BioNTech მალარიის პროფილაქტიკისათვის, მრნმ-ის საფუძველზე ვაქცინის შექმნას გეგმავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

BioNTech მალარიის პროფილაქტიკისათვის, მრნმ-ის საფუძველზე ვაქცინის შექმნას გეგმავს

BioNTech მალარიის პროფილაქტიკისათვის, მრნმ-ის საფუძველზე ვაქცინის შექმნას გეგმავს
გერმანულ კომპანიაში BioNTech განიხილავენ რამოდენიმე ვაქცინა-კანდიდატს, რომელთაგან ყველაზე წარმატებულები შეირჩევიან კლინიკური კვლევების ჩასატარებლად. მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროგრამა კომპანიის მხრიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გაგრძელება იქნება. ამას გარდა, BიოNთეცჰ გეგმავს, პრეპარატების გამოშვების მიზნით, საწარმოო სიმძლავრეების აფრიკაში განთავსებას.

მალარიასთან ბრძოლის BიოNთეცჰ-ის პროექტი "eradicate Malaria" ("მალარიის აღმოფხვრა") ინციატივის ნაწილია, რომელსაც ხელმძღვანელობს არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდი kENUP.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, 2019 წელს აღინიშნა მალარიის 229 მილიონი შემთხვევა, რომელთაგან 409 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით საყურადღებოა 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ამასთან მალარიის განსაკუთრებით
ხშირი შემთხვევები ფიქსირდება აფრიკის კონტინენტზე.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა კომპანიამ შანოფი ასევე განაცხადა, რომ მზადაა განახორციელოს 400 მილიონი ევროს ინვესტიცია ახალი თაობის ვაქცინების შესამუშავებლად, სადაც გამოყენებული იქნება მრნმ-ტექნოლოგია. კერძოდ, შანოფი ქმნის მრნმ-ვაქცინების მოწინავე გამოცდილების ცენტრს, რომელმაც 2025 წლისთვის უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 6 ვაქცინა-კანდიდატი მრნმ-ის საფუძველზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ანაბოლური სტეროიდები მედიკამენტებია, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში გამომუშავებულ სასქესო ჰორმონს - ტესტოს-ტერონს ჰგავს.
მელატონინი, ანუ „სიბნელის ჰორმონი“ როდესაც მზე ამოდის, მელატონინის დონე ეცემა, რაც ორგანიზმის შიდა საათს აფრთხილებს,
სამკურნალო საშუალებების ანოტაციაში, ჩვეულებრივ, მითითებულია მათი მიღების დრო - ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ, მაგრამ არსად წერია, როგორ საკვებთან ან სასმელთან ერთად უნდა მივიღოთ იგი.
ანტიდეპრესიული თერაპიის მიმართ მოსახლეობას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად