ანაბოლური სტეროიდები - მათი გავლენა ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანაბოლური სტეროიდები - მათი გავლენა ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებზე

თანამედროვე მედიცინა მათ ფართოდ იყენებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ეს ამ პრეპარატების გამოყენების ერთა-დერთი სფერო როდია - ახალგაზრდები ინტენსიური ვარჯიშის ნაცვლად სწორედ ანაბოლური სტეროიდებით ცდილობენ სხეულის სასურველი ფორმის მიღებასა და შენარჩუნებას. შედეგი კი სავალალოა, ვინაიდან ამ პრეპარატების არასწორი, არადოზირებული, უკონტროლო მიღება ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

ნერვული სისტემა

ადამიანის ტვინი ტესტოსტერონთან ურთიერთობისთვის სპეციალური რეცეპტორებით არის აღჭურვი-ლი, ამიტომ პირველ სამიზნესაც ეს ორგანო წარმოადგენს. XX საუკუნის 80-იან წლებში ანაბოლურ სტეროიდებს ფართოდ იყენებდნენ ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების, მათ შორის - ფსიქოზებისა და დეპრესიების სამკურნალოდ. ამ პრეპარატების თერაპიული დოზა მართლაც ეხმარებოდა პაციენტს დაავადების დამარცხებაში.

არათერაპიული დოზებით მიღების შემთხვევაში კი ეს პრეპარატები თვითონვე იქცევა ფსიქოემოციური დარღვევების მიზეზად. დადგენილია, რომ სტეროიდების არასწორი მიღებისას ადამიანი მათზე ხდება დამოკიდებული. ამასთანავე, რაც უფრო ახალგაზრდაა მომხმარებელი, მით უფრო მალე იჩენს თავს დამოკიდებულება და მით უფრო ღრმაა ნერვული სისტემის დისფუნქცია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

ძვლის, მყესისა და კუნთების არათანაბარი, შეუსაბამო ზრდის გამო იმატებს ტრავმისადმი მიდრეკილება. მოსალოდნელია მყესების გაგლეჯა, ძვლების ადრეული ოსტეოფიკაცია, ეპიფიზური ფირფიტების დაჩქარებული შეხორცება. თუ სტეროიდული პრეპარატების მიღებას დროულად შეწყვეტთ, ყველა პათოლოგიური ცვლილების აღმოფხვრა შესაძლებელია.

კერძოდ, ისეთი გართულებები, როგორიც არის გამონაყარი, თმის ცვენა, ძილის დარღვევა, მადის გაძლიერება, აგრესია, პრეპარატების მიღების შეწყვეტისთანავე გაივლის. სტეროიდებზე ერთბაშად უარის თქმა არ შეიძლება, რადგან სისხლში მათი კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება იწვევს ღებინებას, სურდოს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისცემის გაძლიერებას, არტერიული წნევის მატებას, ლიბიდოს შემცირებას, დეპრესიას. სტეროიდების მიღება თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობით უნდა შეწყდეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

არტერიული წნევის მომატება, ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება, გულის კუნთის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა და გულის მწვავე უკმარისობის განვითარება, სისხლში ქოლესტეროლის, ლიპოპროტეიდებისა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის სტიმულაცია.