/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანესთეზიოლოგია

ანესთეზიის შემდეგ

ანესთეზიის შემდეგ
ანესთეზიის შემდგომი გართულებანი გამოწვეულია ორგანიზმის რეაქციით, რომელიც ვითარდება როგორც ანესთეზიისას გამოყენებული ნივთიერებების, ისე საკუთრივ მანიპულაციის მიმართ.

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ

გაუტკივარებით გამოწვეული გართულებანი გაცილებით ნაკლებია ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ. უსიამოვნო სიმპტომები უმეტესწილად იმ პაციენტებში იჩენს თავს, რომლებსაც ანესთეტიკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

მათ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებათ ზოგადი მოშლილობანი, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, ღებინება, ციანოზი. ეს გართულებები არცთუ ისე საშიშია, სიმპტომური და სპეციფიკური ანესთეზიის შემდგომი თერაპიის შედეგად მალე გაივლის და ინტოქსიკაციის მოვლენებიც ქრება.

რეგიონული ანესთეზიის შემდეგ

ასევე იშვიათია რეგიონული ანესთეზიის შემდგომი გართულებებიც, ამიტომ პაციენტები ოპერაციის შემდეგ თამამდებიან. გახსოვდეთ: არ არის სასურველი ახალნაოპერაციევის უცბად წამოჯდომა, ადგომა ან აქტიური მოძრაობა, რადგან კიდურებს მგრძნობელობა ერთბაშად არ უბრუნდება, მის ბოლომდე აღდგენას დრო სჭირდება.

ნარკოზის შემდეგ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანალგეზური ნივთიერებები (ბარბიტურატები, სედაციური საშუალებები, ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები) ტკივილგამაყუჩებელ ეფექტთან ერთად ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა მარეგულირებელი ცენტრების დათრგუნვასაც იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდეგ პაციენტებს მტკივნეული შეგრძნებები, უსიამოვნო ემოციები და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებათ.

თანამედროვე კლინიკებში ნარკოზით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გართულებათა თავიდან ასაცილებლად პალატაში გადაყვანილ პაციენტებს სპეციალურად მომზადებული ექთან-ანესთეზისტები მეთვალყურეობენ. ვიდრე პაციენტი გაიღვიძებს, ექთანი მის გვერდით იმყოფება და აკვირდება მის ზოგად მდგომარეობას, გარეგნულ იერსახეს, არტერიულ წნევას, მაჯისცემასა და სუნთქვას.

ნარკოზის შემდგომი ღებინება

ნარკოზის შემდგომი გართულებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნარკოზის შემდგომი ღებინება. ის ოპერაციის შემდეგ ხშირად ვითარდება და ნარკოტიკული ნივთიერებებით კუჭის გაღიზიანების შედეგია. ამიტომაც ეკრძალება პაციენტს ნარკოზის შემდეგ პირველი 2-3 საათის განმავლობაში წყლისა და საკვების მიღება. ღებინებისას პაციენტი გვერდზე უნდა გადავაბრუნოთ და პირის ღრუ რაც შეიძლება სწრაფად გავუსუფთაოთ პირნაღები მასისგან, რათა არ მოხდეს მისი ასპირაცია (პირნაღები მასის გადასვლა სასუნთქ გზებში). თუ ღებინება გაგრძელდა, აუცილებელია სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება კანქვეშა ინექციების სახით.

სასუნთქი სისტემის დაზიანებათა პროფილაქტიკა

ოპერაციის შემდეგ მოძრაობათა შეზღუდვა სასუნთქი სისტემის ფუნქციათა დათრგუნვას იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდგომ გართულებათა შორის ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი პნევმონია და სასუნთქი სისტემის სხვა პათოლოგიები იჩენს თავს. ოპერაციის შემდგომი პნევმონია მოგვიანებით გართულებათა რიცხვს ეკუთვნის და ოპერაციიდან მეოთხე-მერვე დღეს ვითარდება. ასეთ დროს ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება პაციენტის გაციებისგან დაცვაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ნარკოტიკების, კუნთოვანი რელაქსანტებისა და განგლიობლოკატორების მოქმედება ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ არ სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ
ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანის სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას - ნარკოზის შემდგომი დიეტა

მათი გავლენით პაციენტი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ლორწოს ამოხველებას, უჭირს ნერწყვის გადმოფურთხება, მცირდება ფილტვების ვენტილაცია და სუნთქვითი ექსკურსია, რაც, თავის მხრივ, სასუნთქ გზებში შეგუბებას, ბრონქებიდან ლორწოს გამოყოფის შეფერხებას და სასუნთქ გზებში ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს. ხველის მექანიზმის დარღვევით ფილტვების გასუფთავების პროცესი რომ არ მოიშალოს და სასუნთქი გზების დახშობა არ მოხდეს, ხველისას აქტიურად უნდა გამოიყოს ნახველი, ამისთვის კი აუცილებელია არა მარტო საშუალო მოცულობის ჩასუნთქვა, არამედ მუცლის კედლის კუნთების მყისიერი შეკუმშვა, რასაც პაციენტი ტკივილის გამო ვერ ან არ აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ნარკოზის შემდეგ განვითარებული სუნთქვითი უკმარისობა პირდაპირ ოპერაციის შემდგომი ტკივილით არის განპირობებული.

