ანესთეზიის შემდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ანესთეზიის შემდეგ

ანესთეზიის შემდეგ

ანესთეზიის შემდგომი გართულებანი გამოწვეულია ოპერაციაზე ორგანიზმის რეაქციით, რომელიც ვითარდება როგორც ანესთეზიისას გამოყენებული ნივთიერებების, ისე საკუთრივ მანიპულაციის მიმართ.

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ

გაუტკივარებით გამოწვეული გართულებანი გაცილებით ნაკლებია ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ. უსიამოვნო სიმპტომები უმეტესწილად იმ პაციენტებში იჩენს თავს, რომლებსაც ანესთეტიკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

მათ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებათ ზოგადი მოშლილობანი, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, ღებინება, ციანოზი. ეს გართულებები არცთუ ისე საშიშია, სიმპტომური და სპეციფიკური ანესთეზიის შემდგომი თერაპიის შედეგად მალე გაივლის და ინტოქსიკაციის მოვლენებიც ქრება.

 

რეგიონული ანესთეზიის შემდეგ

ასევე იშვიათია რეგიონული ანესთეზიის შემდგომი გართულებებიც, ამიტომ

პაციენტები ოპერაციის შემდეგ თამამდებიან. გახსოვდეთ: არ არის სასურველი ახალნაოპერაციევის უცბად წამოჯდომა, ადგომა ან აქტიური მოძრაობა, რადგან კიდურებს მგრძნობელობა ერთბაშად არ უბრუნდება, მის ბოლომდე აღდგენას დრო სჭირდება.

 

ნარკოზის შემდეგ

ანალგეზური ნივთიერებები (ბარბიტურატები, სედაციური საშუალებები, ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები) ტკივილგამაყუჩებელ ეფექტთან ერთად ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა მარეგულირებელი ცენტრების დათრგუნვასაც იწვევს,

ამიტომ ნარკოზის შემდეგ პაციენტებს მტკივნეული შეგრძნებები, უსიამოვნო ემოციები და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებათ.
თანამედროვე კლინიკებში ნარკოზით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გართულებათა თავიდან ასაცილებლად პალატაში გადაყვანილ პაციენტებს სპეციალურად მომზადებული ექთან-ანესთეზისტები მეთვალყურეობენ. ვიდრე პაციენტი გაიღვიძებს, ექთანი მის გვერდით  იმყოფება და აკვირდება მის ზოგად მდგომარეობას, გარეგნულ იერსახეს, არტერიულ წნევას, მაჯისცემასა და სუნთქვას.

 

ნარკოზის შემდგომი ღებინება

ნარკოზის შემდგომი გართულებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნარკოზის შემდგომი ღებინება. ის ოპერაციის შემდეგ ხშირად ვითარდება და ნარკოტიკული ნივთიერებებით კუჭის გაღიზიანების შედეგია. ამიტომაც ეკრძალება პაციენტს ნარკოზის შემდეგ პირველი 2-3 საათის განმავლობაში წყლისა და საკვების მიღება. ღებინებისას პაციენტი გვერდზე უნდა გადავაბრუნოთ და პირის ღრუ რაც შეიძლება სწრაფად გავუსუფთაოთ პირნაღები მასისგან, რათა არ მოხდეს მისი ასპირაცია (პირნაღები მასის გადასვლა სასუნთქ გზებში). თუ ღებინება გაგრძელდა, აუცილებელია სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება კანქვეშა ინექციების სახით.

