პასკის რეცეპტი მკურნალის რედაქტორისგან და პასუხი კითხვაზე - არის თუ არა პასკა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პასკის რეცეპტი მკურნალის რედაქტორისგან და პასუხი კითხვაზე - არის თუ არა პასკა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

- მკურნალი.გე-ს მოხმარებელს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღვთის წყალობას, სიყვარულს, სიხარულს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ვიდრე პასკის იმ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით დავხვეწე, მის ინგრედიენტებზე უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. სანელებლები, რომლებიც პასკის ცხობისას გამოიყენება, უნიკალურ სიმბიოზს ქმნის ამ ტკბილეულში და მიხედავად იმისა, რომ ნახშირწყლოვანი სკვები დიეტოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლოა, სწორედ სანელებელთა ეს კომბინაცია მას ჯანმრთელობისთვისაც სასაგებლოს და საამოს ხდის.

ილი:

ილი ცნობილია სამკურნალო თვისებებით:

ეფექტურია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მისი რეგულარული მიღება აქვეითებს სისხლის წნევას და თირკმლებიდან გამოდევნის კალციუმიან მარილებს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ებრძვის ანემიას, ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას

გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

ამაღლებს იმუნიტეტს

ხსნის უძილობას, დეპრესიას, ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს.

აღადგენს თმას

მიხაკი:

ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებშიც მიხაკი ანტიალეგიულ საშუალებად არის მოწოდებული, გარდა ამისა იგი აიმჯობესებს განწყობას, აქვს ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც.

დარიჩინი:

აღმოსავლეთში ეს სანელებელი ცნობილი ანტიდეპრესანტი გახლავთ. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება როგორც ტკბილეულში, ისე მარილიან კერძებში და ყავასთან ერთადაც.

მუსკატის - იგივე ჯავზის კაკალი:

ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქების ანთებითი დაავდებების სამკურნალოდ, გარდა ამისა ცნობილია, რომ ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ასე რომ, მიირთვით პასკა - ის არა მარტო გემრიელი, ჯანმრთელობისთვის სასრგებლოც არის. თუმცა ზომიერება ყოველთვის საჭიროა.

ახლა კი, დაპირებული პასკის რეცეპტი.

ჩემს ოჯახში უქიშმიშო პასკა უყვართ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რეცეპტში ქიშმიშს ვერ ნახავთ.

ინგრედიენტები:

9 კვერცხი

1 კგ შაქარი

1,25 ლ რძე

300 გრამი კარაქი

120 გრამი მარგარინი

1 ჩ. კ. სოდა ძმრით

4 შეკვრა ვანილი

1 ცალი ლიმონი - კანი წვრილ სახეხზე გახეხეთ და წვენი ჩააწურეთ

დაფქვილი სანელებლები: მუსკატი - 1 ჩ,კ; ილი - 1/2 ჩ.კ; მიხაკი 1/4 ჩ.კ; დარიჩინი - დანის წვერით (ბევრი დარიჩი ძალიან მძაფრ გემოს და სუნს აძლევს პასკას, ამიტომ ზედმეტი არ მოგივიდეთ). ზოგი ყვითელ ყვავილსაც უმატებს, მაგრამ ჩემს რეცეპტში ის არ არის საჭირო.

საფუარი - 5 ს.კ.

ფქვილი - 3 კგ.

კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. კარაქი და მარგარინი გაალღვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე, რომ არ აადუღოთ. რძე შეათბეთ, ცივი არ შეიძლება, თორემ საფუარი არ აფუვდება (ზოგადად, საფუარი რომ კარგად აფუვდეს ცომის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი); დაამატეთ ყველა ინგრედიენტი და ნელ-ნელა ურიეთ. სულ ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ ცომი. დადგით თავდახურულ ქვაბში და შეფუთეთ ან მოათავსეთ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. ამოსული ცომი უნდა ჩაზილოთ მინიმუმ 2-ჯერ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი გადაიტანოთ ფორმებში ისე, რომ ფორმის მესამედი შეივსოს და დააყოვნეთ, ვიდრე 2/3-მდე არ ამოვა და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად.

შეგიძლიათ გამომცხვარ პასკას მოაყაროთ შაქრის პუდრა.