ობის ნიშნების მქონე ნიგოზი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ - როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ კაკალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ობის ნიშნების მქონე ნიგოზი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ - როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ კაკალი

მნიშვნელოვანია ხარისხიანი და კარგი ნიგვზის შერჩევა, რათა კერძი გემრიელი და მართლაც სადღესასწაულო გამოგვივიდეს.

კაკლის შეძენისას უპირატესობა ნაჭუჭიან პროდუქტს მიანიჭეთ. ნაჭუჭის საშუალებით უფრო მარტივია ხარისხის განსაზღვრა. ამასთან, ნაჭუჭი საიმედოდ იცავს კაკლის გულს და ახანგრძლივებს შენახვის ვადას.

კაკლის გულის ორი ნახევარი დამახასიათებელი ტიხარითაა გამოყოფილი, რომელსაც კაკლის უღელს უწოდებენ. რაც უფრო ღია ფერისაა ეს ფირფიტა, მით გემრიელი იქნება ნიგოზი.

• კაკლის ნაჭუჭი დაფარულია დამახასიათებელი ნაოჭებით, მაგრამ მის ზედაპირზე არ უნდა იყოს ლაქა, ნადები, დაზიანება და სხვა დეფექტი (გარდა ამისა, კაკალი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა);

• კაკალი უნდა იყოს მშრალი (ნოტიო კაკლის შემთხვევაში გული ლპება);

• თუ ერთ კაკალს მეორეზე დავაკაკუნებთ, ის უნდა გამოსცემდეს მკაფიო, ხმამაღალ ხმას (ყრუ ხმა გაფუჭებულ გულზე მიუთითებს);

• კაკალს ღია ყავისფერი ფერი (ფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი და არ ჰქონდეს ჩამუქებული ან ღია უბნები) აქვს.

• ნიგვზის ზედაპირი არ უნდა იყოს ცხიმიანი (ცხიმი გამოიყოფა არასწორი ან ხანგრძლივი შენახვისას);

• კაკლის წონა მისი ზომის პროპორციული უნდა იყოს (მსუბუქ კაკალში გული შეიძლება იყოს გამომშრალი).

• წვრილ ნატეხებად დანამცეცებულ ნიგოზს შეიძლება ჰქონდეს მწარე გემო.

• ნიგოზს მისთვის ჩვეული არომატი უნდა ჰქონდეს (ნებისმიერი სხვა სუნი დაუშვებელია);

• ნიგვზის გარსი უნდა იყოს ოქროსფერი (ზედმეტად მუქი ნიგოზი შეიძლება გაფუჭებული იყოს და ჰქონდეს მწარე გემო);

• კაკლის შენჯღრევისას, ბირთვი უძრავად უნდა დარჩეს და ხმას არ გამოსცემდეს (ხმის არსებობა მიანიშნებს, რომ ბირთვი საკმაოდ მშრალი ან უკვე გაფუჭებულია).

როგორი ნიგვზის ყიდვა არ შეიძლება

• არ შეიძინოთ ნოტიო ნიგოზი ან კაკალი;

• კაკალი არ უნდა იყოს ცივი;

• თუ კაკლის ნაჭუჭზე წენგოს მწვანე ნაწილაკებია დარჩენილი, ე.ი. დაუმწიფებლია მოწყვეტილი და ასეთ ნიგოზს არ ექნება კარგი გემო;

• დაზიანებულნაჭუჭიანი კაკალის შეძენა არ ღირს;

• არაა რეკომენდებული ზედმეტად მსუბუქი კაკლის შეძენა (ბირთვი შეძლება გამომშრალი ან გაფუჭებული იყოს);

• არ შეიძინოთ კაკალი, თუ ნაჭუჭზე ხვრელებია (ბირთვი შეიძლება დაზიანებული იყოს პარაზიტებით ან მწერებით);

• არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ობის ნიშნების მქონე ნიგოზი (ობი გარეცხვის შემთხვევაშიც კი შეიძლება იყოს სერიოზული მოწამვლის გამომწვევი);

• ლაქები ან ნადები კაკლის გულსა და ნაჭუჭზე ასევე პროდუქტის უხარისხობაზე მიანიშნებს.

ლალი ჩხიკვაძე