 

სასუნთქი სისტემის დაზიანებათა პროფილაქტიკა

ოპერაციის შემდეგ მოძრაობათა შეზღუდვა სასუნთქი სისტემის ფუნქციათა დათრგუნვას იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდგომ გართულებათა შორის ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი პნევმონია და სასუნთქი სისტემის სხვა პათოლოგიები იჩენს თავს. ოპერაციის შემდგომი პნევმონია მოგვიანებით გართულებათა რიცხვს ეკუთვნის და ოპერაციიდან მეოთხე-მერვე დღეს ვითარდება. ასეთ დროს ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება პაციენტის გაციებისგან დაცვაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ნარკოტიკების, კუნთოვანი რელაქსანტებისა და განგლიობლოკატორების მოქმედება ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ არ სრულდება. მათი გავლენით პაციენტი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ლორწოს ამოხველებას, უჭირს ნერწყვის გადმოფურთხება, მცირდება ფილტვების ვენტილაცია და სუნთქვითი ექსკურსია, რაც, თავის მხრივ, სასუნთქ გზებში შეგუბებას, ბრონქებიდან ლორწოს გამოყოფის შეფერხებას და სასუნთქ გზებში ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს. ხველის მექანიზმის დარღვევით ფილტვების გასუფთავების პროცესი რომ არ მოიშალოს და სასუნთქი გზების დახშობა არ მოხდეს, ხველისას აქტიურად უნდა გამოიყოს ნახველი, ამისთვის კი აუცილებელია არა მარტო საშუალო მოცულობის ჩასუნთქვა, არამედ მუცლის კედლის კუნთების მყისიერი შეკუმშვა, რასაც პაციენტი ტკივილის გამო ვერ ან არ აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ნარკოზის შემდეგ განვითარებული სუნთქვითი უკმარისობა პირდაპირ ოპერაციის შემდგომი ტკივილით არის განპირობებული.

 

როგორ მოვიქცეთ?
1. ფილტვების დრენაჟული ფუნქცია რომ არ დაქვეითდეს, დროდადრო აუცილებელია ზედა სასუნთქი გზებიდან და პირის ღრუდან შიგთავსის ამოქაჩვა;
2. აქტიურად უნდა ჩატარდეს სუნთქვის პროცესის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები:

გამოღვიძებისთანავე უნდა დააძალოთ პაციენტს, პერიოდულად ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა აკეთოს;

  • საათში ერთხელ აუცილებლად ამოძრაოს ზედა და ქვედა კიდურები, რა თქმა უნდა, თუ ოპერაცია ამის საშუალებას იძლევა;
  • ეს მოძრაობები პაციენტმა შინაც უნდა განაგრძოს;
  • ფილტვების ვენტილაციის გასაზრდელად და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეზინის საჰაერო ბურთების ბერვას;
  • პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ხველასა და ნახველის გამოყოფას, ამიტომ ტკივილის შიშით ამაზე უარი არ უნდა თქვან, ხველისას ხელით უნდა დაიჭირონ ნაოპერაციევი ადგილი, რათა მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვისას ტკივილი არ გაძლიერდეს და შემდეგ აქტიურად ამოახველონ;
  • ხველისას ტკივილს ამცირებს ქვედა კიდურების მუხლებში მოხრაც.

თუ ასეთ ღონისძიებათა მიუხედავად პაციენტმა ნარკოზის შემდეგ რამდენიმე დღე მაინც ვერ მოახერხა ნახველისა და ლორწოს ამოხველება, აუცილებელია სასუნთქი გზების ხელოვნურად გასუფთავება და ჟანგბადოვანი თერაპიის ჩატარება.

 

დამხმარე ჟანგბადთერაპია

სასურველია, დამხმარე ჟანგბადთერაპია ნარკოზის შემდგომი აღდგენის პერიოდში ნებისმიერ პაციენტს ჩაუტარდეს, თუმცა დღეს ახალგაზრდა პაციენტთა დიდი ნაწილისთვის ეს პერიოდი მის გარეშეც ნორმალურად მიმდინარეობს, რასაც ვერ ვიტყვით ხანშიშესულებზე. მათთვის ჟანგბადთერაპია ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელ ჩარევად იქცევა ხოლმე. ანესთეზია რამდენადმე თრგუნავს სასუნთქ რეფლექსებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას), ამიტომ აუცილებელია, ხანშიშესულ პაციენტებს ბინაზე გაწერის შემდეგაც ჰქონდეთ ჟანგბადის ბალიშები, რომლებსაც საჭიროებისას დროულად გამოიყენებენ.

