მედიკამენტური უსაფრთხოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტური უსაფრთხოება

ორგანიზმში მოხვედრილი ანაბოლური პრეპარატი იმ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებზეც მოქმედებს, რომლებიც ტესტოსტერონზე არ არის "სპეციალიზებული". ფართოვდება მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების არეალი და წამალი საწამლავად იქცევა - ანაბოლური სტეროიდების ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენება ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უმძიმეს პათოლოგიებში გადაიზრდება.

ანაბოლური სტეროიდების გავლენა:

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

არტერიული წნევის მომატება, ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება, გულის კუნთის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა და გულის მწვავე უკმარისობის განვითარება, სისხლში ქოლესტეროლის, ლიპოპროტეიდებისა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის სტიმულაცია.

 

ნერვულ სისტემაზე

ადამიანის ტვინი ტესტოსტერონთან ურთიერთობისთვის სპეციალური რეცეპტორებით არის აღჭურვი-ლი, ამიტომ პირველ სამიზნესაც ეს ორგანო წარმოადგენს. XX საუკუნის 80-იან წლებში ანაბოლურ სტეროიდებს ფართოდ იყენებდნენ ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების, მათ შორის - ფსიქოზებისა და დეპრესიების სამკურნალოდ. ამ პრეპარატების თერაპიული დოზა მართლაც ეხმარებოდა პაციენტს დაავადების დამარცხებაში. არათერაპიული დოზებით მიღების შემთხვევაში კი ეს პრეპარატები თვითონვე იქცევა ფსიქოემოციური დარღვევების მიზეზად. დადგენილია, რომ სტეროიდების არასწორი მიღებისას ადამიანი მათზე ხდება დამოკიდებული. ამასთანავე, რაც უფრო ახალგაზრდაა მომხმარებელი, მით უფრო მალე იჩენს თავს დამოკიდებულება და მით უფრო ღრმაა ნერვული სისტემის დისფუნქცია.

 

რეპროდუქციულ სისტემაზე

მამაკაცის ორგანიზმში ხელოვნურად შეყვანილი სტეროიდი თრგუნავს საკუთარი ტესტოსტერონის სინთეზს, აქვეითებს სისხლში მის კონცენტრაციას, რაც სათესლეების ატროფიის, სპერმის წარმოქმნის შემცირების, სპერმატოზოიდების მოძრაობისა და მათი კვერცხუჯრედში შეღწევის უნარის შესუსტების მიზეზად იქცევა. იკლებს სპერმის ოდენობაც. ეჭვს აღარ იწვევს ურთიერთკავშირი ანაბოლური სტერო-იდების უმართებულო გამოყენებასა და პროსტატის ადენომის განვითარებას შორის. ქალის ორგანიზმში სტეროიდები იწვევს საშვილოსნოსა და საკვერცხეების ატროფიას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას (სრულ გაქრობასაც კი), ასტიმულირებს ვირილიზაციის პროცესს: ხმის დაბოხებას, ჭარბ თმიანობას, სარძევე ჯირკვლების დაპატარავებას.

 

საშარდე სისტემაზე

ანაბოლური სტეროიდების გავლენით თირკმელებში ყალიბდება ქვები და ირღვევა თირკმლის გორგალში შარდის წარმოქმნის პროცესი. რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა თირკმელების სიმსივნური გადაგვარებაც კი გამოიწვიოს.

 

საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე

ძვლის, მყესისა და კუნთების არათანაბარი, შეუსაბამო ზრდის გამო იმატებს ტრავმისადმი მიდრეკილება. მოსალოდნელია მყესების გაგლეჯა, ძვლების ადრეული ოსტეოფიკაცია, ეპიფიზური ფირფიტების დაჩქარებული შეხორცება. თუ სტეროიდული პრეპარატების მიღებას დროულად შეწყვეტთ, ყველა პათოლოგიური ცვლილების აღმოფხვრა შესაძლებელია. კერძოდ, ისეთი გართულებები, როგორიც არის გამონაყარი, თმის ცვენა, ძილის დარღვევა, მადის გაძლიერება, აგრესია, პრეპარატების მიღების შეწყვეტისთანავე გაივლის. სტეროიდებზე ერთბაშად უარის თქმა არ შეიძლება, რადგან სისხლში მათი კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება იწვევს ღებინებას, სურდოს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისცემის გაძლიერებას, არტერიული წნევის მატებას, ლიბიდოს შემცირებას, დეპრესიას. სტეროიდების მიღება თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობით უნდა შეწყდეს.