დიასახლისის კუთხე

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ქათმის ხორცის დამუშავებამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ქათმის ხორცის დამუშავებამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომზადებამდე ქათმის უმი ხორცის გარეცხვის შემდეგ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეგვექმნას.

როგორც აღმოჩნდა, რეცხვის შემდეგ მიკრობები ხორციდან სამზარეულოს სხვადასხვა იარაღსა და ადგილზე შეიძლება გავრცელდეს. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი მოწამვლას იწვევენ.

სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ქათმის ხორცი ხშირად დასნებოვნებულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა კამპილობაქტერიოზი, სალმონელა და კლოსტრიდია პერფრინგენსი.

გარდა ამისა, ექსპერტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ მაცივარში ხორცი აუცილებლად პოლიეთილენის პარკში უნდა შევინახოთ და ცალკე დაფაზე დავამუშაოთ.

ლალი ჩხიკვაძე