დიასახლისის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიასახლისის გვერდი

ჭურჭლის გამშრალება, მაგიდის გადაწმენდა, ცხელი ტაფის აღება და ა.შ. ამას კი, როგორც წესი, მძიმე ლაქები მოსდევს...

გაგიკვირდებათ და სამზარეულოს ტილოების სისუფთავეში ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ.

ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

  • ჩაალბეთ სამზარეულოს ტილო გამდინარე წყალში;
  • კარგად წაუსვით ჩვეულებრივი სარეცხი საპონი;
  • ჩადეთ ნებისმიერ სუფთა პოლიეთილენის პაკეტში;
  • მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში და წუთნახევრიან რეჟიმზე ჩართეთ;
  • ტილო ღუმელიდან გამოიღეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.

ეს არის და ეს!

შესაძლოა, სამზარეულოს ტილოების რეცხვის ეს მეთოდი უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მისი სიმარტივე და ეფექტურობა აუცილებლად მოგეწონებათ.

როგორ შევარჩიოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტროჩაიდანი?

ლამაზი დიზაინის, სისწრაფისა და მოხერხებულობის გამო დღეს უამრავი ოჯახი, ცეცხლზე დასადგამი ჩაიდნის ნაცვლად, ელექტროჩაიდნით სარგებლობს, ამიტომ ეს კითხვა მართლაც აქტუალურია...

დავიწყოთ იმით, რომ პირველად გამყიდველს საქონლის ხარისხის სერტიფიკატი უნდა მოსთხოვოთ. გახსოვდეთ, თუ საქონელს სერტიფიკატი არ აქვს, დიდი შანსია, რომ უხარისხო იყოს.

რატომ არის საშიში უხარისხო ელექტროჩაიდანი?

უპირველესად იმიტომ, რომ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებით წამლავს. მეტალი და პლასტიკატი, რომლისგანაც ჩაიდნის კორპუსია დამზადებული, გახურებისას დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას გამოყოფს (ფორმალდეჰიდი, ფენოლი, მძიმე მეტალები). ქლორიანი წყლის ჩასხმისას კი საფრთხე ორმაგდება.

გახსოვდეთ, რომ პლასტიკატისგან დამზადებული ელექტროჩაიდნის გამოყენების ვადა 2 წელია, მეტალისგან დამზადებულისა - 5 წელი, მინის ჩაიდანი კი 10 წელი მოგემსახურებათ.

როგორ ავირჩიოთ პლასტიკატისგან დამზადებული ხარისხიანი ელექტროჩაიდანი?

ვიზუალურად მიმზიდველი ელექტროჩაიდანი, რომელსაც პოლიპროპილენისგან დამზადებული კორპუსი აქვს, 100 გრადუსზე გახურებისას საშიშ ნივთიერებას - ფორმალდეჰიდს გამოყოფს. გახსოვდეთ, პოლიპროპილენისგან დამზადებული პროდუქციის მარკირებაზე ასოები ПП არის დატანილი და მაქსიმალურად მოერიდეთ ასეთი პროდუქციის შეძენას.

პოლიკარბონატისგან დამზადებულ ჩაიდნებს O, OთHEღ მარკირებით ამოიცნობთ. ეს ჩაიდნები პოლიპროპილენისგან დამზადებულებზე ხარისხიანია. მათი ექსპლუატაციის ვადაც შედარებით ხანგრძლივია და გაცხელებისას სუნიც თითქმის არ აქვს.

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მეტალის ჩაიდანი?

ხარისხიან საქონელს უნდა ახლდეს მარკირება, სადაც აღნიშნული იქნება საქონლის დანიშნულება, ექსპლუატაციის წესები და ა.შ. გახსოვდეთ, რომ წრეში მოთავსებული სამყურას ფოთოლი სტანდარტებთან შესაბამისობით დამზადებული, სერტიფიცირებული და ხარისხიანი საქონლის ნიშანია.

ალუმინის ჩაიდნები შედარებით იაფი ღირს, თუმცა მასში ადუღებული წყალი მავნე ზეგავლენას ახდენს ღვიძლზე, თირკმელებსა და ელენთაზე. მეტალისგან დამზადებულ, იაფ ელექტროჩაიდნებში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობაა, რაც სისხლში ქოლესტერინის ზრდას იწვევს.

საუკეთესო ელექტროჩაიდნები უჟანგავი რკინისგან მზადდება, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ ნაკაწრებისა და დაზიანებების გამოჩენამდეა რეკომენდებული.

როგორ ავირჩიოთ მინის ჩაიდანი?

ეს ყველაზე მძიმე, მაგრამ, ამასთანავე, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მოდელია. ყურადღება მიაქციეთ შეერთების ადგილებს და ზედაპირის სიგლუვეს. შედარებით იაფ მოდელებში ღია გამაცხელებელი ელემენტები გამოიყენება, ძვირ მოდელებში კი - დახურული. შესაბამისად, მათი ნალექისგან გაწმენდა მოსახერხებელია.