როგორ მოვიქცეთ?

1. ფილტვების დრენაჟული ფუნქცია რომ არ დაქვეითდეს, დროდადრო აუცილებელია ზედა სასუნთქი გზებიდან და პირის ღრუდან შიგთავსის ამოქაჩვა;

2. აქტიურად უნდა ჩატარდეს სუნთქვის პროცესის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები:

გამოღვიძებისთანავე უნდა დააძალოთ პაციენტს, პერიოდულად ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა აკეთოს;

  • საათში ერთხელ აუცილებლად ამოძრაოს ზედა და ქვედა კიდურები, რა თქმა უნდა, თუ ოპერაცია ამის საშუალებას იძლევა;
  • ეს მოძრაობები პაციენტმა შინაც უნდა განაგრძოს;
  • ფილტვების ვენტილაციის გასაზრდელად და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეზინის საჰაერო ბურთების ბერვას;
  • პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ხველასა და ნახველის გამოყოფას, ამიტომ ტკივილის შიშით ამაზე უარი არ უნდა თქვან, ხველისას ხელით უნდა დაიჭირონ ნაოპერაციევი ადგილი, რათა მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვისას ტკივილი არ გაძლიერდეს და შემდეგ აქტიურად ამოახველონ;
  • ხველისას ტკივილს ამცირებს ქვედა კიდურების მუხლებში მოხრაც.

თუ ასეთ ღონისძიებათა მიუხედავად პაციენტმა ნარკოზის შემდეგ რამდენიმე დღე მაინც ვერ მოახერხა ნახველისა და ლორწოს ამოხველება, აუცილებელია სასუნთქი გზების ხელოვნურად გასუფთავება და ჟანგბადოვანი თერაპიის ჩატარება.

დამხმარე ჟანგბადთერაპია

სასურველია, დამხმარე ჟანგბადთერაპია ნარკოზის შემდგომი აღდგენის პერიოდში ნებისმიერ პაციენტს ჩაუტარდეს, თუმცა დღეს ახალგაზრდა პაციენტთა დიდი ნაწილისთვის ეს პერიოდი მის გარეშეც ნორმალურად მიმდინარეობს, რასაც ვერ ვიტყვით ხანშიშესულებზე. მათთვის ჟანგბადთერაპია ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელ ჩარევად იქცევა ხოლმე. ანესთეზია რამდენადმე თრგუნავს სასუნთქ რეფლექსებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას), ამიტომ აუცილებელია, ხანშიშესულ პაციენტებს ბინაზე გაწერის შემდეგაც ჰქონდეთ ჟანგბადის ბალიშები, რომლებსაც საჭიროებისას დროულად გამოიყენებენ.

უჭ-ნაწლავის სისტემა

მძიმე ოპერაციის შემდეგ (რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება) ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას, ბოყინს, ფაღარათს, მეტეორიზმს და სხვა. მშრალი ენა ნივთიერებათა ცვლის მოშლის მაუწყებელია. ასეთ დროს პაციენტს ენა სველი ტამპონით უნდა გავუსუფთაოთ. ენის სიმშრალე ხშირად ნარკოზის შემდეგ 2-3 კვირაც კი გრძელდება. ასეთ დროს შედეგიანია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება: 1 სადილის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში. ამავე მიზნით გამოდგება ბორის მჟავას 2-პროცენტიანი ხსნარი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ვარდისფერი ხსნარი.

ცნობიერება

ნარკოზის შემდგომ გართულებათა პროფილაქტიკისას აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს პაციენტის რეფლექსებისა და მეტყველების აღდგენა, როგორ ასრულებს ის ბრძანებებს. ნარკოზიდან, ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან და ინდივიდუალური თავისებურებე-ბიდან გამომდინარე, პაციენტები 4-5 საათში იღვიძებენ, თუმცა მთელი დღის განმავლობაში მოდუნე-ბულნი არიან, მაგრამ ამან ახლობლები არ უნდა შეაშინოს. ხშირად ხდება პირიქითაც - ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი საკმაოდ აგზნებულია.

მომატებულ გაღიზიანებას ახლობლები ხშირად იმით ხსნიან, რომ ავადმყოფს საანესთეზიო პრეპარატის ნაკლები დოზა გაუკეთდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მათ ემართებათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლიან სასმელებს ან ნარკოზამდე ფსიქოლოგიური მოშლილობანი ახასიათებდა. ასევე შეცდომა იქნება, ოპერაციის შემდეგ პაციენტის დაბნეულობა, გულმავიწყობა, მეხსიერებისა და მობილიზების უნარის დაქვეითება ტვინში სანარკოზე პრეპარატების ხანგრძლივად დარჩენას დავაბრალოთ. ანესთეზიისას გამოყენებული პრეპარატები ორგანიზმიდან ძალზე სწრაფად - 1-2 დღეში გამოიდევნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ 1-2 თვის განმავლობაში პაციენტებს მართლაც უჭირთ კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება, აწუხებთ მომატებული დაღლილობა და მოთენთილობა, გონებრივად ისე კარგად ვეღარ მუშაობენ, როგორც ნარკოზამდე.

