რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელთა ვადებისა არაფერი ვიცით და მათი ექსპლუატაცია უყურადღებოდ გვრჩება.

სავარცხელი - 1 წელი

როგორც აღმოჩნდა, სავარცხელი, სულ მცირე, კვირაში ერთხელ უნდა გავრეცხოთ და წელიწადში ერთხელ მაინც გამოვცვალოთ.

ბალიშები - ვარგისიანობის ვადა 2-3 წელი

იმის მიუხედავად, რა მასალით არის დამზადებული ბალიში, 2-3 წლის შემდეგ მტვრის ბუდედ იქცევა და შესაძლოა, დეფორმაციის გამო, კისერიც გატკინოთ.

კბილის ჯაგრისი - 3 თვე

კბილის ჯაგრისი მაშინაც კი უნდა გამოვცვალოთ, თუ გრიპისგან ან სხვა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან განვიკურნებით, რომ ვირუსი ხელახლა არ შეგვიბრუნდეს.

ოთახის ჩუსტები - 6 თვე

ოთახის ჩუსტები სოკოვანი დაავადების გადამტანი საშუალებაა. 6 თვის მანძილზე ის რაც შეიძლება ხშირად უნდა რეცხოთ.

შხაპის ღრუბელი - ვარგისიანობის ვადა 2 კვირა

აბაზანის ღრუბელი და ჯაგრისები ასევე უამრავი ბაქტერიის გადამტანია და ამიტომ ხშირად უნდა ცვალოთ.

პირსახოცი - ვადა 1-3 წელი

სველი და ნესტიანი პირსახოცები იდეალური ბუდეა სხვადასხვა ბაქტერიისთვის. ამ პრობლემას ხშირი რეცხვითაც კი ვერ მოაგვარებთ.

სარბენად განკუთვნილი ბოტასი - 1 წელი

მაქსიმუმ 450 კმ-ის გარბენის შემდეგ ბოტასები ამორტიზაციას კარგავს, ამან კი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.

ბიუსტჰალტერი - 1-2 წელი

როგორც კი ბიუსტჰალტერი ფორმას დაკარგავს, გადიდდება, დაპატარავდება ან ნაკლებად ელასტიკური გახდება, დაუნანებლად გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი.

როგორ გავწმინდოთ აბაზანის ჩამჯდარი ჭუჭყი:

  • აბაზანის ფარდა პირვანდელ სისუფთავეს დაიბრუნებს, თუ დაობებულ ადგილებს თანაბარი რაოდენობით გაზავებული წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნარევით გაწმენდთ.
  • კბილის ჯაგრისიდან მიკრობების მოსაცილებლად ჯაგრისი 1 საათით მოათავსეთ ძმარში და შემდეგ კარგად გაავლეთ წყლით.
  • ღრუბელი, რომელსაც ხშირად ხმარობთ, 1 საათით წყლისა და ძმრის თანაბარ ხსნარში მოათავსეთ, შემდეგ კარგად გაავლეთ და გააშრეთ.
  • წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ აბაზანიდან სიყვითლის მოცილებაში. ჩაასხით ის სპრეი-ბოთლში, შეასხურეთ აბაზანის ზედაპირს, 1 საათი დაელოდეთ და მორეცხეთ თბილი წყლით.
  • აბაზანის ზედაპირს ასევე მარტივად გაწმენდთ, თუ თავდაპირველად სოდას მოაყრით, დაელოდეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ძმარი მოასხით. ბოლოს ჯაგრისით მოასუფთავეთ და ჩარეცხეთ თბილი წყლით.
  • ლიმონის მჟავა ეფექტურად აშორებს ყვითელ ლაქებს. ხსნარის მოსამზადებლად ლიმონმჟავას 1 შეკვრა გახსენით 1 ჭიქა წყალში, დაიტანეთ ღრუბლით აბაზანის ზედაპირზე, დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ მორეცხეთ თბილი წყლით.
  • უნიტაზმა რომ იბრწყინოს, გამოიყენეთ მდოგვის ფხვნილისა და ლიმონმჟავასა და სიმინდის ფქვილის სახამებლის თანაბარი ოდენობის ნარევი.
  • უნიტაზის გასაახლებლად შეგიძლიათ „სისუფთავის ბომბები“ გამოიყენოთ. 1-2 ბომბის წყალში ჩაგდებით ერთდროულად მიიღებთ სისუფთავესაც და სასიამოვნო სუნსაც.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა საკვები სოდა;
  • 1/4 ჭიქა ლიმონის მჟავა;
  • 1/2 ჩაის კოვზი ძმარი;
  • 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი;
  • 15-20 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი.

