რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

შინ დამზადებული ავტომატური მორწყვის სისტემა კი ოთახის მცენარეებს ერთი ან ორი კვირის მანძილზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.

სისტემის დასამზადებლად აიღეთ საშუალო ზომის მინის ბოთლი, მოაცილეთ ეტიკეტი და გულმოდგინედ გარეცხეთ.

ჭურჭელი წყლით აავსეთ და თავზე წინასწარ გახვრეტილი საცობი დაახურეთ.

ბოთლიდან წყალი მცირე რაოდენობით, წვეთ-წვეთად უნდა გადმოდიოდეს. ეს საკმარისია, რომ მიწამ ზომიერი სინოტივე შეინარჩუნოს და მცენარეს სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალები მიაწოდოს.

ბოთლი ქოთანში მოათავსეთ და საიმედოდ დაამაგრეთ.

ახლა შეგიძლიათ, აუცილებელ საქმეებზე მშვიდად გაემგზავროთ, რადგან ოთახის მცენარეების მორწყვა თქვენი არყოფნის დროსაც გარანტირებულია.

როგორ გავაცივოთ სასმელი რამდენიმე წამში

ცხელი ზაფხული ცივი წყლისა და გამაგრილებელი სასმელების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ისინი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მალე თბება. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლითაც გამთბარი სასმლის გაცივებას წამებში მოახერხებთ.

ამისთვის დაგჭირდებათ: წყალი, მარილი, ყინული.

ჯამი წყლით აავსეთ. დაუმატეთ ყინულის სასურველი რაოდენობა და რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმლით სავსე ბოთლი წყალში მოათავსეთ.

რამდენიმე წამში თქვენი სასმელი ყინულივით ცივი გახდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ორი სხვადასხვა ტემპერატურის ნივთიერების თანხვედრისას წყლის ტემპერატურა მოიმატებს, სასმლის ტემპერატურა კი დაიწევს, სანამ მათ შორის “ოქროს შუალედი” არ დამყარდება.

გიცდიათ სუროს ფოთლებით სარეცხის რეცხვა?

მართალია, ამ მარადმწვანე, ხვიარა მცენარეს, შხამიანი ნაყოფის გამო, ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა საპონინის მაღალი შემცველობის დამსახურებით ქიმიური სარეცხი ფხვნილის მშვენიერი ალტერნატივაა, ეკოლოგიურად სუფთაა და კაპიკი არ დაგიჯდებათ.

სურო თვისებებით ინდური საპნის ხის - საპინდუსის ნაყოფს წააგავს, თუმცა საპინდუსის ნაყოფი საკმაოდ ძვირადღირებულია.

ცნობისთვის, საპნის ხე ინდოეთში, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებში ხარობს. მისი ნაყოფი 38%-მდე საპონინებს შეიცავს და ხშირად საპნის ნაცლად ხმარობენ.

უკანასკნელ წლებში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რამაც საპნის ხის ნაყოფის გაძვირება გამოიწვია.

საპნის ხის ნაყოფი დიდი რაოდენობით საპონინის წყალობითაც კარგად ქაფდება და გარემოსაც არ აბინძურებს.

ბევრმა არ იცის, რომ სურო თითქმის იმავე რაოდენობით საპონინს შეიცავს, რასაც საპინდუსი, თანაც სურო თითქმის ყველგან ხარობს, ზოგჯერ კი კარგად მოვლილი ბაღისთვის არასასურველი სტუმარიც კი გახლავთ.

იმის მიუხედავად, სად ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ, რომ სურო ქიმიური სარეცხი ფხვნილების იდეალური ალტერნატივაა და თეთრეულს შესანიშნავად რეცხავს.

თუმცა მხოლოდ სუროს ფოთლებით რეცხვისას შეუძლებელია დამარბილებელი ეფექტის მიღება, რომელსაც ქიმიური სარეცხი საშუალებები გვაძლევს. ამის კომპენსირებისთვის რეცხვის პროცესში შეგიძლიათ ცოტაოდენი ძმარი დაუმატოთ. მისი რაოდენობა თქვენი სარეცხი მანქანის ტიპზეა დამოკიდებული, ამიტომ საუკეთესო შედეგის მისაღწევად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ.

სუროს ფოთლებით რეცხვისთვის ფოთლების ბღუჯა მოათავსეთ სუფთა წინდაში ან პატარა ტომსიკაში, შეკარით და სარეცხ მანქანაში თეთრეულთან ერთად მოათავსეთ.

ამის შემდეგ მანქანა ჩართეთ და შედეგს დაელოდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ რეცხვისთვის მხოლოდ სუროს ბებერი, მუქი მწვანე ფოთლები უნდა შეარჩიოთ. ნორჩი, ღია მწვანე ფერის ფოთლები ამისთვის უვარგისია.

ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისას, სუროს ფოთლებსა და ძმართან ერთად, სასურველია ცოტაოდენი საჭმელი სოდის დამატება.

გაითვალისწინეთ, რომ სურო შხამიან მცენარეებს განეკუთვნება და გარეგნულად ძალიან წააგავს მეორე შხამიან მცენარეს - სუმახს, რომელსაც რეცხვის თვისებები არ გააჩნია.

ჩვეულებრივი სურო ადამიანისთვის საზიანო არ არის, მაგრამ თუ არ იცით, როგორი რეაქცია აქვს ამ მცენარეს თქვენს ორგანიზმზე, ჯობს მასთან კონტაქტისას რეზინის ხელთათმანები გამოიყენოთ.