ვის გაუთქვა სახელი საჭმელმა - ადამიანების პატივსაცემად სახელდებული კერძები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის გაუთქვა სახელი საჭმელმა - ადამიანების პატივსაცემად სახელდებული კერძები

ჯეიმს კუკის სამი მოგზაურობა დააფინანსა. გრაფის საპატივცემულოდ დიდმა მოგზაურმა კუნძულებს უწოდა სენდვიჩი (ახლა ჩვენ ამ კუნძულებს ჰავაის სახელწოდებით ვიცნობთ).

თუმცა გრაფმა სახელი გაითქვა კულინარული გამოგონებით. ბრიჯის თამაშისას, ჯონ მონტეგიუ შიმშილს იკლავდა პურითა და როსტბიფით. ხელები რომ არ დასვროდა, ბუტერბროდის უფრო მოსახერხებლად დასაჭერად, რათა შიგთავსი არ გადმოვარდნილიყო, გრაფმა უბრძანა მზარეულს ხორცი პურის ორ ნატეხს შორის მოეთავსებინა.

ითვლება, რომ სენდვიჩი 1762 წელს გამოიგონეს. ამ დროიდან დახურულ ბუტერბროდებს გრაფის საპატივცემულოდ სენდვიჩებს უწოდებენ. სხვა ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში მსგავს პროდუქტს პანინი ეწოდება.

ბულიონი

ბულიონს უწოდებენ ხორცის, თევზის, ფრინველის, ბოსტნეულის ნახარშს და უკავშირდება ფრანგულ სიტყვას bouillon ზმნიდან bouillir - „დუღილი“. თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც კერძის სახელი მოდის ლოტარინგიის ჯვაროსან, ჰერცოგ გოტფრუა დე ბულიონისგან. 1099-1100 წლებში ის გახლდათ იერუსალიმში ქრისტეს საფლავის მცველი. დაჭრილებს, ძალების მოსაკრებად, მისი განკარგულებით ხორცის ნახარშით კვებავდნენ. მის საპატივცემულოდ ეწოდა კერძს ბულიონი, რომელიც აღადგენს დაავადებულებისა და დაჭრილების ძალებს.

მეორე ვერსიით იგივე ჰერცოგი ზედმეტად ძუნწი იყო, ამიტომ ჯარისკაცებს მხოლოდ ხორცის ნახარშს აძლევდა, ხორცს კი ბატონები მიირთმევდნენ. აღშფოთებულმა მეომრებმა კერძს ჰერცოგის სახელი უწოდეს.

ბეფსტროგანოვი

ეს კერძი შექმნეს გრაფი სტროგანოვისთვის. ერთ-ერთი ვერსიით ხანდაზმულ გრაფს საერთოდ არ ჰქონდა კბილები და ფრანგმა მზარეულმა ანდრე დიუპონმა მოიგონა კერძი, რომელიც სტროგანოვს ხორცის მიღების საშუალებას მისცემდა.

მეორე ვერსიით, კერძი მოიგონეს „ღია მაგიდებისთვის“. გრაფს ჰქონდა მიღების დღეები, როდესაც იშლებოდა სუფრა და უშვებდნენ ყველა განათლებულ და კარგად ჩაცმულ ადამიანს.

ბეფსტროგანოვი ადვილი მოსამზადებელი, გემრიელი და ულუფებად მარტივად გასაყოფი კერძი აღმოჩნდა. კერძს გრაფის სახელი უწოდეს და ძალიან პოპულარული იყო მეფის რუსეთში, ხოლო საბჭოთა პერიოდში ბეფსტროგანოვს ტრიუმფი ელოდა.

კვერცხი „ბენედიქტი“

კიდევ ერთი ბუტერბროდის აუცილებელი ინგრედიენტი კვერცხი პაშოტია, სადაც ცილა შესქელებულია, ხოლო გული რჩება კრემისმაგვარ მდგომარეობაში.

1942 წელს ბროკერი ლემუეილ ბენედიქტი, ჟურნალ The New Yorker-თან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ სწორედ მან, 1894 წ. სასტუმრო უოდორფ-ასტორიაში შეუკვეთა კერძი ნაბახუსევის შესამსუბუქებლად: ტოსტი კარაქით, ბეკონით, მოხარშული კვერცხითა და ჰოლანდიური სოუსით. რესტორნის მეტრდოტელმა მოიწონა ამგვარი ბუტერბროდის იდეა და შეიტანა ის მენიუში. ტოსტი კი ფუნთუშით შეცვალა.

კვერცხი „ბენედიქტი“ შეიძლება ვნახოთ მრავალ რესტორანში, უფრო ხშირად მას საუზმეზე სთავაზობენ. კერძს უმატებენ წითელ თევზს, ფრინველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს, ავოკადოს, თუმცა კვერცხი და ჰოლანდიური სოუსი შეუცვლელი რჩება.

შარლოტკა

ლეგენდის თანახმად, შარლოტკა ეწოდა ვაშლის ნამცხვარს ინგლისის მეფის გეორგ III-ის მეუღლის, დედოფალ შარლოტას (1744−1818) საპატივცემულოდ. ის ითვლებოდა მცხობელების მფარველად.

მისი მეუღლე გეორგ III უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ყველა დესერტი ფრანგების, იტალიელების, გერმანელების გამოგონილი იყო. მან თავის მზარეულს უბრძანა კერძის შექმნა, რომელიც პოპულარული იქნებოდა მთელს მსოფლიოში. მზარეულმა შექმნა ღია ნამცხვარი ვაშლით, დარიჩინითა და ვანილით და დედოფლის საპატივცემულოდ მისი სახელი უწოდა.

კარპაჩო

XVI საუკუნეში ვენეციაში ცხოვრობდა მხატვარი ვიტორე კარპაჩო, რომლის სურათებშიც ჭარბობდა სისხლივით წითელი ფერი. მაგრამ გვარი კარპაჩო ყველას დაამახსოვრდა ვენეციაში ბარის მფლობელი ჯუზეპე ჩიპრიანის წყალობით. 1950 წელს მან შექმნა თხლად დაჭრილი საქონლის უმი ხორცისგან დამზადებული კერძი. იმ წელიწადს ქალაქში მიმდინარეობდა ვიტორე კარპაჩოს დიდი გამოფენა. ახალმა კერძმა სახელწოდება მხატვრის საპატივცემულოდ მიიღო.

ლალი ჩხიკვაძე