ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანის სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას - ნარკოზის შემდგომი დიეტა
რომელიც ვითარდება როგორც ანესთეზიისას გამოყენებული ნივთიერებების, ისე საკუთრივ მანიპულაციის მიმართ.
კუჭ-ნაწლავის სისტემა
მძიმე ოპერაციის შემდეგ (რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება) ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას, ბოყინს, ფაღარათს, მეტეორიზმს და სხვა.
მშრალი ენა ნივთიერებათა ცვლის მოშლის მაუწყებელია. ასეთ დროს პაციენტს ენა სველი ტამპონით უნდა გავუსუფთაოთ. ენის სიმშრალე ხშირად ნარკოზის შემდეგ 2-3 კვირაც კი გრძელდება.
ასეთ დროს შედეგიანია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება: 1 სადილის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში. ამავე მიზნით გამოდგება ბორის მჟავას 2-პროცენტიანი ხსნარი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ვარდისფერი ხსნარი.
ნარკოზის შემდგომი დიეტა
მუცლის ღრუს ორგანოებზე ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ წყლის სმა ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ეს აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ენისა და ტუჩების დასველება, პირის ღრუში წყლის გამოვლება. ნარკოზის შემდგომი სპეციალური სამკურნალო დიეტა არ არსებობს.
პაციენტები ჩატარებული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით იკვებებიან, თუმცა ნარკოზის შემდეგ ფუნქციათა, განსაკუთრებით - აზროვნებისა და მეხსიერების, სწრაფი აღდგენისთვის აუცილებელია, თავი იმ ორი ნივთიერების უხვად შემცველი პროდუქტებით დაიტვირთოთ, რომლებიც ნარკოზის შემდეგ ტვინს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ნივთიერებები ლეციტინი და ქოლინია. ლეციტინი ფოსფოლიპიდების ჯგუფის ცხიმოვანი ნაერთია.
მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: ენერგიით ავსებს ნერვულ უჯრედებს, შედის უჯრედის კედლის შემადგენლობაში, უზრუნველყოფს კავშირს ტვინის სხვადასხვა უბანს შორის. ლეციტინით მდიდარია კვერცხის გული, ხორცი, ბარდა, ლობიო, არარაფინირებული ზეთი და სოია. ქოლინი ვიტამინის მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეციტინის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი აცეტილქოლინის - ნერვული სისტემის მედიატორის სტრუქტურული ერთეულია. აცეტილქოლინი ყურადღების კონცენტრაციასა და აბსტრაქტულ აზროვნებაში გვეხმარება, ამიტომ ტვინი სისტემატურად უნდა ვკვებოთ ქოლინის შემცველი პროდუქტებით: ღვიძლით, მჟავე კომბოსტოთი, თხილით, ბარდით.
აუცილებელი და განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენები, მინერალური წყლები და ჩაი (უპირატესად - მწვანე).