ვიაროთ თუ არა ბიუსტჰალტერის გარეშე?
თავისუფლად მოძრავი სარძევე ჯირკვლები არათანაბარი მოძრაობისას ზედმეტად იტვირთება, მათში ნორმალური სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეგუბებითი მოვლენები და ბიძგი მისცეს ისეთი სერიოზული პათოლოგიის განვითარებას, როგორიცაა მასტოპათია. მასტოპათიის მიზეზად შეიძლება იქცეს დაუფიქსირებელი ჯირკვლის ხშირი ტრავმაც. თავის მხრივ, მასტოპათია როგორც კეთილთვისებიანი კისტის, ფიბროადენომის, ისე ავთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნების მაპროვოცირებელი ფაქტორია. თუ ბიუსტჰალტერის ტარება დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, შეიძინოთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული - სინთეზური კანს აღიზიანებს და კიდევ უფრო უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დაბოლოს, ნუ ივარჯიშებთ ბიუსტჰალტერის გარეშე და აუცილებლად გაიხადეთ ღამით, რადგან წოლისას ის იწვევს სუნთქ-ვის გაძნელებას, სისხლის მიმოქცევის შეზღუდვას და ხელს უშლის სრულფასოვან ძილს. იხილეთ აგრეთვე სტატია "იცით თუ არა"