რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რჩევები დიასახლისებს

რჩევები დიასახლისებს
* ბლენდერის გასასუფთავებლად ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
* რბილ იატაკზე ლაქების მოსაშორებლად ერთმანეთში შეურიეთ სოდა და წყალი. უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა. წაუსვით დალაქავებულ ადგილს, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
* შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები, ნამსხრევების ხელით აკრეფა რომ არ შეიძლება, ეს ყველამ იცის, ამიტომ, მათ ასაკრეფად თეთრი პურის გული გამოიყენეთ.


mkurnali.geგააახლეთ ავეჯი


ტყავის ავეჯის გაახლებაში ფეხსაცმლის კრემი დაგეხმარებათ. წაუსვით ნაკაწრებში და ისინი
გაქრება.


გაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა


მანქანის ზედა თაროზე მოათავსეთ ძმრიანი ჭიქა, ჩართეთ უმაღლეს ნიშნულზე. შემდეგ ფსკერზე მოაყარეთ სოდა და კვლავ ჩართეთ მანქანა.


ახლა გაზქურას მივხედოთ


ცივ გაზქურაში მთელი ღამით მოათავსეთ ფიალა, რომელიც ნახევრად სავსე იქნება ამიაკით. დილით შედეგი გაგაოცებთ.

მატრასის სწრაფი გაწმენდა მისასხურებელში ჩაასხით არაყი
(სპირტი), თანაბრად შეასხურეთ მთელ მატრასს და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. ალკოჰოლი გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ყველა მიკრობს.

  • თუ სტუმრების წასვლის შემდეგ ოთახი თამბაქოს სუნით გაიჟღინთა, გააღეთ ფანჯრები და რამდენიმე ადგილას სველი პირსახოცი ჩამოკიდეთ.
  • ზეთის საღებავის სუნს ოთახიდან სწრაფად განდევნით, თუ ოთახში, რამდენიმე ადგილას, მარილის ფიალებს დადგამთ.
  • მინის ჭურჭელს ქიმიური საშუალებების გარეშეც კარგად გარეცხავთ, თუ თბილ წყალში გახსნილ მარილს ან სოდას გამოიყენებთ.
  • თუ სამზარეულოში ცუდი სუნი დგას, გახურებულ გაზზე ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა დადეთ, ან ცოტა მარილი მოაბნიეთ.
  • ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები მათეთრებელ ნივთიერებებს შეიცავს. ამიტომ მათ ფერადი თეთრეულის გასარეცხად ნუ გამოიყენებთ, გაგიუფერულებთ.
  • საცურაო კოსტიუმი ყოველი გამოყენების შემდეგ სარეცხ მანქანაში დამცავი რეჟიმით გარეცხეთ, რადგან მარილიანმა და ქლორიანმა წყალმა, აგრეთვე, კანის ცხიმმა შეიძლება გააფუჭოს ქსოვილის ტექსტურა.
  • გარეცხვის წინ ფერად თეთრეულს ნუ ჩაალბობთ.
  • სინთეტიკური, შალის, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილები ცალ-ცალკე უნდა გარეცხოთ.
  • ოქროს სამკაულები საპნიანი წყლით და რბილი ჯაგრისით ფრთხილად დაამუშავეთ. განსაკუთრებით - შესაკრავის ადგილი.
  • ოქროს სამაჯურს, ძეწკვს ადვილად გარეცხავთ, თუ ბოთლში საპნიან წყალს ჩაასხამთ, მასში ჯაჭვებს ჩაუშვებთ და რამდენჯერმე ენერგიულად შეანჯღრევთ. პროცედურის დასრულების შემდეგ ოქროს სამკაულები რბილი პირსახოცით უნდა შეამშრალოთ.
  • თვლიან ბეჭდებში ყველაზე მეტი მტვერი თვლის ქვეშ გროვდება. ამიტომ ასანთის ღერზე თხლად დაახვიეთ ბამბა, გლიცერინში დაასველეთ და თვალი ორივე მხრიდან აკურატულად გაწმინდეთ. შემდეგ ნატით ან რბილი ნაჭრით გაამშრალეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ თვალი წვეტიანი ან ბასრი საგნით.
  • თუ არ გსურთ, რომ ბეჭდის თვლებმა ბზინვარება დაკარგოს, ხელების დაბანამდე მოიხსენით ისინი.
  • ვერცხლის სამკაულები საპნიანი წყლით გარეცხეთ, რბილი ქსოვილით შეამშრალეთ და ჯინსის ნაჭრით გააპრიალეთ.
  • ბიჟუტერიამ დიდხანს რომ გაგიძლოთ, მოარიდეთ წყალს; ახალს უფერული ფრჩხილის ლაქი გადაუსვით, რათა თავისი ფერი დიდხანს შეინარჩუნოს.
  • მარგალიტი (ნატურალურიც და ხელოვნურიც) სხვა სამკაულებისგან ცალკე შეინახეთ, რათა გაკაწვრისგან დაიცვათ. ხელოვნური მძივები ნატის ქსოვილით დაამუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ნატურალური მარგალიტი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დაშალოთ, სათითაოდ გაწმინდოთ და ისევ აასხათ ძაფზე.
  • სპილოს ძვლისა და ქარვის სამკაულები თბილი წყლით გარეცხეთ. ხის სამკაულებს არ რეცხავენ. მათ ან ნაჭრით წმენდენ, ან რბილი ჯაგრისით ასუფთავებენ. თუ სახეზე ან ხელებზე კრემი გისვიათ, არასდროს მოიხვედროთ ხის სამკაული კანზე, მას ცხიმის კვალი დააჩნდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
05-02-2019
ბუნებრივ პროდუქტს ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლება შეუძლია, თანაც გაცილებით უსაფრთხოდ
05-11-2018
ბებიების ოქროს რჩევები! ეს პატარა, საყოფაცხოვრებო ხრიკები გენიალობამდე მისული სიმარტივით გაგაოცებენ და,
04-10-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიყვი, სოკოწითელა (ლათ. Aმანიტა ცაესარეა) - ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახიდან.
დიასახლისები საზამთროდ მხოლოდ მურაბებსა და კომპოტებს კი არ იმარაგებენ, ბოსტნეულსაც.
სამზარეულოს ღრუბელი, სახლში, ერთერთი ყველაზე საშიში და ჭუჭყიანი საგანია.
ბინას, მის მოწყობასა და ესთეტიკას, სივრცის განაწილებას, ქალების უმრავლესობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მოხერხებულ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდეს.
ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
გაზაფხული – მკვეთრი ფერებისა და სურნელოვანი ყვავილების დროა არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ ყოველ სახლში.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად