გარდატეხის ასაკი და ვიტამინები ჰორმონთა აჯანყების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდატეხის ასაკი და ვიტამინები ჰორმონთა აჯანყების წინააღმდეგ

ორგანიზმში მიმდინარე რადიკალურ ჰორმონულ ცვლილებებს. სწორედ ეს რადიკალური სიახლეები უდევს საფუძვლად ფიზიოლოგიურ მოვლენებს, რაც ამ პერიოდში მიმდინარეობს. სასქესო ჰორმონები, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას განაპირობებს, ისეთი მაღალი კონცენტრაციით გამოიყოფა, რომ ნერვული სისტემა ვეღარ ახერხებს მათ დამორჩილებას და იქმნება სრული დისბალანსი ჰორმონთა გავლენასა და ნერვული სისტემის მაკონტროლებელ ფუნქციებს შორის.

რა ხდება ვაჟებთან?

• 10-11 წლის ასაკში დიდდება სათესლეები და სასქესო ორგანო;

• 11-12 წლის ასაკში იწყება თმის ზრდა ბოქვენსა და იღლიებში;

• 13-14 წლის ასაკში იწყება ე.წ. ხმის მუტაცია, მბგერავი იოგების გადიდება და გასქელება, ხორხის ხრტილებისა და კუნთოვანი აპარატის განვითარების შედეგად ხმა ტყდება, ბოხდება და მამაკაცურ ელფერს იძენს. ხმის საბოლოო ფორმირება საშუალოდ 2 წელი გრძელდება;

• 13-14 წლის ასაკში იწყება სახეზე თმის ზრდა, ზედა ტუჩს ზემოთ ჩნდება პირველი ულვაში ღინღლის სახით, თანდათანობით თმოვანი საფარველი იმატებს ზედა და ქვედა კიდურებსა და ბოქვენის არეში;

• თმოვანი საფარველის საბოლოო ფორმირება გარდატეხის ასაკის დასრულებას ემთხვევა;

• 13-14 წლის ასაკში მძლავრად ვითარდება კუნთოვანი სისტემა, ვაჟებს მხრები უგანივრდებათ - მათი ტორსი მამაკაცური ხდება, თავადაც გაცილებით იმატებენ სიმაღლეში და ძლიერდებიან;

• პრაქტიკულად ყველა მოზარდს ეწყება ე.წ. ღამის პოლუციები – სპერმის უნებლიე გამოყოფა ძილში, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და, ჩვეულებრივ, 10-14-16 წლის თანმდევია.

რა ხდება გოგონებთან?

• 8-10 წლის ასაკში ფართოვდება მენჯის ძვლები, თვალში საცემად მრგვალდება თეძოები და ბარძაყის კუნთები;

• 9-10 წლის ასაკში ძლიერდება სარძევე ჯირკვლის დვრილის ირგვლივ კანის პიგმენტაცია, იცვლება შეფერილობა, გარდა ამისა, თავად სარძევე ჯირკვლის ზომაც მატულობს;

• 10-11 წლის ასაკში ბოქვენსა და იღლიისქვეშა არეებში ჩნდება პირველი თმა, პარალელურად სარძევე ჯირკვალიც კიდევ უფრო მეტად იზრდება;

• 11-12 წლის ასაკში ჩნდება მენარქე – პირველი მენსტრუაცია, რომელმაც შესაძლოა ცოტა მოგვიანებით - 13-14 წლის ასაკშიც იჩინოს თავი - ეს საკვერცხეებში კვერცხუჯრედის მომწიფების ნიშანია;

• 15-16 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლი, რომელიც მანამდე რეგულარული არ იყო, უკვე სტაბილურდება, მუდმივი და რეგულარული ხდება.

ორივე სქესს ახასიათებს

გოგონებსა და ვაჟებს გარდატეხის ასაკში ეწყებათ ე.წ. გაძლიერებული ზრდის პერიოდი, ეს ძირითადად 12-13 წელს ემთხვევა, როდესაც მოზარდები წელიწადში 9-10 სანტიმეტრითაც კი იზრდებიან.

გოგონები ზრდას 16-18 წლის ასაკში აჩერებენ, ვაჟები 20-22 წლამდე იზრდებიან.

გარდატეხის ასაკში სქესობრივი მომწიფების მანიშნებლად გვევლინება იუვენური აკნე - ასაკობრივი გამონაყარი სახეზე, მკერდსა და ზურგზე, რაც კანის მდგომარეობის ცვლილების შედეგია, რომელიც ასევე ჰორმონული ძვრებითაა განპირობებული.

გარდატეხის ასაკი მხოლოდ ბავშვის გარეგნული ცვლილება როდია, ჰორმონთა უკონტროლო თარეში მოზარდის საქციელზეც არანაკლები სიმწვავით ისახება.

