დიასახლისის კუთხე

სახლში არსებული ყველაზე სახიფათო საგნები

სახლში არსებული ყველაზე სახიფათო საგნები
პოპულარული საყოფაცხოვრებო ნივთიები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს, შეიძლება ჯანმრთელობისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენდეს.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

მასზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე, ამიტომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის სისტემატური ცვლა აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ღრუბელი ძალიან სასიამოვნო გარემოა ბაქტერიებისა და სოკოებისთვის: მასზე ბევრია საკვები, სისველე, ამიტომ იქ ბინადრობენ სხვადასხვაგვარი მირკროორგანიზმები, მათ შორის ნაწლავის ჩხირიც კი. იმისათვის, რომ ღრუბელი ვიხმაროთ ჯანმთელობისთვის მინიმალური ზიანის რისკით, კარგად გარეცხეთ და კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ. მის გასტერილებას აზრი არ აქვს.

ბამბის ჩხირები

ყურის გასუფთავება ბამბის ჩხირების
საშუალებით არ შეიძლება, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ დაფის აპკის მიდამოში გოგირდის დათრომბვას. გარდა ამისა, ყურის ჩხირით შეიძლება დავიზიანოთ ყური. შემთხვევათა 19% ყურში მოხვედრილი უცხო საგნები, რომელთა ამოღებაც მხოლოდ ექიმს შეუძლია, ყურის ჩხირებია. ბამბის ჩხირების მოყვარულებში დაფის აპკის დაზიანებაც ხშირია. დასაწყისისთვის შეეცადეთ გადახვიდეთ ჩხირებზე, რომელთაც სპეციალური
შემზღუდავი ფორმა აქვს.

ხალიჩა

ხალიჩა მტვრის და სხვა უსიამოვნებების ნამდვილი ბუდეა. მაგალითად, ბინაში მომატებული ტენიანობისას შესაძლებელია ხალიჩაზე თვალით უხილავი ობის გაჩნდეს. მისი სპორების შესუნთქვისას იზრდება რინიტის, ასთმის, ალერგიული სოკოვანი სინუსიტის და სხვათა რისკი. თუ მყარი ზედაპირიდან მისი გაწმენდა შესაძლებელია, ხალიჩის ზედაპირიდან ობისგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება თავად ხალიჩის მოშორებაა. ასთმიანი და ალერგიანი ადამიანებისთვის ხალიჩა კატეგორიულად უკუნაჩვენებია.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
10-05-2019
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
19-04-2019
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
11-08-2018