 

კუჭ-ნაწლავის სისტემა

მძიმე ოპერაციის შემდეგ (რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება) ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას, ბოყინს, ფაღარათს, მეტეორიზმს და სხვა. მშრალი ენა ნივთიერებათა ცვლის მოშლის მაუწყებელია. ასეთ დროს პაციენტს ენა სველი ტამპონით უნდა გავუსუფთაოთ. ენის სიმშრალე ხშირად ნარკოზის შემდეგ 2-3 კვირაც კი გრძელდება. ასეთ დროს შედეგიანია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება: 1 სადილის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში. ამავე მიზნით გამოდგება ბორის მჟავას 2-პროცენტიანი ხსნარი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ვარდისფერი ხსნარი.

 

ცნობიერება

ნარკოზის შემდგომ გართულებათა პროფილაქტიკისას აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს პაციენტის რეფლექსებისა და მეტყველების აღდგენა, როგორ ასრულებს ის ბრძანებებს. ნარკოზიდან, ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან და ინდივიდუალური თავისებურებე-ბიდან გამომდინარე, პაციენტები 4-5 საათში იღვიძებენ, თუმცა მთელი დღის განმავლობაში მოდუნე-ბულნი არიან, მაგრამ ამან ახლობლები არ უნდა შეაშინოს. ხშირად ხდება პირიქითაც - ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი საკმაოდ აგზნებულია. მომატებულ გაღიზიანებას ახლობლები ხშირად იმით ხსნიან, რომ ავადმყოფს საანესთეზიო პრეპარატის ნაკლები დოზა გაუკეთდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მათ ემართებათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლიან სასმელებს ან ნარკოზამდე ფსიქოლოგიური მოშლილობანი ახასიათებდა. ასევე შეცდომა იქნება, ოპერაციის შემდეგ პაციენტის დაბნეულობა, გულმავიწყობა, მეხსიერებისა და მობილიზების უნარის დაქვეითება ტვინში სანარკოზე პრეპარატების ხანგრძლივად დარჩენას დავაბრალოთ. ანესთეზიისას გამოყენებული პრეპარატები ორგანიზმიდან ძალზე სწრაფად - 1-2 დღეში გამოიდევნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ 1-2 თვის განმავლობაში პაციენტებს მართლაც უჭირთ კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება, აწუხებთ მომატებული დაღლილობა და მოთენთილობა, გონებრივად ისე კარგად ვეღარ მუშაობენ, როგორც ნარკოზამდე. ეს ყოველივე უკავშირდება არა ნარკოზის მოქმედებას, არამედ ოპერაციის გართულებებს, ჟანგბადოვან შიმშილს ან ტვინის სისხლმომარაგების შეფერხებას, რაც დროთა განმავლობაში გაივლის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინი სხეულის ნაწილია და მას არ შეუძლია მთელი დატვირთვით იმუშაოს მაშინ, როდესაც სხეული დასუსტებულია და ძალ-ღონის აღდგენის პროცესშია.
თუ ოპერაციის შემდეგ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით უკმაყოფილო ხართ, გირჩევთ, ცოტა ხანს მოითმინოთ და ტვინი სრული სიმძლავრით არ ამუშაოთ, მისცეთ ადაპტაციისათვის რამდენიმე ხანი და გონს მოსვლის საშუალება.