რატომ უნდა დაწვათ სახლში დაფნის ფოთოლი?

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგ სახლში გამუდმებით ყავის სუნი დგას, ზოგში - შინაური ცხოველის, სუნამოსი ან გემრიელი საჭმლის. ზოგან სიგარეტის ან ნესტის სუნი იგრძნობა და ა.შ. ბუნებრივია, ყველა არომატი სასიამოვნო ვერ იქნება, არადა სიმყუდროვისა და კომფორტისთვის სახლის სუნს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სახლში სასიამოვნო კლიმატის შესაქმნელად ყველაზე სწრაფი მეთოდი ჰაერის გამწმენდია, თუმცა ქიმიური საშუალებები სუნს მალე კარგავს.

ქიმიის ნაცვლად შეგიძლიათ, კარგად გამოცდილი საშუალება გამოიყენოთ, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ბერძნებთან იყო გავრცელებული - დაფნის ფოთლების წყალობით, მათ სახლში ყოველთვის მსუბუქი ჰაერი და სასიამოვნო სუნი იყო.

ასეთი შედეგის მისაღწევად საკმარისია, სახლში რამდენიმე ხმელი დაფნის ფოთოლი დაწვათ.

მცენარე, რომელსაც კულინარიაში სანელებლად გამოიყენებენ, ცინეოლისა და სპეციფიკური ეთერზეთების დიდ რაოდენობას შეიცავს.

გარდა იმისა, რომ ჰაერს წმენდს და სასიამოვნო სუნს აყენებს, დაფნას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

უპირველესად, დამწვარი დაფნის სუნი კოღოებს, ტარაკნებსა და სხვა აბეზარ მწერებს აფრთხობს და რაც მთავარია, ამ სუნს შეუძლია სასუნთქი გზების გასუფთავება, რაც ზამთრის ცივ პერიოდში ძალიან აქტუალურია!

რატომ არ უნდა გადაღვაროთ წყალი, რომელშიც მაკარონი მოიხარშა?

მაკარონის მოხარშვის შემდეგ ნახარშ წყალს, როგორც წესი, ვღვრით, თუმცა იტალიელი დიასახლისები გვარწმუნებენ, რომ ამ ნახარშს სრულიად უნიკალური თვისებები აქვს და შეგვიძლია, საოჯახო მეურნეობაში გამოვიყენოთ.

მაკარონის ნახარში სასარგებლოა ქოთნის ყვავილებისთვის, რადგან ზრდისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. თვეში ერთხელ მორწყეთ ყვავილები მაკარონის ნახარშით და შედეგს მალე იხილავთ.

იტალიურ სამზარეულოში მაკარონის ნახარშს ხშირად სხვადასხვა კერძის, მაგალითად, უგემრიელესი როზოტოს მოსამზადებლად იყენებენ.

დაბოლოს, მაკარონის ნახარში აუმჯობესებს საფუვრიანი, უშაქრო ცომის სტრუქტურას.

სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

როგორ მოვამზადოთ ქაცვის ზეთი შინ?

ამ უნიკალურ მცენარეს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს... ხშირად იყენებენ დამწვრობის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ბუასილისა და პაროდონტიტების დროს. ქაცვის ზეთს სვამენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ... მედიცინის გარდა, ის კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: მოშვებულ კანს უბრუნებს ელასტიკურობას, აჩერებს თმის ცვენას, ამაგრებს ფრჩხილებს და ა.შ.

ქაცვის ზეთის კლასიკური მეთოდით დასამზადებლად საღი ნაყოფი კარგად გარეცხეთ, ქაღალდის საფენზე ერთ ფენად დააწყვეთ და გააშრეთ.

ამის შემდეგ წვენსაწურის, ბლენდერის ან ხორცსაკეპი მანქანის საშუალებით დააქუცმაცეთ და წვენი გამოწურეთ.

ქაცვის ჩენჩო მინის ქილაში გადაიტანეთ და ზეთი დაასხით (სასურველია ზეითუნის).

გაითვალისწინეთ, რომ 3 ჭიქა ქაცვის ჩენჩოზე 1/2 ლიტრი ზეთი დაგჭირდებათ.

ქილას თავი დააფარეთ და ბნელ ადგილას დადგით.

ერთი კვირის შემდეგ ქილა გამოიღეთ და ქაცვის ჩენჩოდან ზეთი გადმოწურეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურა ფრთხილად უნდა ჩაატაროთ, რადგან ქაცვის ზეთი ტანსაცმელზე ძნელად ამოსაყვან ლაქებს ტოვებს.

პროცედურის ჩატარებისას არ უნდა გამოიყენოთ მეტალის ნივთები (ჯამი, ქვაბი, კოვზი და ა.შ.), რადგან ეს პროდუქტის სასარგებლო თვისებებს შეამცირებს.

შენიშვნა: საზოგადოდ, ქაცვის მიღების დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება.