რატომ უნდა მივირთვათ ბანანი, კაკალი, მოხარშული კარტოფილი და ქიშმიში, თუ შარდმდენ პრეპარატებს ვსვამთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ ბანანი, კაკალი, მოხარშული კარტოფილი და ქიშმიში, თუ შარდმდენ პრეპარატებს ვსვამთ

წყალზე გაძლიერებული მოთხოვნილების შედეგად ხშირად თავს იჩენს სხეულის სხვადასხვა ნაწილებისა და ზოგადი ტიპის შეშუპებაც. ეს მდგომარეობა ადამიანს აწუხებს და ჭარბი სითხისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლების სურვილს უჩენს.

უკანასკნელ ხანს ამგვარი პრობლემების მოგვარებას ბევრი შარდმდენი პრეპარატებით ანუ დიურეტიკებით ცდილობს, ისინი კი არცთუ უვნებელია და შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცეს.

დიურეტიკების უმრავლესობა სითხესთან ერთად ორგანიზმიდან დევნის დიდი ოდენობით მეტად საჭირო კალიუმის, ნატრიუმის, ქლორისა და მაგნიუმის იონებს, რაც ძალზე საზიანოა ჯანმრთელობისათვის.

არსებობს ე.წ. კალიუმშემნახველი ან კალიუმდამზოგველი პრეპარატები, რაც იმას მიუთითებს, რომ ისინი ორგანიზმში ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო კალიუმს აკავებენ.

რატომ არის შარდმდენებით თვითმკურნალობა საშიში?

კალიუმის დეფიციტი - უკლებლივ ყველა შარდმდენი პრეპარატი სითხესა და ნატრიუმთან ერთად ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის კალიუმსაც, რომელიც გულის მუშაობისათვის აუცილებელი მიკროელემენტია, არადა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეშუპება აღენიშნებათ, ისედაც განიცდიან გულის კუნთის მუშაობისათვის ესოდენ საჭირო კალიუმის დეფიციტს, შარდმდენთა მოქმედებით ეს დეფიციტი კიდევ უფრო ღრმავდება და ორგანიზმსაც კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება;

დოზის გადაჭარბება - კალიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტი შარდმდენი პრეპატარების ერთადერთი გვერდითი ეფექტი როდია, არანაკლებ საშიშია დიურეტიკების დოზების გადაჭარბებაც, რომელიც ყველაზე ხშირად მათი ხანგრძლივი მოღებისას ვითარდება.

დიურეტიკების გადაჭარბებული დოზებით მიღება ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლის და სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოებისათვის დამახასიათებელი არა მარტო კალიუმის, ნატრიუმის დეფიციტიც, ქვეითდება არტერიული წნევა და მცირდება სისხლის მოცულობა.

სუბიექტურად ეს ძლიერ წყურვილის გრძნობაში, გადაღლაში, კრუნჩხვებსა და გულისცემათა რიტმის დარღვევაში ვლინდება.

დიურეტიკების დოზების გადაჭარბება ხშირად თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზიც ხდება, რაც განსაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

სასარგებლო რჩევები

  • შარდმდენი პრეპარატების მიღება ყოვლად დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, მათი თვითნებური მიღება ექიმის მოსვლამდე გამონაკლისის სახით შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორებიცაა ჰიპერტონული კრიზი ან ძალზე სწრაფად მზარდი შეშუპება;

  • ჯანსაღ აზრს მოკლებულია შარდმდენი პრეპარატების მიღება წონის დასაკლებად, ასეთი გზით დაკარგული კილოგრამები მაშინვე შეივსება, როგორც კი შარდმდენი პრეპარატის სმას შეწყვეტთ;

  • შარდმდენი პრეპარატების ხანგრძლივი მიღებით სისხლში კალიუმის დონის შემცირებით გამოწვეული კრუნჩხვების განვითარება თავიდან რომ აიცილოთ და პრეპარატთა გვერდითმა ეფექტმაც ვერაფერი გავნოთ, დიურეტიკების მიღებამდე და მას შემდეგაც მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები: ბანანი, კაკალი, მოხარშული კარტოფილი, გარგარის ჩირი და ქიშმიში.