რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

„უქოლესტერინო“ - ასეთ წარწერას ხშირად შეხვდებით მცენარეულ ზეთზე, საბავშვო ფაფებსა თუ ტკბილეულზე. საქმე ის გახლავთ, რომ ქოლესტერინს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს, ამიტომ მცენარეულ ზეთზე მსგავსი წარწერის დატანა აზრს მოკლებულია. ასეთივე წარმატებით შეიძლება ზეთის ბოთლზე წავაწეროთ - „უალკოჰოლო“. მარკეტოლოგების ეს ხრიკი იმ ხალხზეა გათვლილი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ ქოლესტერინს ერიდებიან. შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინი მხოლოდ ხანდაზმულებს ვნებს, ბავშვის ორგანიზმისთვის კი აუცილებელია, რადგან ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას ეხმარება. ხორცი, ზღვისა და რძის პროდუქტები და კვერცხი ქოლესტერინის ძირითადი წყაროა. მთავარია, რომ ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით ცხიმში არ შეწვათ.

„გლუტენის გარეშე“ - გლუტენი რთული ცილაა, რომელიც მარცვლეულის შემადგენლობაში შედის. ის ცომს აფუებს და ელასტიკურს ხდის. ადამიანთა უმეტესობას ამ ცილის აუტანლობა არ აქვს, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც გლუტენის დამშლელი ფერმენტი დაბადებიდან არ დაჰყვა. არსებობს ასეთი იშვიათი დაავადება - „ცელიაკია“, ანუ გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია, როცა, გლუტენზე მომატებული მგრძნობელობის გამო, ზიანდება უხშირესად წვრილი ნაწლავი და ზოგჯერ სხვა ორგანოებიც. თუმცა ეს დაავადება რომ გჭირდეთ, აუცილებლად გეცოდინებათ. როგორც მიხვდით, ჯანმრთელი ადამიანისთვის კვების რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღებას აზრი არ აქვს.

„ცხიმი 0%“ - ბუნებრივია, ჭარბი წონისკენ მიდრეკილმა ადამიანმა ცხიმის მიღება უნდა შეზღუდოს. მათ შორის - რძის პროდუქტების ხარჯზე, მაგრამ ხშირად უცხიმო პროდუქტში შაქრის შემცველობა იმდენად დიდია, რომ კალორიულობით ცხიმიან პროდუქტს არ ჩამოუვარდება. ეტიკეტზე „ცხიმი 0%“-ის ნახვის შემდეგ ბევრი შაქრის შემცველობას აღარ აკვირდება. მარკეტოლოგების ხრიკიც ასეთ ადამიანებზეა გათვლილი.

„სამარხვო“ - სამარხვო სასარგებლოს არ ნიშნავს და, მით უმეტეს, ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი პროდუქტი არ გაგასუქებთ. საქმე ის გახლავთ, რომ სამარხვო პროდუქტებში, ცხოველური წარმოშობის ნატურალური ცხიმების ნაცვლად, მცენარეულ შემცვლელებს იყენებენ. მაგალითად, ნაღების კარაქის ნაცვლად, პალმის ან „რაპსის“ ზეთს, რომელიც ნაღების კარაქზე ორჯერ უფრო კალორიულია; ნატურალური კვერცხის ნაცვლად, ქიმიური დანამატების „კოქტეილს“, რის გამოც ვიღებთ ცილის ნაკლები შემცველობის მქონე მაღალკალორიულ პროდუქტს, რაც წონის მატების მიზეზი ხდება.

პლასტმასის ბოთლებში წყლის შენახვა სიცოცხლისთვის საშიშია?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთხელ გამოყენებულ ბოთლში თვალისთვის უხილავი მიკრობზარები ჩნდება, რომლებიც საშიში მიკრობებისა და სოკოს სპორების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. როგორც აღმოჩნდა, მიკრობების გამრავლება დამოკიდებულია იმაზე, რამდენჯერ გარეცხავთ ერთხელ გამოყენებულ ბოთლს...

ერთ-ერთ კანადურ გამოცემაში დაიბეჭდა კვლევის შოკისმომგვრელი შედეგები, რომლის თანახმადაც, კანადელი ბავშვებისთვის სკოლაში გატანებული 76 წყლის ბოთლიდან მესამედი ყველაზე საშიში ვირუსით - ნოროვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. უფრო სწორად, მისი კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აღემატებოდა.

მეცნიერების განმარტებით, ეს ხდება ერთხელ გამოყენებულ ყველა ბოთლში, რომელსაც შემდეგ წყლით ავსებენ და ოთახის ტემპერატურაზე ტოვებენ.

მეორე კვლევის დროს, რომელიც KLTV NEWS-მა ჩაატარა, მეცნიერებმა რამდენიმე ასეული გამოყენებული და წყლით გავსებული პლასტმასის ბოთლი შეამოწმეს. „აბსოლუტურად ყველა ბოთლში ბევრი, ძალიან ბევრი ბაქტერია აღმოჩნდა, რომლებსაც შეუძლიათ ჯანმრთელი ადამიანი მძიმე ავადმყოფად აქციონ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ კვებითი ინტოქსიკაცია გელით, რომელიც გულისრევასა და ფაღარათს იწვევს. უარეს შემთხვევაში კი - საშინელი ციებ-ცხელება“, - განაცხადა ექსპერიმენტის ავტორმა, ტეხასის ჯანმრთელობის ცენტრის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რიჩარდ უოლესმა.

