ფაგოთერაპია- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ფაგოთერაპია- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით

ფაგოთერაპია- რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით
გვესაუბრება ექიმი ლამზირა ოთარაშვილი. - რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით და რატომ განიხილავენ მათ ანტიბიოტიკების ალტერნატივად?


- ფაგები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბაქტერიებზე, ამიტომ დისბიოზი (ბაქტერიათა შორის ბალანსის დარღვევა) და მეორეული ინფექციის წარმოშობა გამორიცხულია.


ფაგები არ არღვევენ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, განუწყვეტლივ მრავლდებიან, თანაც ისე, რომ არ იწვევენ გვერდით ეფექტებს, არ ასუსტებენ იმუნიტეტს და ხელს არ უწყობენ ბაქტერიათა გამძლე ფორმების ჩამოყალიბებას. ბაქტერიოფაგები მრავლდებიან ინფექციის ადგილას, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან საჭირო, ანტიბიოტიკებს კი ამის უნარი არ შესწევთ; ისინი
განიცდიან მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გავლენას, გამოდიან ორგანიზმიდან და არც ინფექციის ადგილას კონცენტრირდებიან.



ანტიბიოტიკისადმი ფაგის უპირატესობაა გვერდითი ეფექტების არარსებობაც: ბაქტერიოფაგის გამოყენებას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება, მაშინ როცა ანტიბიოტიკოთერაპიისთვის დამახასიათებელია ნაწლავური დარღვევები, ალერგიები და მეორეული, მაგალითად, სოკოვანი ინფექციები. მნიშვნელოვანი ფაქტორია რეზისტენტობაც. მაგალითად, ფაგრეზისტენტული ბაქტერიები მგრძნობიარენი რჩებიან
სხვა, მოქმედების ასეთივე დიაპაზონის მქონე ფაგების მიმართ.

აქედან გამომდინარე ახალი ფაგის შერჩევა შედარებით მალე, რამდენიმე დღეში ხდება, ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკის დამუშავება კი ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება.


- რის გათვალისწინებაა საჭირო ფაგოთერაპიის დროს?


- ფაგის მასპინძლის ვიწრო დიაპაზონისა და პრეპარატის მაღალსპეციფიკურობის გამო აუცილებელია, თერაპიულ გამოყენებამდე დადგინდეს მისი მგრძნობელობა ეტიოლოგიური აგენტის მიმართ.


უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებსაც ახლავს სპეციფიკური მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ეფექტიანობის შესახებ. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სახელდობრ რომელი ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს მის მიერ გამოყენებულ ფაგურ პრეპარატს.

ხდება ხოლმე, რომ არსებული ფაგები ამოთესილ მიკრობებზე უშუალოდ არ მოქმედებს ან ცუდად მოქმედებს.

ასეთ დროს პაციენტისთვის უნდა დამზადდეს ინდივიდუალური ფაგი, რომელიც კონკრეტული მიკროორგანიზმის საწინააღმდეგოდ იქნება შექმნილი.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ანაბოლური სტეროიდები მედიკამენტებია, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში გამომუშავებულ სასქესო ჰორმონს - ტესტოს-ტერონს ჰგავს.
მელატონინი, ანუ „სიბნელის ჰორმონი“ როდესაც მზე ამოდის, მელატონინის დონე ეცემა, რაც ორგანიზმის შიდა საათს აფრთხილებს,
სამკურნალო საშუალებების ანოტაციაში, ჩვეულებრივ, მითითებულია მათი მიღების დრო - ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ, მაგრამ არსად წერია, როგორ საკვებთან ან სასმელთან ერთად უნდა მივიღოთ იგი.
ანტიდეპრესიული თერაპიის მიმართ მოსახლეობას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად