რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

მასაის ტომის წევრები ბებერ ხორცს ჭიანჭველების ბუდეში დებდნენ, რომ მწერის მჟავათი დაერბილებინათ.

ბუნებრივია, თანამედროვე დიასახლისებს ეს მეთოდი არ გამოადგებათ, ამიტომ უკეთესი იქნება, პროფესიონალი მზარეულის, ჯეკ სკალფანის, საფირმო კერძის, “ფილე მინიონის” მომზადების მეთოდი გაგიზიაროთ.

“ფილე მინიონი” უნაზესი შემწვარი ხორცია და მის მოსამზადებლად მხოლოდ ხორცის ნაჭერი და მარილი დაგჭირდებათ.

მოათავსეთ ხორცი თუნუქის მშრალ ფურცელზე და ბლომად მსხვილი მარილი მოაყარეთ.

დამარილებული ხორცი რამდენიმე საათით დატოვეთ (ჯეკ სკალფანის აზრით, ხორცის ყოველ 2 სანტიმეტრს 1-საათიანი დაყოვნება სჭირდება. შესაბამისად, თუ თქვენი ხორცის ნაჭრის სისქე 7 სმ-ია, დამარილებული დაახლოებით 3 საათი უნდა დააყოვნოთ).

ეს დრო რომ გავა, დამარილებული ხორცის ნაჭერი გამდინარე წყლის ქვეშ დადეთ და მანამ გააჩერეთ, სანამ მარილი მთლიანად არ მოსცილდება, თქვენთვის სასურველი სუნელებით შეაზავეთ და ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ.

ამ მეთოდის არსი ის არის, რომ მარილს ხორციდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და ხორცის სტრუქტურასა და გემოვნურ თვისებებს აუმჯობესებს.

როგორ გავარჩიოთ ნატურალური პომიდორი გენმოდიფ იცირებულისგან?

ბოლო დროს სულ უფრო ძნელი გასარჩევია, რომელია ნატურალური პროდუქტი და რომელი - არა.

თავდაპირველად გენმოდიფიცირებული პროდუქტები აფრიკის ქვეყნებში მოშიმშილე ადამიანების გამოსაკვებად შეიქმნა, მაგრამ ამ ქვეყნებმა ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებს შიმშილი არჩიეს და გმო-ს შემცველი კულტურების იმპორტი აკრძალეს.

მრავალრიცხოვანი კორპორაციები დღემდე აგრძელებენ გმო პროდუქტების წარმოებას და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღებას.

სამწუხაროდ, პროდუქტებში გმო-ს შემცველობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიებში შეიძლება, თუმცა ჩვენი რჩევები ნატურალური ბოსტნეულის გენმოდიფიცირებულისგან გარჩევაში დაგეხმარებათ:

1. გმო პომიდორი გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურება. ყველა ნაყოფი თანაბარი ზომისაა, იდეალურად მრგვალი ან ოვალური ფორმა და პრიალა კანი აქვს.

2. ნატურალურობის მთავარი ნიშანი მავნებელი მწერისგან მიყენებული მცირეოდენი დაზიანებებია. გახსოვდეთ, მავნებელი გმო პროდუქტებს არ ეკარება.

3. პომიდორს თითი დააჭირეთ. თუ ნაყოფის კანი მხოლოდ ჩაიბურცა და არ გასკდა, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებულია.

4. ნატურალური პომიდვრის გაჭრისას წვენი გამოიყოფა. გმო პომიდვრის შემთხვევაში ასეთი რამ არ აღინიშნება.

დაბოლოს, ერთადერთი პროდუქტი, რომლის გენმოდიფიცირება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, წიწიბურაა, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.

როგორ მოვამზადოთ მდნარი ყველი სახლის პირობებში?

ამ გემრიელი პროდუქტის მომზადებას ცოტაოდენი დრო და რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება...

პროდუქტი:

  • მაღალი ცხიმიანობის ხაჭო - ნახევარი კილო
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კარაქი - 100 გ
  • სოდა - ნახ. ჩ/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:

1. ხაჭო, კვერცხი, კარაქი, სოდა და მარილი ერთმანეთში აურიეთ და კარგად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, ხორცის საკეპ მანქანაში რამდენჯერმე გაატარეთ.

