბრტყელტუჩათი გადატრიალება.
  • არ ისარგებლოთ სუსტი გაწოვის მქონე წყლის გამაცხელებლით.
  • არ მისცეთ ბავშვებს ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებთან თამაშის უფლება.
  • ნუ დაიძინებთ იმ ოთახში, სადაც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებია ჩართული. აკრძალვა არ ეხება იმ ოთახებს, რომლებშიც დაყენებულია სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი.
  • თუ შეამჩნიეთ, რომ გაზქურიდან ალი წყვეტილად და ხმაურით გამოდის, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აირის მიწოდება. ამით თავიდან აიცილებთ სათავსში ნამწვი აირის დაგროვებას და გაზის მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლას. გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი აირის ალი უნდა იყოს მოიისფრო ლურჯი ფერის, მოყვითალო შეფერილობის გარეშე.
  • ჰაერღუმლის ყოველი გამოყენების წინ და შემდგომ სათავსი გაანიავეთ და ჰაერღუმელი რამდენიმე წუთით გაღებული დატოვეთ.
  • გაზის ღუმელი ყოველთვის სუფთა გქონდეთ. დაბინძურებულ გაზქურაში აირი მთლიანად არ იწვება და ნამწვს გამოყოფს. გაზქურის ზედაპირი პერიოდულად საპნისა და სოდის ხსნარით გაწმინდეთ.
  • არ გამოიყენოთ გაზის ღუმელი ოთახის გასათბობად.
  • გაზქურისა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა ხელსაწყოების მუშაობის დასრულებისას არ დაგავიწყდეთ მათი გათიშვა. ზოგჯერ, ავარიულ სიტუაციებში, ბუნებრივ აირს თიშავენ, შემდეგ კი რთავენ. შესაძლოა, გაზის ჩართვის შესახებ გაფრთხილება ვერც გაიგოთ, ამიტომ გაზქურა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა ხელსაწყოები ყოველთვის გათიშული გქონდეთ.
  • სახლიდან ხანგრძლივი დროით წასვლისას სასურველია, თუ აირის მომწოდებელ კომპანიას დაუკავშირდებით და ბუნებრივ აირს დროებით გაათიშინებთ.
  • თუ შეამჩნიეთ, რომ გაზქურაზე ცეცხლის ალი თავისით ჩაქრა, მის ხელახლა ანთებას ნუ შეეცდებით. შესაძლოა, ამან დაგროვილი აირის აფეთქება გამოიწვიოს. გააღეთ ფანჯრები, ოთახი კარგად გაანიავეთ და ცეცხლი მხოლოდ შემდეგ აანთეთ.
  • თუ სამზარეულოში ბუნებრივი აირი დაგროვდა, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად სახეზე წყალში დასველებული ხელსახოცი მიიფარეთ, სამზარეულოში შედით და აირის მიწოდების წყარო გადაკეტეთ.

თუ სათავსში გაზის სუნი იგრძენით:

  • დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ბუნებრივი აირის მიწოდების წყარო - სპეციალური ვენტილი გაზის მილზე.
  • არავითარ შემთხვევაში არ აანთოთ შუქი. თუ შუქი ანთებულია, არ გამორთოთ, რადგან გათიშვისას წარმოქმნილმა ნაპერწკალმა შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.
  • არ ჩართოთ ელექტრომოწყობილობები.
  • არ აანთოთ ასანთი.
  • არ ისარგებლოთ ელექტროზარით.
  • აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ტელეფონზე დარეკვა (ტელეფონი ჩამრთველიდან უნდა გამორთოთ, რომ მოულოდნელად არ დარეკოს). შესაძლოა, ნაპერწკლის გაჩენა მაცივრის ჩართვა-გამორთვამაც გამოიწვიოს.

გაზის სუნის აღმოჩენისთანავე სასწრაფოდ გაანიავეთ სათავსი, უკეთესია, თუ ორპირს მოაწყობთ, და დარეკეთ „ყაზტრანსგაზთბილისის“ საავარიო სამსახურში - ტელ. 114.

საავარიო სამსახურის მოსვლამდე ბუნებრივი აირის გაჟონვის ადგილის აღმოჩენაში საპნის ქაფი დაგეხმარებათ: წაუსვით ქაფი საეჭვო ადგილზე და თუ პატარა ბუშტუკები გაჩნდა, ე.ი. გაჟონვის ადგილი მოძებნილია. აირის გაჟონვის ადგილის აღმოსაჩენად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი, რადგან, თუ ჰაერში ბუნებრივი აირის კონცენტრაცია კრიტიკულია, შეიძლება აალდეს.

  • ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად შეამოწმეთ ბუნებრივი აირის სუნი არა მარტო საკუთარ ბინაში, არამედ სადარბაზოსა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
  • თუ ბუნებრივი აირის სუნი სახლის სადარბაზოში იგრძენით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მეზობლებს და საავარიო სამსახურს. სპეციალისტების მოსვლამდე დროებით გათიშეთ ლიფტი და გააფრთხილეთ მეზობლები, რომ არ დარეკონ ელექტროზარი. გააღეთ სადარბაზოში არსებული ყველა კარი და ფანჯარა, რათა მაქსიმალურად გაანიავოთ. მოსახლეობა გამოიყვანეთ სახლებიდან და სპეციალისტების მოსვლას ეზოში დაელოდეთ.

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვისა და აფეთქებების ძირითადი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და გაზის მოწყობილობებთან დაუდევარი მოპყრობაა.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ საქმე გაზის ბალონებთან გაქვთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაიცავით შემდეგი წესები:

  • შეინახეთ გაზის ბალონები კარგად განიავებულ სათავსში, ვერტიკალურად.
  • გახსოვდეთ, რომ სათადარიგო გაზის ბალონების საცხოვრებელ ბინაში შენახვა დაუშვებელია.
  • სახლში დასაშვებია მხოლოდ ერთი - 55 ლიტრის ტევადობის ან ორი 27 ლიტრის ტევადობის ბალონის შენახვა. გაზის ბალონი უნდა განთავსდეს გაზის მოწყობილობიდან - ერთი მეტრის და გამათბობელი მოწყობილობებიდან ორი მეტრის დაშორებით.
  • გაზის ბალონი თუ დაზიანებულია, შეკეთება თავად არ სცადოთ, აუცილებლად ხელოსანს მიუტანეთ.
  • გაზის ბალონის შეცვლის დროს დარწმუნდით, რომ სავსე და ცარიელი ბალონების ჩამკეტები მჭიდროდაა დახურული. ბალონების შეცვლის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, საპნის ქაფით შეამოწმეთ ყველა შეერთების ადგილი და ბალონის ჰერმეტულობა.
  • არ შეცვალოთ გაზის ბალონი, თუ სათავსში ჩართულია გამათბობელი მოწყობილობა.
  • თუ აირმა გაზის ბალონიდან გაჟონა, დაუყოვნებლივ გაიტანეთ ბალონი შენობიდან, დადგით უსაფრთხო ადგილზე და სველი პირსახოცი გადააფარეთ.
  • თუ ცეცხლი გაზის ბალონს გაუჩნდა, ხელზე სველი პირსახოცი შემოიხვიეთ და შეეცადეთ, ჩამკეტიდან გადაკეტოთ. თუ ეს არ ხერხდება, არ სცადოთ ცეცხლმოკიდებული ბალონის გადატანა, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება და ბალონი არ გაცივდება. ცხელი ბალონის ადგილიდან დაძვრის დროს არსებობს აფეთქების საფრთხე.