 

ნარკოზის შემდგომი დიეტა

მუცლის ღრუს ორგანოებზე ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ წყლის სმა ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ეს აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ენისა და ტუჩების დასველება, პირის ღრუში წყლის გამოვლება. ნარკოზის შემდგომი სპეციალური სამკურნალო დიეტა არ არსებობს. პაციენტები ჩატარებული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით იკვებებიან, თუმცა ნარკოზის შემდეგ ფუნქციათა, განსაკუთრებით - აზროვნებისა და მეხსიერების, სწრაფი აღდგენისთვის აუცილებელია, თავი იმ ორი ნივთიერების უხვად შემცველი პროდუქტებით დაიტვირთოთ, რომლებიც ნარკოზის შემდეგ ტვინს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ნივთიერებები ლეციტინი და ქოლინია. ლეციტინი ფოსფოლიპიდების ჯგუფის ცხიმოვანი ნაერთია. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: ენერგიით ავსებს ნერვულ უჯრედებს, შედის უჯრედის კედლის შემადგენლობაში, უზრუნველყოფს კავშირს ტვინის სხვადასხვა უბანს შორის. ლეციტინით მდიდარია კვერცხის გული, ხორცი, ბარდა, ლობიო, არარაფინირებული ზეთი და სოია. ქოლინი ვიტამინის მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეციტინის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი აცეტილქოლინის - ნერვული სისტემის მედიატორის სტრუქტურული ერთეულია. აცეტილქოლინი ყურადღების კონცენტრაციასა და აბსტრაქტულ აზროვნებაში გვეხმარება, ამიტომ ტვინი სისტემატურად უნდა ვკვებოთ ქოლინის შემცველი პროდუქტებით: ღვიძლით, მჟავე კომბოსტოთი, თხილით, ბარდით.
აუცილებელი და განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენები, მინერალური წყლები და ჩაი (უპირატესად - მწვანე).

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-12-2018
ნაი
ჩემმა ძმამ ამოჭრა ნაღვლის ბუშტი თვენახევარია გასული. არის 6 წლის, მანამდე ჰქონდა ნორმალური მეხსიერება, ახლა საგრძნობლად დარღვევა აქვს. რას მირჩევთ? მადლობა.
თარიღი : 29-08-2018
სალომე
გამარჯობა , ერთი თვის წინ გავიკეთე ოპერაცია ნარკოზით . მაინტერესებს ნარკოზი სანამ ორგანიზმშია თუ აქვს დამახასიათებელი თვისებები.
თარიღი : 27-03-2016
ნარკოზი
მაინტერესებს გლანდების ოპერაციის შემდეგ (ნარკოზით ვიკეთებ),რამდენ ხანს არ არის სასურველი ორსულობა?
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ სფეროს ისტორია 1846 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც ამერიკელმა კბილის ექიმმა თომას მორტონმა ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია. ამიტომ 16 ოქტომბერი ითვლება ანესთეზიის მსოფლიო დღედ (World Anaesthesia Day).
ნარკოზის შემდგომი გართულებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნარკოზის შემდგომი ღებინება. ის ოპერაციის შემდეგ ხშირად ვითარდება და ნარკოტიკული ნივთიერებებით კუჭის გაღიზიანების შედეგია.

მშობიარობის გაუტკივარება ქალისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნას როდი გულისხმობს;
ეს პროცედურა მიზნად ისახავს მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობას. ამ საკითხებზე სასაუბროდ ექიმ ანესთეზიოლოგ კობა კაჭარავას ვეწვიეთ:

- ბატონო კობა, რა საჭიროა მშობიარობის გაუტკივარება?
ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები არიან. რა არის ანესთეზია, როგორია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდების თავისებურებანი? - ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამ-დირექტორი ნოდარ ლებანიძე და  ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ტატო ქაჯაია:
ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები არიან. რა არის ანესთეზია, როგორია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდების თავისებურებანი? - ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამ-დირექტორი ნოდარ ლებანიძე და  ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ტატო ქაჯაია:

გაუტკივარება ტკივილის შეგრძნების ხელოვნური გზით დათრგუნვაა, რაც აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის დროს. მედიცინის იმ დარგს, რომელიც გაუტკივარებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს შეისწავლის, ანესთეზიოლოგია ეწოდება. ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. მედიცინაში ის ორ მოვლენას გულისხმობს:

ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად