რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რჩევები დიასახლისებს

რჩევები დიასახლისებს
ავტომატური მორწყვის სისტემა ოთახის მცენარეებისთვის ზოგჯერ სახლიდან ხანგრძლივად წასვლა გვიწევს, რასაც შეიძლება საყვარელი ოთახის მცენარე შეეწიროს. შინ დამზადებული ავტომატური მორწყვის სისტემა კი ოთახის მცენარეებს ერთი ან ორი კვირის მანძილზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.

სისტემის დასამზადებლად აიღეთ საშუალო ზომის მინის ბოთლი, მოაცილეთ ეტიკეტი და გულმოდგინედ გარეცხეთ.

ჭურჭელი წყლით აავსეთ და თავზე წინასწარ გახვრეტილი საცობი დაახურეთ.

ბოთლიდან წყალი მცირე რაოდენობით, წვეთ-­წვეთად უნდა გადმოდიოდეს. ეს საკმარისია, რომ მიწამ ზომიერი სინოტივე შეინარჩუნოს და მცენარეს სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალები მიაწოდოს.

ბოთლი ქოთანში მოათავსეთ და საიმედოდ დაამაგრეთ.

ახლა შეგიძლიათ, აუცილებელ
საქმეებზე მშვიდად გაემგზავროთ, რადგან ოთახის მცენარეების მორწყვა თქვენი არყოფნის დროსაც გარანტირებულია.


როგორ გავაცივოთ სასმელი რამდენიმე წამში

ცხელი ზაფხული ცივი წყლისა და გამაგრილებელი სასმელების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ისინი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მალე თბება. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლითაც გამთბარი სასმლის გაცივებას წამებში მოახერხებთ.

ამისთვის დაგჭირდებათ: წყალი,
მარილი, ყინული.

ჯამი წყლით აავსეთ. დაუმატეთ ყინულის სასურველი რაოდენობა და რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმლით სავსე ბოთლი წყალში მოათავსეთ.

რამდენიმე წამში თქვენი სასმელი ყინულივით ცივი გახდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ორი სხვადასხვა ტემპერატურის ნივთიერების თანხვედრისას წყლის ტემპერატურა მოიმატებს, სასმლის ტემპერატურა კი დაიწევს, სანამ მათ შორის “ოქროს შუალედი” არ დამყარდება.


გიცდიათ სუროს ფოთლებით სარეცხის რეცხვა?

მართალია, ამ მარადმწვანე, ხვიარა მცენარეს, შხამიანი ნაყოფის გამო, ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა საპონინის მაღალი შემცველობის დამსახურებით ქიმიური სარეცხი ფხვნილის მშვენიერი ალტერნატივაა, ეკოლოგიურად სუფთაა და კაპიკი არ დაგიჯდებათ.

სურო თვისებებით ინდური საპნის ხის - საპინდუსის ნაყოფს წააგავს, თუმცა საპინდუსის ნაყოფი საკმაოდ ძვირადღირებულია.

ცნობისთვის, საპნის ხე ინდოეთში, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებში ხარობს. მისი ნაყოფი 38%-მდე საპონინებს შეიცავს და ხშირად საპნის ნაცლად ხმარობენ.

უკანასკნელ წლებში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რამაც საპნის ხის ნაყოფის გაძვირება გამოიწვია.

საპნის ხის ნაყოფი დიდი რაოდენობით საპონინის წყალობითაც კარგად ქაფდება და გარემოსაც არ აბინძურებს.

ბევრმა არ იცის, რომ სურო თითქმის იმავე რაოდენობით საპონინს შეიცავს, რასაც საპინდუსი, თანაც სურო თითქმის ყველგან ხარობს, ზოგჯერ კი კარგად მოვლილი ბაღისთვის არასასურველი სტუმარიც კი გახლავთ.

იმის მიუხედავად, სად ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ, რომ სურო ქიმიური სარეცხი ფხვნილების იდეალური ალტერნატივაა და თეთრეულს შესანიშნავად რეცხავს.

თუმცა მხოლოდ სუროს ფოთლებით რეცხვისას შეუძლებელია დამარბილებელი ეფექტის მიღება, რომელსაც ქიმიური სარეცხი საშუალებები გვაძლევს. ამის კომპენსირებისთვის რეცხვის პროცესში შეგიძლიათ ცოტაოდენი ძმარი დაუმატოთ. მისი რაოდენობა თქვენი სარეცხი მანქანის ტიპზეა დამოკიდებული, ამიტომ საუკეთესო შედეგის მისაღწევად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ.

სუროს ფოთლებით რეცხვისთვის ფოთლების ბღუჯა მოათავსეთ სუფთა წინდაში ან პატარა ტომსიკაში, შეკარით და სარეცხ მანქანაში თეთრეულთან ერთად მოათავსეთ.

ამის შემდეგ მანქანა ჩართეთ და შედეგს დაელოდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ რეცხვისთვის მხოლოდ სუროს ბებერი, მუქი მწვანე ფოთლები უნდა შეარჩიოთ. ნორჩი, ღია მწვანე ფერის ფოთლები ამისთვის უვარგისია.

ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისას, სუროს ფოთლებსა და ძმართან ერთად, სასურველია ცოტაოდენი საჭმელი სოდის დამატება.

გაითვალისწინეთ, რომ სურო შხამიან მცენარეებს განეკუთვნება და გარეგნულად ძალიან წააგავს მეორე შხამიან მცენარეს - სუმახს, რომელსაც რეცხვის თვისებები არ გააჩნია.

ჩვეულებრივი სურო ადამიანისთვის საზიანო არ არის, მაგრამ თუ არ იცით, როგორი რეაქცია აქვს ამ მცენარეს თქვენს ორგანიზმზე, ჯობს მასთან კონტაქტისას რეზინის ხელთათმანები გამოიყენოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
13-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
05-02-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
სენდვიჩი - ჯონ მონტეგიუ, გრაფი სენდვიჩი ბრიტანეთის ადმირალიტეტს ხელმძღვანელობდა. მან დედამიწის გარშემო
მოხარშული კარტოფილი რომ გემრიელი გამოვიდეს, მარილის გარდა, ხარშვის დროს მწიკვი შაქარიც უნდა დაუმატოთ.
მკურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
ქართული საახალწოლო სუფრის კერძები ნიგვზის გარეშე წარმოუდგენელია, ამდენად განსაკუთრებით
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად