რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

* თუ სარკე დაიბურა, გაწმინდეთ ის არაყში ან ნიშადურის სპირტში დასველებული ჩვრით, როცა შეშრება, მშრალი ტილო გადაუსვით.

* ვიწროყელიანი ჭურჭლის, მაგალითად, ბოთლის გარეცხვა გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება. ამიტომ უმი კარტოფილის პატარა ნაჭრები ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ბოთლის ნახევარი წყალი და შეანჯღრიეთ ენერგიულად. შემდეგ გამოავლეთ ბოთლს ჯერ საპნიანი და შემდეგ სუფთა წყალი.

* ცხელ წყალში ჭიქები რომ არ გასკდეს, მოზრდილი ქვაბის ძირში ჩააფინეთ გაზეთის ფენა (დაახლ. 20-30 მმ), დადგით ჭიქები გაზეთის ფენაზე და დაასხით ცივი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ თანდათან დაუკელით ცეცხლს და გამორთეთ. ჭიქები წყალში მანამ დატოვეთ, ვიდრე წყალი ოთახის ტემპერატურისა არ გახდება.

* მიმწვარი ჭურჭელი ჩაალბეთ წყალში, დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მარილი. გააჩერეთ ცოტა ხანს და შემდეგ გარეცხეთ.

* გარეცხვის შემდეგ თუჯის ჭურჭელი ცეცხლზე გამოწვით, ამგვარად ის საკვებს აღარ მიიწვავს.

* თუ გაზქურის ღუმელს ხშირად იყენებთ, გასაკვირი არაა, რომ ჩამჯდარ ცხიმთან გამკლავება მოგიწევთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ საყოფაცხოვრებო საპონი, გაურიეთ წყალში და დაუმატეთ სოდა. მიღებული სითხით გაწმინდეთ ღუმლის კედლები.

* მიკროტალღურ ღუმელში დადგით წყლით სავსე ღრმა თეფში. ცხელი ორთქლი დაალბობს წარმოქმნილ ჭუჭყსა და ცხიმს, შემდეგ კი უპრობლემოდ გაწმენდთ.

* ხისტი წყლის შხეფები ხშირად ტოვებს ძნელად მოსაშორებელ კვალს. ამგვარ ლაქებს კაფელისა და სხვა ზედაპირიდან ადვილად მოაშორებთ ნიშადურის სპირტის სუსტი ხსნარით. შემდეგ მშრალი ტილოთი გააპრიალეთ.

* სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, ან სულაც დალაგების შემდეგ, თქვენი ხელები ფერს იცვლის. გაიწმინდეთ ისინი ვაშლის ქერქით.

* ცხიმის ლაქებს ადვილად მოაშორებთ ბეწვეულიდან, თუ მათ მარილისა და ნიშადურის სპირტის ნარევით დაამუშავებთ (1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი, 3 ჩ/კ მარილი 500 მლ წყალზე).

* ტყავის ქურთუკების, ჩანთებისა და საერთოდ, ტყავის ნაწარმის გაწმენდა შეგიძლიათ საპნიანი წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავით, შემდეგ გააპრიალეთ აბუსალათინის ზეთში დასველებული ჩვრით.

* ზეთის, შპროტისა და სხვა კონსერვებისაგან დატოვებული ლაქების მოცილებაში ცარცი დაგეხმარებათ. დაფხვენით და ფხვნილი იმდენ ხანს უსვით ლაქას, სანამ ქსოვილზე არსებულ ცხიმს ბოლომდე არ შეიწოვს. შემდეგ გააჩერეთ რამდენიმე საათით და ცარცის ფხვნილის ნარჩენები ჯაგრისით მოაშორეთ.

* ვერცხლის ჭურჭელს ლიმონი გააპრიალებს.

* ფანჯრებსა და ჭაღებს კარგად წმენდს ძმარი (2 ჩ/კ 1 ლ წყალზე).

* ლაქებს ფაიფურის ჭურჭლიდან ადვილად მოაშორებთ თბილ წყალში გარეული ნიშადურით.

* ბროლის ჭურჭლის სოდით გაწმენდა არ შეიძლება. ბროლის ნაწარმს კარგად ასუფთავებს თბილ წყალში შერეული ლილა. არ შეიძლება ცხელი წყლით რეცხვა.

* შუშის ლარნაკები ჯერ თბილ, მარილიან წყალში გარეცხეთ, შემდეგ კი ცივ წყალში გაავლეთ.

* დანების განახლება შესაძლებელია უმი კარტოფილითა და ლიმონის წვენით. დანების რეცხვა ცხელ წყალში მიზანშეწონილი არ არის, ამ შემთხვევაში ისინი მალე დაბლაგვდება.

* ვერცხლისა და მელქიორის კოვზები გარეცხეთ ცოტაოდენი ნიშადურის სპირტშერეული წყლით.

* მიმწვარი ცხიმის მოშორებას ამგვარად შეძლებთ: დიდი ზომის ქვაბში ჩაყარეთ დაფხვნილი საყოფაცხოვრებო საპონი, შემდეგ ჩააწყვეთ მიმწვარი ჭურჭელი, დაასხით წყალი და გამოხარშეთ. მთელი ჭუჭყი გამოვა და მხოლოდ გავლება დაგჭირდებათ.