მომზადების წესი:

ჯამში ჩაყარეთ სოდა და დაამატეთ ლიმონმჟავა. მეორე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, წყალბადის ზეჟანგი და ეთერზეთი. შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა დაამატეთ სოდას და ლიმონმჟავას. კოვზით პატარა ბურთულები გააკეთეთ. „ბომბები“ დაალაგეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და 6 საათი დატოვეთ გასაშრობად. „ბომბები“ შეინახეთ მინის თავდახურულ ქილაში.

  • ფილებს შორის დაგროვებული ობის მოსაცილებლად დაგეხმარებათ პარაფინის თეთრი სანთელი. სანთლის ქვედა ნაწილი უბრალოდ რამდენჯერმე გადაატარეთ ფილებს შორის. ეს დაგეხმარებათ გაწმენდაში და დაიცავს კვლავ დაბინძურებისგან.
  • ჩაყარეთ ჭიქაში საკვები სოდა, შემდეგ დაასველეთ თბილ წყალში უფუნქციო კბილის ჯაგრისი, ამოავლეთ სოდაში და დაბინძურებული მეტლახი ან კაფელი გაწმინდეთ. ბოლოს გადაავლეთ წყალი, თქვენი იატაკი სისუფთავისგან იბრწყინებს!
  • ფილებს შორისი ჭუჭყის მოსაცილებლად მეორე ვარიანტიც შეგიძლიათ სცადოთ: შეურიეთ ერთმანეთს თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი, 2/1 პროპორციით და წაუსვით პრობლემურ ადგილებს.
  • 15 გრამ ლიმონის მჟავას დაამატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და ამ ხსნარით გაწმინდეთ კაფელი. შემდეგ კი სუფთა ტილო გადაატარეთ.
  • ძმარს შეუძლია ყველაზე დაბინძურებული ფილების გაწმენდაც. შეასხურეთ ძმარი ფილებს, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოწმინდეთ. ბოლოს მშრალი ტილო გადაუსვით. ამ მეთოდით გაასუფთავებთ კიდეც და დეზინფექციასაც ჩაუტარებთ კედლებს.
  • არ დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანის გაწმენდა 3 თვეში ერთხელ მაინც!

ლიმონის მჟავა დაგეხმარებათ სარეცხი მანქანიდან ობისა და ნადების გაქრობაში. ჩაყარეთ სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში ლიმონმჟავას გრანულები და ჩართეთ მაქსიმალური ტემპერატურის სრული პროგრამა.

ეს მარტივი და ეფექტური ნაზავი დაგეხმარებათ სარეცხი მანქანის შიდა ნაწილის გასუფთავებაში.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა ძმარი;
  • 1/4 ჭიქა საკვები სოდა;
  • 1/4 ჭიქა წყალი;
  • ღრუბელი.

რა უნდა გააკეთოთ:

აურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა, ჩაასხით ხსნარი სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში. დაამატეთ ძმარი სარეცხი მანქანის ე.წ. ბარაბანში. ჩართეთ ჩვეულებრივი პროგრამა. დასრულების შემდეგ კი გაწმინდეთ ღრუბლით კართან არსებული რეზინის წრეები და დატოვეთ კარი ღია, რომ კარგად გაშრეს.

  • ღუმლიდან ცხიმის ლაქებს ჩვეულებრივი საშლელით მოაცილებთ. პროფესიონალი დამლაგებლები ხშირად იყენებენ ამ ხრიკს.
  • დაბინძურებული ღუმლის გაწმენდა შესაძლებელია ლიმონის წვენის დახმარებითაც. გამოწურეთ ლიმონის წვენი და წაუსვით ზედაპირს, გააჩერეთ 15 წუთით და ბოლოს გაწმინდეთ.
  • გამოიყენეთ ძმარი, რომ განაახლოთ თქვენი ღუმელი. ზედაპირს ღრუბლით წაუსვით ძმარი, დაკეტეთ კარი და დატოვეთ რამდენიმე საათი. ბოლოს გაწმინდეთ წყლით.
  • საკვები სოდა არაჩვეულებრივად უმკლავდება ღუმლის შუშიან კარზე შერჩენილ ცხიმს და მიმწვარ საკვებს. ჯერ გაწმინდეთ ღუმლის შიდა ნაწილი წყლით და შემდეგ სოდა წაუსვით. რამდენიმე წუთი გააჩერეთ და შემდეგ ისევ წყლით მოწმინდეთ.
  • ყოველ სეზონზე ერთხელ მაინც გაწმინდეთ მატრასი მტვერსასრუტით. არ დაგავიწყდეთ მოარგოთ დელიკატური ზედაპირებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი (კარგი იქნება, თუ თეთრეულის ყოველი გამოცვლისას გაწმენდთ).