საშიშია თუ არა ყოველდღიურად მელატონინის მიღება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ყოველდღიურად მელატონინის მიღება?

რომ გაღვიძების დროა და პირიქით - ღამით მელატონინი მატულობს.

ჩვენს ორგანიზმში ძილიანობას მელატონინის წამოქმნა განაპირობებს. მას თავის ტვინი ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით, 0.2 მილიგრამს წარმოქმნის.

ზოგიერთი ადამიანისათვის ეს სრულიად საკმარისია, მათ კი, ვისაც ბუნებრივად გამომუშავებული მელატონინი არ ჰყოფნის, შეუძლია სინთეზური მიიღონ, რაც ინსომნიისგან გაათავისუფლებთ.

ის ძილთან ერთად დამშვიდებასა და „ტვინის გათიშვაში“ გვეხმარება.

რამდენად საშიში და რისკისშემცველია მელატონინის ყოველდღიური მიღება?

ევროპაში მის შესაძენად ექიმის დანიშნულება არის საჭირო. აშშ-ში კი საკვები დანამატის სახეს აქვს და რეცეპტის გარეშე გაიცემა.

მელატონინის სხვადასხვა ბრენდი არსებობს და აუცილებელია ინსტრუქციას გაეცნოთ - ხომ არ შეიცავს ის დამატებით სხვა ნივთიერებებს.

ექიმების თქმით, მელატონინის ყოველდღიური მიღება უსაფრთხოა.

თუმცა, საჭიროა ვრცელი კვლევები იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ის ყველა სახეობის ინსომნიასთან საბრძოლველად და აქვს თუ არა რაიმე უარყოფითი ჩვენება ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ადამიანი მას წლების განმავლობაში უსაფრთხოდ ღებულობს.

მელატონინის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ თუ ხშირად სიზმრები, კოშმარები და დილით ძილიანობა გაწუხებთ.

ასევე მნიშვნელოვანია დოზების კონტროლი (სასურველია 1-3 მილიგრამამდე ღამეში).

მელატონინი არ უნდა მიიღონ:

  • ორსულმა და მეძუძრმა ქალბატონებმა;

  • აუტოიმუნური აშლილობის მქონე პირებმა;

  • მათ, ვისაც კრუნჩხვები აწუხებთ;

  • დეპრესიის მქონე პირებმა.

მაღალი წნევისა და დიაბეტის შემთხვევაში, მელატონინის მიღებამდე ესაუბრეთ ექიმს.

ასევე, თუ სხვა მედიკამენტს ღებულობთ, სჯობს ექიმს ჰკითხოთ - ხომ არ შეამცირებს მელატონინი მის ეფექტურობას.

იმ შემთხვევაში, თუ ის არ გეხმარებათ დაძინებაში, საჭიროა ექიმთან განიხილოთ სხვა ვარიანტები.

ასევე მნიშვნელოვანია, შეამციროთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება.

დაძინებამდე 30 წუთით ადრე კი ტელევიზორისა და გაჯეტების ეკრანებს მოერიდოთ.