B12 და მისი უკმარისობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

B12 და მისი უკმარისობა

მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა - ანემია. ავთვისებიანი ანემიის სიმპტომებია:

* ადვილად დაღლა;

* სისუსტე;

* ენის წვა;

* კუჭის დაავადებები, რაც კუჭის წვენის ნაკლოვანებით არის განპირობებული;

* სიარულის გაძნელება, ფეხების ტკივილი.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ვიტამინს შეუძლია, ორგანიზმს ამდენი უსიამოვნება ააცილოს თავიდან. ციანკობალამინი დიდ როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციობაში და ამის კვალობაზე ყველა ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას. მისი დეფიციტი B1-ის ნაკლებობასაც იწვევს, თუნდაც ეს უკანასკნელი საკვებში საკმარისი იყოს, ეს კი ნერვულთან ერთად შინაგანი სეკრეციის პროცესების, საჭმლის მონელების დარღვევასა და ბერი-ბერის (პოლინევრიტი) განვითარებას უწყობს ხელს.

ვიტამინი B12 უჯრედის გაყოფაში მონაწილეობს. მასზე განსაკუთრებით ის ქსოვილებია დამოკიდებული, რომელთაც მეტი დატვირთვა აქვთ: სისხლის, იმუნური, კანისა და ნაწლავის ამომფენი უჯრედები. ცნობილია, რომ ვიტამინი B12 გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვების საფარველის - მიელინური გარსის - წარმოქმნაში, ხოლო მისი ქრონიკული უკმარისობა ნერვის შეუქცევად რღვევას იწვევს.

B12 აუცილებელია ვიტამინ B9-ის სწორი ფუნქციობისა და ნუკლეინის მჟავების (გენეტიკური მასალის) წარმოებისთვის, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებასა და ჯანსაღი უჯრედების ფორმირებაში. სისხლში ბ12-ის ნაკლებობა აღენიშნებათ ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებს.

რამდენი გვჭირდება?

მინიმალური დღიური ნორმა დაახლოებით 3 მკგ-ია. სულ ცოტა ხორცს, რძესა და კვერცხსაც რომ ვჭამდეთ, ორგანიზმს 15 მკგ-მდე ციანკობალამინს მაინც მივაწვდით. ამ ვიტამინის გარეშე დარჩენის საფრთხე მხოლოდ მკაცრ ვეგეტერიანელებს ემუქრებათ. გარდა ამისა, ციანკობალამინის ასათვისებლად აუცილებელია განსაკუთრებული ნივთიერება, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც კუჭის წვენი შეიცავს. მის გარეშე ორგანიზმი დიდი ოდენობით მიღებულ ვიტამინსაც კი ცუდად აითვისებს.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ზოგიერთი მჟავას (მაგალითად, მარილმჟავას) გამომუშავება. მჟავების არასათანადო სინთეზი კი რკინისა და ვიტამინ B12-ის ათვისებას უშლის ხელს, რაც შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა B12-ის საინექციო და არა ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც ცუდად ეთვისება რკინას. თუმცა ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, ვაშლის ძმარს შეუძლია, ორგანიზმს სათანადო მჟავიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის დიდი ოდენობით მიღება ვიტამინ B12-ის მარაგს ამცირებს.

აი ის საკვები, რომელიც ვიტამინ B12-ს შეიცავს:

  • რძის ნაწარმი;
  • კვერცხის გული;
  • ხორცი (საუკეთესო წყაროა ძროხისა და ხბოს ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • საფუარი;
  • მცენარის მწვანე ნაწილები (თალგამის, სტაფილოს, ბოლოკის მწვანე ფურცლები), სალათა, მწვანე ხახვი;
  • გულ-ღვიძლის პაშტეტი,
  • საქონლის ენა;
  • ისპანახი;
  • ბარდა, ცერცვი, ოსპი;
  • ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, კალმარები, კრევეტები, თევზი.

ჩაშუშული ან შემწვარი ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩავრთოთ რაციონში. შეიძლება, დავუმატოთ მწვანე სალათის ფურცლებიც. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ უნდა მივიღოთ ნებისმიერი სახის საფუარი, რადგან ციანკობალამინი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად. სითბური დამუშავებისას B12 არ იშლება.