2. მიღებული მასა წყლის აბაზანაზე დადგით და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მდნარი და წელვადი არ გახდება.

3. ცხელი მდნარი ყველი ცხიმწასმულ ფორმებში გადაიტანეთ და გააგრილეთ. სულ ეს არის.

გემრიელად მიირთვით!

რომელი ზედაპირით უნდა გამოვიყენოთ ალუმინის ფოლგა?

ძირითადად, მიიჩნევენ, რომ შეწვისას გლუვი ზედაპირი შიდა მხარეს უნდა აღმოჩნდეს, ანუ ეხებოდეს პროდუქტს. თუმცა სწორია ეს? დღეს ჩვენ გაგიმხელთ იმას, რა უთხრა აინშტაინმა თავის მზარეულს...

მაინც, რატომ აქვს ფოლგას განსხვავებული ზედაპირები?

ამას სპეციალურად არ აკეთებენ და ეს ტექნოლოგიური პროცესის შედეგია.

ალუმინი ლითონის მძიმე ლილვაკების გადატარებით დაჰყავთ თხელ ფირფიტებამდე, ისევე, როგორც ცომს ვაბრტყელებთ გასაბრტყელებელი ჯოხით. ის ზედაპირი კი, რომელსაც ლილვაკები ეხება, პრიალა გამოდის.

ფოლგის რომელი ზედაპირი უნდა ეხებოდეს პროდუქტს?

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ საკითხში შეგვიძლია, საკუთარი გემოვნებით ვიმოქმედოთ, რადგან ამ ზედაპირებს შორის ფუნქციური განსხვავება არ არსებობს.

ამის შესახებ წერს ქიმიკოსი, ჭასჰინგტონ Pოსტ-ის პოპულარული ბლოგერი და არაერთი საინტერესო გამოცემის ავტორი, პროფესორი რობერტ ვოლკე თავის წიგნში “რა უთხრა აინშტაინმა თავის მზარეულს” (What Einstein Told His Cook).

იმავე დასკვნამდე მივიდნენ ღეყნოლდს Kიტცჰენ-ის ტექნოლოგები.

ეს საკითხი პრინციპულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ალუმინის ფოლგის ცალი, გლუვი მხარე აღნიშნულია ნონ-სტიცკ-ით, ანუ ანტიდამწვრობის ნიშნით.

ამ დროს სწორედ ამ ზედაპირზე უნდა დადოთ პროდუქტი და ისე გადაახვიოთ.

დაბოლოს, გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ჰერმეტულად არის გადახვეული პროდუქტი, რადგან, თუ ჰაერი შეიპარა, სითბური პროცესი შენელდება და შესაბამისად, კერძის მომზადების დრო გაიზრდება.

დაალაგეთ ტაფაზე ალუმინის ფოლგის ბურთულები - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს:

გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადების ერთ-ერთი მეთოდი ორთქლზე მოხარშვაა. ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ და უნიკალურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ საკვების ცხიმის გარეშე მომზადებას.

1. ალუმინის ფოლგისგან გააკეთეთ 3-4 საშუალო ზომის ბურთულა.

2. ჩაალაგეთ ბურთულები ღრმა ტაფაში ან ქვაბში.

3. თეფშზე მოათავსეთ სასურველი პროდუქტი (ამ შემთხვევაში თევზი), მოაყარეთ მარილი და სუნელები გემოვნებით და თეფში ალუმინის ბურთულებზე დადგით.

4. ჩაასხით ტაფაში იმდენი წყალი, რომ ბურთულები ნახევრად დაფაროს. დააფარეთ ტაფას თავსახური და 7-10 წუთით ცეცხლზე დადგით. გაითვალისწინეთ, რომ კერძის მომზადების დრო პროდუქტზეა დამოკიდებული. ორთქლზე ხორცის მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, კატლეტის მომზადებას კი - ცოტა ნაკლები.

5. ფრთხილად ამოიღეთ თეფში ტაფიდან და კერძი გემრიელად მიირთვით.