ფაგოთერაპია- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგოთერაპია- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით

- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით და რატომ განიხილავენ მათ ანტიბიოტიკების ალტერნატივად?

- ფაგები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბაქტერიებზე, ამიტომ დისბიოზი (ბაქტერიათა შორის ბალანსის დარღვევა) და მეორეული ინფექციის წარმოშობა გამორიცხულია.

ფაგები არ არღვევენ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, განუწყვეტლივ მრავლდებიან, თანაც ისე, რომ არ იწვევენ გვერდით ეფექტებს, არ ასუსტებენ იმუნიტეტს და ხელს არ უწყობენ ბაქტერიათა გამძლე ფორმების ჩამოყალიბებას. ბაქტერიოფაგები მრავლდებიან ინფექციის ადგილას, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან საჭირო, ანტიბიოტიკებს კი ამის უნარი არ შესწევთ; ისინი განიცდიან მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გავლენას, გამოდიან ორგანიზმიდან და არც ინფექციის ადგილას კონცენტრირდებიან.

ანტიბიოტიკისადმი ფაგის უპირატესობაა გვერდითი ეფექტების არარსებობაც: ბაქტერიოფაგის გამოყენებას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება, მაშინ როცა ანტიბიოტიკოთერაპიისთვის დამახასიათებელია ნაწლავური დარღვევები, ალერგიები და მეორეული, მაგალითად, სოკოვანი ინფექციები. მნიშვნელოვანი ფაქტორია რეზისტენტობაც. მაგალითად, ფაგრეზისტენტული ბაქტერიები მგრძნობიარენი რჩებიან სხვა, მოქმედების ასეთივე დიაპაზონის მქონე ფაგების მიმართ.

აქედან გამომდინარე ახალი ფაგის შერჩევა შედარებით მალე, რამდენიმე დღეში ხდება, ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკის დამუშავება კი ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება.

- რის გათვალისწინებაა საჭირო ფაგოთერაპიის დროს?

- ფაგის მასპინძლის ვიწრო დიაპაზონისა და პრეპარატის მაღალსპეციფიკურობის გამო აუცილებელია, თერაპიულ გამოყენებამდე დადგინდეს მისი მგრძნობელობა ეტიოლოგიური აგენტის მიმართ.

უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებსაც ახლავს სპეციფიკური მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ეფექტიანობის შესახებ. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სახელდობრ რომელი ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს მის მიერ გამოყენებულ ფაგურ პრეპარატს.

ხდება ხოლმე, რომ არსებული ფაგები ამოთესილ მიკრობებზე უშუალოდ არ მოქმედებს ან ცუდად მოქმედებს.

ასეთ დროს პაციენტისთვის უნდა დამზადდეს ინდივიდუალური ფაგი, რომელიც კონკრეტული მიკროორგანიზმის საწინააღმდეგოდ იქნება შექმნილი.

წაიკითხეთ სრულად