რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

რჩევები დიასახლისებს

რჩევები დიასახლისებს
ბებიების ოქროს რჩევები! ეს პატარა, საყოფაცხოვრებო ხრიკები გენიალობამდე მისული სიმარტივით გაგაოცებენ და, რაც მთავარია, მათი ეფექტიანობა თაობებმა გამოსცადეს.


როგორ გავარჩიოთ კარაქი მარგარინისგან?


ამის დასადგენად მოცემული ცხიმიდან ცოტაოდენი ქაღალდის ნაჭერს წაუსვით და ცეცხლი წაუკიდეთ. წვის დროს ნატურალური კარაქი სასიამოვნო არომატს ტოვებს, ხოლო მარგარინი საშინელ მძაფრ სუნს.


როგორ ამოვიღოთ ხელში შერჭობილი უცხო საგანი?

თუ პინცეტი ხელთ არ გაქვთ, სხეულში შერჭობილი ხიწვის, შუშის ან მეტალის ნამსხვრევის ამოსაღებად ჩვეულებრივი ქილა ან ფართოპირიანი ბოთლი დაგჭირდებათ. ჩაასხით ქილაში ცხელი წყალი და ხიჭვშერჭობილი ხელი მჭიდროდ დააფარეთ. ცოტა ხანში უცხო
სხეული ჭრილობიდან თვითონ გამოვა.


როგორ გამოვრეცხოთ ბოთლი შიგნიდან?

თუ სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, ბოთლის შიგნიდან გამოსარეცხად ჩვეულებრივი ქვიშა გამოგადგებათ. ჩაყარეთ ქვიშა ბოთლში, ცოტა წყალი დაამატეთ და კარგად გააჯანჯღარეთ. შემდეგ სუფთა წყალი გამოავლეთ.


როგორ მოვაცილოთ ნაჭერს მელნის ლაქა?

მელნის ლაქის მოსაცილებლად ცოტაოდენი რძე დაგჭირდებათ. დასვრილი ნივთი
რძიან ჯამში მოათავსეთ და ლაქა თქვენ თვალწინ დაიწყებს გაქრობას.


როგორ მოვხარშოთ გაბზარული კვერცხი?

მაღაზიიდან სახლში მისულმა თუ აღმოაჩინეთ, რომ ბადურაში რამდენიმე კვერცხი გაიბზარა, არ იდარდოთ. მათი მოხარშვა შესაძლებელია, უბრალოდ, ხარშვის დროს წყალში ცოტაოდენი ძმარი უნდა დაამატოთ.


როგორ გავაცალკევოთ ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები?


გახსოვდეთ, ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქების ძალით დაცილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უბრალოდ, ზედა ჭიქა ცივი წყლით გაავსეთ, ქვედა კი პირიქით - ცხელში ჩაუშვით და ჭიქები ადვილად დაცილდებიან.


როგორ დავჭრათ პური თხელ ნაჭრებად?

ამისთვის საჭიროა დანის გაცხელება. დანა რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ და სანამ პურის ჭრას შეუდგებოდეთ, კარგად გაამშრალეთ.


როგორ მოვხარშოთ კარტოფილი ძალიან გემრიელად?

მოხარშული კარტოფილი რომ გემრიელი გამოვიდეს, მარილის გარდა, ხარშვის დროს მწიკვი შაქარიც უნდა დაუმატოთ. როცა კარტოფილი მოიხარშება, წყალი გადაღვარეთ და ქვაბი 2-3 წუთით ცეცხლზე დააბრუნეთ. კარტოფილი თანაბრად გაშრება და გაცილებით გემრიელი გამოვა.


როგორ დავაჩქაროთ ზოგიერთი პროდუქტის მოხარშვა


როგორ დავაჩქაროთ ლობიოს ხარშვა?


პარკოსანი მცენარეები კვების მნიშვნელოვანი პროდუქტებია.

მათ მაღალი კვებითი ღირებულება და მიკროელემენტების უნიკალური შემადგენლობა აქვთ, რაც ავიტამინოზის მკურნალობისთვის, უბრალოდ, შეუცვლელია. თავდაპირველად გადაწყვიტეთ, რომელი ფერის ლობიოს მოხარშვას აპირებთ. საქმე ის გახლავთ, რომ თეთრი ფერის ლობიოს უფრო ხანგრძლივად ხარშვა სჭირდება, ვიდრე ფერადს.

თუ ამის საშუალება გაქვთ, აუცილებლად ჩაალბეთ ლობიო მთელი ღამით.