ეს ყოველივე უკავშირდება არა ნარკოზის მოქმედებას, არამედ ოპერაციის გართულებებს, ჟანგბადოვან შიმშილს ან ტვინის სისხლმომარაგების შეფერხებას, რაც დროთა განმავლობაში გაივლის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინი სხეულის ნაწილია და მას არ შეუძლია მთელი დატვირთვით იმუშაოს მაშინ, როდესაც სხეული დასუსტებულია და ძალ-ღონის აღდგენის პროცესშია.

თუ ოპერაციის შემდეგ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით უკმაყოფილო ხართ, გირჩევთ, ცოტა ხანს მოითმინოთ და ტვინი სრული სიმძლავრით არ ამუშაოთ, მისცეთ ადაპტაციისათვის რამდენიმე ხანი და გონს მოსვლის საშუალება.

ნარკოზის შემდგომი დიეტა

მუცლის ღრუს ორგანოებზე ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ წყლის სმა ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ეს აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ენისა და ტუჩების დასველება, პირის ღრუში წყლის გამოვლება. ნარკოზის შემდგომი სპეციალური სამკურნალო დიეტა არ არსებობს. პაციენტები ჩატარებული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით იკვებებიან, თუმცა ნარკოზის შემდეგ ფუნქციათა, განსაკუთრებით - აზროვნებისა და მეხსიერების, სწრაფი აღდგენისთვის აუცილებელია, თავი იმ ორი ნივთიერების უხვად შემცველი პროდუქტებით დაიტვირთოთ, რომლებიც ნარკოზის შემდეგ ტვინს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ნივთიერებები ლეციტინი და ქოლინია.

ლეციტინი ფოსფოლიპიდების ჯგუფის ცხიმოვანი ნაერთია. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: ენერგიით ავსებს ნერვულ უჯრედებს, შედის უჯრედის კედლის შემადგენლობაში, უზრუნველყოფს კავშირს ტვინის სხვადასხვა უბანს შორის. ლეციტინით მდიდარია კვერცხის გული, ხორცი, ბარდა, ლობიო, არარაფინირებული ზეთი და სოია. ქოლინი ვიტამინის მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეციტინის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი აცეტილქოლინის - ნერვული სისტემის მედიატორის სტრუქტურული ერთეულია. აცეტილქოლინი ყურადღების კონცენტრაციასა და აბსტრაქტულ აზროვნებაში გვეხმარება, ამიტომ ტვინი სისტემატურად უნდა ვკვებოთ ქოლინის შემცველი პროდუქტებით: ღვიძლით, მჟავე კომბოსტოთი, თხილით, ბარდით.

აუცილებელი და განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენები, მინერალური წყლები და ჩაი (უპირატესად - მწვანე).

კომენტარები (7)
სოფო
გამარჯობა,4წლის ბავშვს გაუკეთდა ხელის ოპერაცია,იდაყვისა და წინამხარის მოტეხილობა აქვს,ოპერაციის შემდეგ აქვს ხშირი ოფლიანობა,ეს ნარკოზთან არის დაკავშირებული?
თარიღი : 03-09-2024
ნაი
ჩემმა ძმამ ამოჭრა ნაღვლის ბუშტი თვენახევარია გასული. არის 6 წლის, მანამდე ჰქონდა ნორმალური მეხსიერება, ახლა საგრძნობლად დარღვევა აქვს. რას მირჩევთ? მადლობა.
თარიღი : 28-12-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მენინგიტი - თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია

გვესაუბრება ექიმი ვიტალი ხარაშვილი.
სრულად
ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგო გაუმჯობესებული ვაქცინა შეიქმნა

მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
სრულად
მენინგოკოკური დაავადება
მენინგოკოკური დაავადება
მენინგოკოკური დაავადება ერთ ერთი ყველაზე საშიშ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.
სრულად
პაატა იმნაძე - 87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევის გამო, მისი სხვა მოსწავლეებზე გადადების რისკი არ არსებობს

87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევის გამო, მისი სხვა მოსწავლეებზე გადადების არავითარი რისკი
სრულად
მენინგოკოკცემია - სიმპტომები, მკურნალობა და რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია.
სრულად
რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავთა მუშაობის დარღვევა?

ვაქცინათა გალერეა
ვაქცინათა გალერეა
დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად, ვაქცინები პირობითად შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად - ცოცხალ და ინაქტივირებულ ვაქცინებად - დაიყოს.
სრულად
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი
შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი მოზრდილებზე ხშირად პატარებში, ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებში, გვხვდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ანესთეზიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები