უფასო მედიკამენტების პროგრამას, შესაძლოა, ახალი წამლები დაემატოს
“ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.