1. თეთრი ფერის ლობიო ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს. ამის შემდეგ ლობიო 5-10 წუთით წამოადუღეთ და ცივი წყალი დაამატეთ. ასე რამდენჯერმე გაიმეორეთ, რადგან ტემპერატურის ცვლილების დროს პარკოსნები სწრაფად იხარშება. ხარშვის ეს მეთოდი ფერადი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენება.
2. წითელი ფერის ლობიოს ხარშვის დროს წყალში დანის წვერით საჭმელი სოდა შეურიეთ. ასე ლობიოს ხარშვის დროს ბევრად შეამცირებთ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ თეთრი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენოთ.
3. როცა ლობიოს ქვაბში წყალი კარგად ადუღდება, მთლიანად გადაღვარეთ და ცივი წყლით შეავსეთ. ეს პროცედურა მეორედაც გაიმეორეთ და ლობიოს სწრაფად მოხარშვა გარანტირებული გაქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ ლობიოს ხარშვის დროს თავსახური მჭიდროდ არ უნდა დააფაროთ, თორემ მარცვლები გამუქდება. თუ გსურთ, რომ მარცვლები უხეში არ გამოვიდეს, ლობიოს მარილი ხარშვის დასრულების შემდეგ უნდა დაუმატოთ.


როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?

მოხარშული ჭარხალი უამრავი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება.

ეს ბოსტნეული ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. საინტერესოა, როგორ მოვახერხოთ ჭარხლის მოხარშვა ისე, რომ ამაზე 2 საათი არ დავკარგოთ და თან მისი მდიდარი ფერი და სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ?

1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მაგრამ ძირი არ მოაჭრათ. ეცადეთ, ბოსტნეულის მთლიანობა არ დაარღვიოთ, რადგან ასე ფერისა და გემოს მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. ჭარხლის მოხარშვა ყველაზე სწრაფად მიკროტალღურ ღუმელშია შესაძლებელი. ამისთვის მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში, მჭიდროდ, ჰერმეტულად შეკარით და 8-10 წუთით ჩართულ ღუმელში გააჩერეთ. ჭარხალი მზადაა.
2. თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ და ჭარხლის ქვაბში მოხარშვა გიწევთ, წყალში დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი (ფერის შესანარჩუნებლად), დაახლოებით 30-40 წუთი ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გამდინარე ცივ წყალში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
3. არსებობს ჭარხლის სწრაფად მოხარშვის კიდევ ერთი მეთოდი - ხარშვის პროცესში წყალს ერთი სუფრის კოვზი ზეთი დაუმატეთ. ეს ხარშვის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.


როგორ მოვხარშოთ სწრაფად ქათამი?


გარდა იმისა, რომ გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, სახლში გაზრდილ დედალს, ფერმის ქათამთან შედარებით, ხარშვისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუ ქათამს მთლიანს კი არა, ნაწილებად დაჭრილს მოხარშავთ, ამით ხარშვის პროცესს დააჩქარებთ. კარგი იქნება, თუ მოხარშვამდე ქათამს ლიმონის წვენს წაუსვამთ და ერთი საათი გააჩერებთ. ბებიები გვირჩევენ, რომ დედლის მოხარშვის დასაჩქარებლად წყალში ბროლის პატარა ჭიქა ჩავდოთ და ხარშვის დასრულებამდე დავტოვოთ. თუ ქათამი ძალიან ბებერია, შეიძლება ხარშვის დროს მწიკვი სოდა ან სუფრის კოვზი მდოგვი დაუმატოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
05-02-2019
ბუნებრივ პროდუქტს ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლება შეუძლია, თანაც გაცილებით უსაფრთხოდ
05-11-2018
როგორ დავარბილოთ ხორცი უხეში და ბებერი ხორცის დარბილების უამრავი მეთოდი არსებობს. მაგალითად,
05-07-2018
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
საზაფხულო კოქტეილს უამრავი დადებითი თვისება აქვს. ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილები უფრო უკეთ წმენდს ორგანიზმს,
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომზადებამდე ქათმის უმი ხორცის
სენდვიჩი - ჯონ მონტეგიუ, გრაფი სენდვიჩი ბრიტანეთის ადმირალიტეტს ხელმძღვანელობდა. მან დედამიწის გარშემო
მოხარშული კარტოფილი რომ გემრიელი გამოვიდეს, მარილის გარდა, ხარშვის დროს მწიკვი შაქარიც უნდა დაუმატოთ.
მკურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
გლიცერინი გლიცერინი უფერო, ბლანტი (სიროფის მაგვარი), მოტკბო გემოს მქონე სითხეა,
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად