მივიღოთ თუ არა ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივიღოთ თუ არა ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები

- მწვავე რესპირატორული დაავადებისა და გრიპის დროს გამოსაყენებელი პრაქტიკულად არც ერთი ანტივირუსული პრეპარატის ეფექტი ბოლომდე და ერთმნიშვნელოვნად არ არის დამტკიცებული. გრიპი ვირუსული ინფექციაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე, ქრონიკულად მოავადე და ხანდაზმულ პირებს. გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა:

1. ვაქცინები, რომლებიც ასტიმულირებს ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსით დასნებოვნებამდე;

2. იმუნოსტიმულატორები, რომლებიც ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას და ამით მოკლე ხანში აძლიერებს არასპეციფიკურ იმუნიტეტს.

- როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატები?

- ანტივირუსული სამკურნალო საშუალებები გავლენას ახდენს ნეირამიდაზაზე (ვირუსულ ფერმენტზე) და თრგუნავს ვირუსების გამრავლებას.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადება განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. მათთვის თუა რეკომენდებული იმუნოსტიმულატორების მიღება?

- ამჟამად არსებული იმუნოსტიმულატორები ბიოქიმიურ დონეზე ააქტიურებს იმუნურ რეაქციას, თუმცა მათი რეალური სარგებელი და მოგვიანებითი შედეგები ნაკლებად შესწავლილია. იმუნური მექანიზმების შესახებ შედარებით მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი და მეცნიერები ყოველწლიურად ახალ-ახალ ცნობებს იღებენ იმუნური სისტემის ფუნქციობაზე, ამ პირობებში კი იმუნური სისტემის ზოგადი სტიმულაციის უსაფრთხოებაზე დაბეჯითებით საუბარი ძნელია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებთან იმუნოსტიმულატორების პროფილაქტიკური გამოყენებისას და ანტივირუსული პრეპარატებით გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადების მკურნალობისას. საქმე ის არის, რომ იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაცია საშიშია. ეს ისევე არასასურველია, როგორც იმუნოდეფიციტი. ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციობს იმუნური სისტემის ბალანსის პირობებში. როდესაც მის სტიმულაციას ვიწყებთ, განსაზღვრული ფაქტორების არსებობისას ეს შესაძლოა დასრულდეს პათოლოგიური ანთებით, იმუნური აგრესიით ჯანმრთელი ქსოვილის მიმართ, იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციით და თეორიულად (იშვიათად) - აუტოიმინური ან ონკოლოგიური დაავადებებით. თუ სისხლით ნათესავებს აქვთ რომელიმე აუტოიმუნური დაავადება (რევმატოიდული ართრიტი, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, შეგრენის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და სხვა), იმუნომასტიმულირებელი საშუალების მიღება მით უმეტეს არ ღირს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას აქვს გვერდითი ეფექტები.


- როგორია იმუნოსტიმულატორების მოქმედების პრინციპი?

- იმუნოსტიმულატორები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:

  • ეგზოგენური იმუნოსტიმულატორები, ჩვეულებრივ, მიკრობული წარმოშობის პროდუქტებია, თუმცა შეიძლება იყოს მცენარეულიც. მიკრობული იმუნოსტიმულატორები მოქმედებს აცრის პრინციპით, ოღონდ სპეციფიკურობის გარეშე. მცენარეული იმუნოსტიმულატორების მოქმედების პრინციპიც ასეთივეა: ზოგიერთი მცენარე შეიცავს მიკრობული ანტიგენის მსგავს ანტიგენებს.
  • ენდოგენური იმუნოსტიმულატორებია იმუნური სისტემის სიგნალური და რეგულატორული მოლეკულები;
  • ქიმიური ან სინთეზური იმუნოსტიმულატორები სხვადასხვა მოლეკულები და ნაერთებია, ძირითადად - მაკროფაგები, რომლებიც განსაზღვრული ფორმით ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ვეჭვობთ, რომ იმუნოსტიმულატორები გვჭირდება?

- უმჯობესია, ეჭვი ექიმთან გადავამოწმოთ. „იმუნიტეტის დაქვეითების“ ყველა სიმპტომი არასპეციფიკურია და, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, უმეტესად არა იმუნიტეტის დაქვეითებაზე, არამედ რომელიმე დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს.

- რას გვეტყვით საუბრის დასასრულს?

- იმუნური სისტემის უკონტროლოდ სტიმულირება არ ღირს. თუ რამეს ვუჩივით, ჯობს, ამის ნამდვილი მიზეზი მოიძებნოს. იმუნოსტიმულატორები უვნებელია მხოლოდ მათთვის, ვისაც არ აქვს იმუნური სისტემის დარღვევები და ქრონიკული სტერილური ანთება.

- თუ მაინც მივიღეთ ამ ჯგუფის პრეპარატები?

- ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს იმუნომასტიმულირებელი საშუალებები არაფერს მატებს. უმჯობესია, სწორად იკვებოთ, მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, მოიწესრიგოთ ძილი, რეგულარულად ივარჯიშოთ, ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.