ამ პერიოდში ისინი განსაკუთრებული სიმწვავით აფასებენ თავიანთ გარეგნობას და მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ამ საკითხზე გარშემომყოფთა აზრიც.

მოზარდის ქცევა ხშირად იმდენად მკვეთრად იცვლება, რომ მშობლისთვის რთული ხდება ამ ყველაფრის გაძლება.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს შვილებს ყოველდღიურად უხდებათ ყოფნა სტრესულ გარემოში, ხშირად დარღვეული აქვთ დღის რეჟიმი, კვება, ძილი, ალბათ გასაგები გახდება, თუ რატომ ხდება, რომ სწორედ გარდატეხის ასაკში მწვავდება ბევრი ქრონიკული დაავადება ანდა სწორედ ამ პერიოდში იჩენს ხოლმე პირველად თავს სერიოზული ენდოკრინული პათოლოგიები (დიაბეტი, ჩიყვი), სხვა ორგანოთა დაავადებები.

მშობლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება შეუმსუბუქონ შვილებს გარდატეხის ასაკი? ფსიქოლოგები მრვალად გვაძლევენ რჩევებს მოზარდის ქცევის დასარეგულირებლად, მაგრამ რა ვუყოთ ორგანიზმში მიმდინარე სტრესულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს?

ორგანიზმში მიმდინარე აქტიური ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები განაპირობებს მოზარდთა გაზრდილ მოთხოვნილებას ნუტრიენტებზე. ველთინი პლუსი შექმნილია სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად.

თუ გავეცნობით ველთინი პლუსის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს, მივხვდებით, რომ ყველა ეს კომპონენტი საჭირო და აუცილებელია ჩვენი შვილებისთვის პუბერტატულ ასაკში:

ყურძნის თესლის ექსტრაქტი - სხვა დადებით თვისებებთან ერთად ანტიოქსიდანტია, აკნეს პრობლემის ბუნებრივი სამკურნალო საშუალება.

სილიციუმი - ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებასა და კოლაგენის ფორმირებას.

ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, ძნ, Fე, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

ლიკოპენი - უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.

შტოშის ექსტრაქტი – ასევე ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მხედველობის გაუმჯობესებისათვის.

თუთია და სელენი B კომპლექსთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას.

რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა ასევე წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.

თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში, ასევე საჭიროა იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის.

საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი D3-ის, მაგნიუმის და თუთიის არსებობა.

Co-Q10 - ანტიოქსიდანტია, ასევე ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში. რაც ძალძე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.

ნატურალური შერეული კაროტინოიდები – ხელს უწყობს ჯანმრთელი კარდიოვასკულარული სისტემის შენარჩუნებას და ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

სპილენძი – წარმოადგენს სხვადასხვა პროტეინების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას. მათ შორის არის კოლაგენი, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ცილა. სპილენძი თუთიასთან და ვიტამინ ჩ-სთან ერთად მონაწილეობს ელასტინის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას. სპილენძი მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესში და ჯანმრთელი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.

ბიოტინი – საჭიროა ცხიმების და ენერგიის წარმოსაქმნელად. ხელს უწყობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნას. ასევე ჯანსაღი თმის და კანის შენარჩუნებას.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ველთინი პლუსს აქვს საგანგებოდ ბიჭისა და გოგოსთვის განკუთვნილი ვიტამინური კომპლექსები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბიჭისა და გოგოს ორგანიზმში გარდატეხის ასაკში სრულიად განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს, შესაბამისად განსხვავებულად არის საჭირო ორგანიზმისთვის ხელშეწყობა. მაგალითად ბიჭის ველთინი შეიცავს ლიკოპენს, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის მომწიფების პროცესს, გოგოს ველთინში კი ეს კომპონენტი არ არის. ბიჭის ველთინში ნაკლები რაოდენობით არის რკინა, გოგოსაში - მეტი, აქ გათვალისწინებულია მენსტრუალური სისხლდენის გამო რკინის დაკარგვის პროცესი გოგონების ორგანიზმში, რაც გარდატეხის ასაკში ანემიების განვითარებას, საერთო სისუსტეს შეიძლება იწვევდეს. ბიჭის ორგანიზმს კი რკინა არ სჭირდება.

არ შევჩერდებით სათითაოდ ყველა კომპონენტზე - ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ თითოეული ვიტამინი და მინერალი შერჩეულია იმ დოზით, რაც თქვენს ბიჭსა თუ გოგონას გარდატეხის პერიოდში სასიკეთოდ წაადგება.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