* ქსოვილიდან ჟანგის ლაქას ადვილად მოაშორებთ, თუ მასზე მწიფე პომიდვრის წვენს დაასხამთ და შემდეგ გრილ წყალში ფხვნილით ან საპნით გარეცხავთ.

* ჟანგის ლაქებს ლიმონის წვენიც კარგად უმკლავდება: დაასხით ლაქას და გააჩერეთ ლაქის გაქრობამდე. შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ.

* ფერადი ქსოვილებიდან ჟანგის მოცილება შეიძლება გლიცერინის, ცარცის ფხვნილისა და წყლის მეშვეობით (1:1:1). დაამუშავეთ ლაქები მიღებული მასით, გააჩერეთ 12 საათით და შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ.

* ლინოლიუმის მორეცხვა თბილი საპნიანი წყლით შეგიძლიათ.

* ლინოლიუმიდან იოდის ლაქას ადვილად მოაშორებთ, თუკი რძეს დაასხამთ და შემდეგ საპნიანი წყლით მორეცხავთ.

* ხშირად იატაკზე ლაქები წარმოიქმნება. მოაშორეთ ისინი თხელი ზუმფარის ფურცლით, შემდეგ იმ ადგილას მასტიკა წაუსვით და გააპრიალეთ.

* ონკანები სააბაზანოსა და სამზარეულოში იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის ქერქით გაწმენდთ. ამის შემდეგ წყალი გადაავლეთ და მშრალი ჩვრით გააპრიალეთ.

* ხორცი სიცხეში უმაცივროდ არ გაგიფუჭდებათ, თუ მას ლიმონის წვენს მოასხამთ და შედარებით გრილ ადგილას შეინახავთ.

* თუ ხორცს ან თევზს ძმრით გაჟღენთილ ტილოში ჭინჭრის ფოთლებთან ერთად შეახვევთ, პროდუქტი დიდხანს იქნება საჭმელად ვარგისი.

* მოჭრილი ძეხვი რომ არ გამოშრეს, წაუსვით ცხიმი.

* თუ კატლეტის ფარში ძალიან წვნიანი ან ცხიმიანია, გატარებული პურის ნაცვლად მასში მანანის ბურღული შეურიეთ, კატლეტები ფუმფულა გამოვა და გემოსაც არ შეიცვლის.

* თუ ნამცხვრის გამოსაცხობ ფორმაში საფანელის ნაცვლად მანანის ბურღულს მოაყრით, ნამცხვარს ხრაშუნა ოქროსფერი ქერქი ექნება.

* თევზს ქერცლი ადვილად მოშორდება, თუ მას ძმრიან წყალში გააჩერებთ.

* თუ შეწვის წინ ტაფაზე ცხიმთან ერთად დაჭრილი უმი კარტოფილის ნაჭრებს დააწყობთ, ის თევზის არასასიამოვნო სუნს შეიწოვს.

* პომადის ლაქებს შალისა და აბრეშუმის ქსოვილიდან ადვილად მოაშორებთ გაუზავებელი სპირტით.

* თმის საღებავის ლაქების მოცილებაში წყალბადის ზეჟანგისა და ნიშადურის სპირტის ნარევი დაგეხმარებათ.

* ტანსაცმლიდან ოფლის ლაქები გაქრება, თუ რეცხვისას თბილ წყალში ცოტაოდენ ნიშადურის სპირტს დაუმატებთ (1ჩ/კ 1 ლ წყალზე).

* თეთრი ქსოვილიდან კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) ლაქას ადვილად მოაშორებთ ღოლოს მჟავას ხსნარით.

* პომიდვრის ლაქებს ადვილად უმკლავდება 10%-იანი ღოლოს მჟავას ხსნარი. ამ ხსნარით ლაქას დამუშავების შემდეგ გაავლეთ ქსოვილი გრილ წყალში.

* იოდით დალაქავებული ქსოვილი რამდენჯერმე წყალში ამოავლეთ და შემდეგ ლაქა სახამებლით გაწმინდეთ.

* ცოტაოდენი თიხა გაჟღინთეთ ძმრით. ეს კარგი საშუალებაა რბილი ავეჯიდან ცხიმიანი ლაქების ამოსაყვანად.

* ზოგჯერ ავეჯზე ცხელი ან სველი ჭიქები ლაქებს ტოვებს. თუ ლაქა მუქი ფერისაა, შეურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი ზეთი, მაიონეზი და სიგარეტის ფერფლი, ლაქა ამ მასით დაამუშავეთ. შემდეგ ჩვრით გააპრიალეთ.

* თუ აბრეშუმის ქსოვილზე უთომ კვალი დატოვა, სასწრაფოდ მოამზადეთ სოდისა და წყლისგან ფაფისებრი მასა და ლაქა დაამუშავეთ. როდესაც გაშრება, სოდა ჯაგრისით მოაშორეთ, ქსოვილი კი ცივ წყალში გაავლეთ.

* ფერადი და აბრეშუმის ქსოვილიდან ოფლის ყვითელ ლაქებს მარილწყალი აშორებს (1ს/კ 1 ჭიქა წყალზე).

* ნატის ჩანთის გაწმენდა რეზინის ჯაგრისით შეგიძლიათ. აპრიალებული ადგილები კი თბილი რძისა და სოდის ნაზავით გაწმინდეთ.

* ტყავის ჩანთის გაწმენდა შეიძლება გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ხახვით. ტყავმა რომ იპრიალოს, გაწმინდეთ ის ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.