ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიბიოტიკების დანიშვნის რეკომენდაციებს საფუძვლიანად გადახედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიბიოტიკების დანიშვნის რეკომენდაციებს საფუძვლიანად გადახედა

საფუძვლიანად ანტიბიოტიკების დანიშვნის რეკომენდაციებს.

მათ მიერ მიღებულ ახალ დოკუმენტში აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები 3 კატეგორიადაა დაყოფილი:

• პირველ ჯგუფშია პრეპარატები, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს ინფექციურ დაავადებათა ფართო სპექტრის დროს;

• მეორე ჯგუფში ერთიანდება ის მედიკამენტები, რომლებიც აუცილებლად სიფრთხილით უნდა დაინიშნოს;

• მესამე ჯგუფში კი აღმოჩნდა ის ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენებაც სასურველია გამონაკლის შემთხვევებში.

კატეგორიებმა ასეთი სახელწოდებები მიიღეს:

• Access(დაშვებული),

• Watch (ფრთხილად),

• Reserve (რეზერვი).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციით "Access" ჯგუფში მოხვდა, მაგალითად, ინფექციურ დაავადებათა, მათ შორის პნევმონიის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებული ამოქსიცილინი.

"Watch" ჯგუფში გაერთიანდა ის პრეპარატები, რომელთა მიმართაც მიკროორგანიზმთა გამძლეობის (რეზისტენტობის) რისკი მაღალია. მაგალითად, ცისტიტისა და ზემო სასუნთქი სისტემის ინფექციათა სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ციპროფლოქსაცინი.

მესამე "Reserve" ჯგუფში კი აღმოჩნდა ის ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენებაც ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაშია დაშვებული. ეს მედიკამენტები მიკროორგანიზმთა რეზისტენტობის განვითარებას განაპირობებს, გარდა ამისა, სერიოზული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ამ ჯგუფს კონკრეტულად მიეკუთვნება, მაგალითად, კოლისტინი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი.

ასე რომ, სიფრთხილით მოეკიდეთ ანტიბიოტიკოთერაპიას. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა დაუშვებელია!

თინათინ გოცაძე