ბოთლის რეცხვა თუნდაც საპნიანი ხსნარის გამოყენებით, ბაქტერიებს ძალიან ცოტა ხნით, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით სპობს. შემდეგ ისინი თავიდან ჩნდებიან, - აცხადებენ ექიმები. თანაც, ბოთლის ხშირი რეცხვა, განსაკუთრებით ცხელი წყლით, თავად პლასტიკატის სტრუქტურას არღვევს.

„პლასტმასის ბოთლის ნებისმიერი გათბობა ან გაცხელება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყოფას იწვევს“, - ამბობს ცინცინატის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის პროფესორი სკოტ ბელჩერი.

ამიტომ, თუ სახლიდან გასვლისას წყლის წაღება გსურთ, ამისთვის შუშის ან სპეციალური მეტალის ბოთლები გამოიყენეთ.

რა უნდა იცოდეთ, სანამ პლასტიკატის ბოთლით წყალს იყიდით!

თუ დააკვირდებით, პლასტიკატის ბოთლების ეტიკეტზე აუცილებლად აღმოაჩენთ ინფორმაციას, რომელიც გატყობინებთ, კონკრეტულად რომელი ტიპის პლასტიკატისგან არის ბოთლი დამზადებული. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი პლასტიკი სხვადასხვა ხარისხისა და საფრთხის შემცველ ქიმიკატს გამოყოფს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

PET an PETE - ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინაშეა ერთჯერადი გამოყენების ბოთლი. პლასტიკატმა, რომლისგანაც ასეთი ბოთლია დამზადებული, შეიძლება მძიმე მეტალები და ჰორმონული დისბალანსის გამომწვევი ნივთიერებები გამოყოს.

ასეთი პლასტიკატის ბოთლები ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ, თუ არ გსურთ, თქვენს ორგანიზმში ტუტე ელემენტები და ბაქტერიები მოხვდეს, ბოთლი გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ.

HDP ან HDPE - ეს ძალიან კარგი ხარისხის, მყარი პლასტიკატია, რომელიც პრაქტიკულად არავითარ მანვე ნივთიერებებს არ გამოყოფს, ამიტომ ეცადეთ, რომ წყალი მხოლოდ ამ ნიშნით დატანილი ბოთლებით შეიძინოთ - ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა, რადგან მისი გადამუშავება შესაძლებელია. ყველაზე ხშირად ამ პლასტიკატს რძის პროდუქტების ტარად, სათამაშოების წარმოებაში და სარეცხ საშუალებებში გამოიყენებენ.

PVC ან V - ამ მასალისგან დამზადებული ბოთლები, სულ მცირე, ორ საშიშ ქიმიკატს გამოყოფს და ორივე მათგანი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჰორმონულ ბალანსზე.

ეს რბილი, დრეკადი პლასტიკატია, რომელიც, ჩვეულებრივ, ზეთის ბოთლებისა და სათამაშოების წარმოებაში გამოიყენება. ამის გარდა, მას კომპიუტერის კაბელების საიზოლაციო მასალად, პლასტიკატის მილებისა და სანტექნიკის დეტალების დასამზადებლად იყენებენ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ ამ მასალისგან დამზადებული ბოთლის შეძენისგან, მით უმეტეს, რომ ალტერნატივა ყოველთვის მოიძებნება.

LDPE - ეს მასალა პლასტიკატის ბოთლებისა და პარკების დასამზადებლად გამოიყენება. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში, რომელსაც ინახავს, მაგრამ უსაფრთხო მხოლოდ წყლის შემთხვევაშია. ამ პლასტიკატში შეფუთული პროდუქტების ყიდვას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, საკვებთან ერთად, გულისთვის სახიფათო ქიმიკატებიც მიირთვათ.

PP - ეს თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკატია, რომელიც, ძირითადად, იოგურტებისა და სიროფების შესაფუთად გამოიყენება. თერმოგამძლეა, გაცხელების დროს არ დნება და შედარებით უსაფრთხო პლასტიკატების რიცხვს განეკუთვნება.

PS - ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად, თუმცა გაცხელებისას საშიშ ქიმიურ მინარევებს გამოყოფს. პოლისტიროლი პლასტიკატის იაფფასიანი და მყარი ტიპია, რომელიც ცხელი სასმელებისა და საკვების შესანახად არ გამოიყენება.

PS ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი არ გააჩნია - ეს პლასტიკატის ყველაზე საშიში ტიპია და სასმელი წყლის ბოთლებისა და კვების პროდუქტების კონტეინერების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთ შეფუთვაში წყლის ან საკვების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს, ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანადგურებს და ხელს უშლის ესტროგენის ჰორმონის წარმოქმნას.

დაბოლოს, სანამ პლასტიკატის ბოთლში მოთავსებულ წყალს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რადგან მინა გაცილებით უსაფრთხო და საიმედოა.