დიასახლისის კუთხე

რატომ გვირჩევენ სპეციალისტები უჟანგავი ლითონის ან თუჯის ჭურჭლის გამოყენებას

რატომ გვირჩევენ სპეციალისტები უჟანგავი ლითონის ან თუჯის ჭურჭლის გამოყენებას
ჭურჭელი ტეფლონის საფარველით გარანტირებულად არ იწვავს საკვებს, მაგრამ შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც ტეფლონის ფენა დაზიანებულია. ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია მის შემდგენლობაში შემავალი ტოქსიური პერფტოროქტანის მჟავა.

აღნიშნული ნაერთი ორგანიზმში იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას, იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას. არაა გამორიცხული მჟავის ზემოქმედების შედეგად კიბოს განვითარების რისკის მატებაც. ცნობილია, რომ პერფტოროქტანის მჟავა ასევე შედის ცეცხლგამძლე, ნესტგამძლე მასალების შემადგენლობაში.
ტეფლონის საშიშროება ჯერ კიდევ 2006 წლიდანაა ცნობილი, როდესაც ტეფლონის საფარველის მქონე ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია DuPont დაადანაშაულეს გამოშვებული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული
ანგარიშების დამალვაში. ამის გამო წარმოება დაიკეტა.

მიუხედავად ამისა, პერფტოროქტანის მჟავის გამოყენება სხვა კომპანიებმა დაიწყეს. ექსპერტების აზრით, აღნიშნული მჟავა ორგანიზმზე აზბესტისა და ტყვიის მსგავსი მოქმედებით ხასიათდება. უარყოფითი შედეგების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები გვირჩევენ უარი ვთქვათ ტეფლონის ზედაპირიან ჭურჭერლზე და გამოვიყენოთ უჟანგავი ლითონის ან თუჯის ჭურჭელი. საკვების მომზადება
კი უმჯობესია ზეითუნის ზეთზე.

ლალი ჩხიკვაძე